კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:59

რუბრიკები / დისკუსია

We Must Carry!

თამარ კორძაია, მამუკა ანდღულაძეთამარ კორძაია, მამუკა ანდღულაძე
x
თამარ კორძაია, მამუკა ანდღულაძე
თამარ კორძაია, მამუკა ანდღულაძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში თვალი ადევნოს ქართული ტელეარხების ეთერს, არასამთავრობოთა კოალიციამ – ”ეს შენ გეხება” – პარლამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ე.წ. Must carry-ს ანიჭებენ. დღეს, 13 ივნისს, კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენელთა მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ must carry-ისა და must offer-ის პრინციპების დანერგვას საქართველოში, 12 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან 11 მხარს უჭერს, ანუ ყველა, ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა. რას გულისხმობს must carry-ი და must offer-ი; რატომ არის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემა არჩევნების წინ; რატომ ეწინააღმდეგება მას  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი;  რა ითქვა ბოლო შეხვედრაზე პარლამენტში და რას ელიან საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთი შეხვედრიდან რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს?.. ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიაანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

საუბარი თამარ კორძაიასთან და მამუკა ანდღულაძესთან
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: თ.შანიძე საიდან გვწერთ: თბილისი
17.06.2012 15:47
ბატონებო, როგორც ცნობილია "must carry"-ს ყავს მხოლოდ ერთი მოწინაღმდეგე-ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იმიზეზებს, რომ თითქოსდა ილახება საკაბელო კომპანიების კომერციული ინტერესებიო. იქნებ შეიქმნას ერთიანი, რესპუბლიკური ფონდი, რომელშიც ჩაირიცხება შემოწირულობანი როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთელი დონორებისაგან,რომლითაც დაფინანსდება საკაბელო კომპანიების ეს ხარჯები. ძირითადში, ეს ფინანსები დაჭირდება 3-4 თვის განმავლობაში არჩევნებამდე და არა მგონია იმხელა თანხა იყოს, რომ ვერ შევძლოთ ამ ფონდის შევსება სხვადასხვა დონორებისაგან,კანონით გათვალისწინებული გადმორიცხვების ფარგლებში. (დასათვლელია არსებული საკაბელო არხების რაოდენობა საქართველოს მთელ სატელევიზიო სივრცეში და შესაბამისი ხარჯების რაოდენობა.).
პატივისცემით,
თ.შანიზე

ყველაზე პოპულარული