Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა ჭიღვარია


ანა ჭიღვარია კარვებში მცხოვრები ადამიანების გაუსაძლის პირობებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00

16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა ჭიღვარია, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომელი. მან ისაუბრა იმ ურთულეს პირობებზე, რომლებშიც თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე გაშლილი კარვების ბინადრებს უწევთ ცხოვრება. როგორც ანამ თქვა, კარვებში, სადაც 200-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს, დაცული არ არის სანიტარული ნორმები. იქ ცხოვრობენ, როგორც შეძღუდული შესაძლებლობების პირები, ისე ისინი, ვინც პალიატიურ მკურნალობას საჭიროებს და ამ მხრივ ვერავითარ დახმარებას ვერ იღებს.

დღეს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა (GCRT) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთობლივი ინიციატივით იმართება საჯარო დისკუსია თბილისში მცხოვრები უსახლკაროების მდგომარეობის შესახებ. დისკუსიაზე ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთი გამოკვლევების პირველად შედეგებს მთავრობის მიერ მოსკოვის პროსპექტზე გაშლილ კარვებში მცხოვრები პირებისა და სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის, ასევე სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ.

XS
SM
MD
LG