სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:46

რუბრიკები / დისკუსია

მტკვრის დაბინძურება და ”განზავების” მაჩვენებელი

ნინო ჩხობაძე, მარინე არაბიძენინო ჩხობაძე, მარინე არაბიძე
x
ნინო ჩხობაძე, მარინე არაბიძე
ნინო ჩხობაძე, მარინე არაბიძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
არის თუ არა მდინარე მტკვარი დაბინძურებული? ”რა თქმა უნდა, არის! ” - ამბობენ ისინი, ვინც მტკვრის სისუფთავის პრობლემას იკვლევს. თუმცა საგანგებო  მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ დაბინძურების პროცენტი დასაშვებ ნორმას არ აღემატება. არადა, ნებისმიერი გამვლელი ხედავს, როგორ ტივტივებს მტკვრის ზედაპირზე პლასტმასის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნაგვის ნარჩენები, ზაფხულის დღეებში კი სუნი, რომელიც მდინარეს უდის, არაორაზროვნად მიუთითებს მის წარმომავლობაზე. მაშ, რაშია საქმე? რატომ არის, რომ საკმაოდ ავტორიტეტული  მონიტორინგის მონაცემებით მტკვარი სუფთაა, რეალურად კი დაბინძურებული. ირკვევა, რომ  საქმე, ”განზავების” პროცენტში ყოფილა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მდინარის დაბინძურების სხვადასხვა წყარო არსებობს, მტკვარი საკმაოდ წყალუხვი მდინარეა და წყალში ”განზავების” შედეგად, დაბინძურების  პროცენტი გარკვეულ სტანდარტებში ჯდება. მაშ ასე, არის თუ არა მტკვარი დაბინძურებული? თუ არის, რა კეთდება რომ არ იყოს? ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან  საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და დარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე. საუბარს  მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


საუბარი ნინო ჩხობაძესთან და მარინე არაბიძესთან
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მაია
04.05.2012 03:03
ინტერვიუს მოსმენა გავწყვიტე. რა საშინელი საუბარი აქვს ჩხობაძეს. ყველანაირად არაკომპეტენტური საუბარში!

ყველაზე პოპულარული