ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:40

საზოგადოება / მედია

მედია და ხელისუფლების შეცვლილი პოზიცია

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
იმის დემონსტრირებისთვის, რომ სრულად აცნობიერებს მაქსიმალურად გავრცელებული ინფორმაციის როლს წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლება პოზიციას იცვლის და ”მასთ ქერის” პრინციპის მიღებაზე თანხმდება. თუმცა ეს სწორედ ის საკითხია, რაზეც სამოქალაქო საზოგადოებამ მანამდე არაერთი უარი მიიღო იმავე ხელისუფლების მხრიდან. პარალელურად, ხელისუფალთა განმარტებით, კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ანტენების დაყადაღების თემას საერთო არაფერი აქვს მედიის ხელმისაწვდომობასთან, თუმცა ასე არ ფიქრობენ სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორი დიდი ყურადღებით აკვირდება დაყადაღებულ კომპანიასთან დაკავშირებულ პროცესებს.
საკაბელო ტელევიზიებისთვის დაკისრებული სატრანზიტო ვალდებულება, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში ”მასთ ქერისა” და ”მასთ ოფერის” (must carry, must offer) პრინციპების სახელით არის ცნობილი, საქართველოშიც რომ დამკვიდრდება, ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, 22 ივნისს საზოგადოებას ნაციონალური ტელეარხების საშუალებით აცნობა:
”ინიციატივის კონკრეტული შინაარსია, რომ ყველა სატელევიზიო არხს საქართველოში ჰქონდეს წვდომა მაყურებელთან ყველა მოქმედი საკაბელო ქსელის მეშვეობით. ეს არის გზა, რომლითაც ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავისი სიტყვა მიიტანოს ამომრჩევლამდე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გზა, რომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ ამომრჩეველს ჰქონდეს შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალება. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მათ არჩევანი გააკეთონ თავისუფალ და ინფორმირებულ გარემოში; რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება მოუსმინოს ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და სწორედ ამის შემდეგ აირჩიოს ღირსეული და მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა.”

ხელისუფლების პოზიცია ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელად შეიცვალა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად მიიჩნეოდა. გავიხსენოთ, რომ სამოქალაქო კამპანიის ”ეს შენ გეხებას” მიერ წამოყენებულ წინადადებაზე მმართველმა პარტიამ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ მან ეს პროცესი  კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნია.
”ეს შენ გეხებას”  მონაწილე ორგანიზაციებმა ხელისუფლების ბოლო უარი 14 ივნისს მიიღეს და ამის შემდეგ ისინი, ასე ვთქვათ, ხელმოწერათა შეგროვების გზას დაადგნენ. ხუთშაბათს, 21 ივნისს, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირების მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების უფლება მიეცა. კომიტეტის სხდომა, როგორც უკვე ვთქვით, 21 ივნისს გაიმართა, ხოლო 22 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო სექტორისთვის მანამდე უცნობი გეგმები გაახმაურა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა საკაბელო ქსელს ყველა ტელეარხის ტრანზიტის ვალდებულება, სავარაუდოდ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაეკისრება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივად, მიზანმიმართულად ფიქრობს, რომ დაასუსტოს კანონი ...

საკამათო წინაისტორიის მიუხედავად, კამპანია ”ეს შენ გეხება” მიესალმება დავით ბაქრაძის მიერ გახმაურებულ ინიციატივას და იმედოვნებს, რომ 22 ივნისს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის მიცემული  დაპირება ადეკვატურად აისახება პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში.

იმის შესახებ, რომ, მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იყო მოსალოდნელი, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გამართულ ბრიფინგზე აშკარად მიანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ. თუმცა ბრიფინგის მთავარ თემას  წარმოადგენდა კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” (“გლობალ TV-ის” სახელით ცნობილი კომპანიის) სატელიტური ანტენების დაყადაღება, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ”ქართული ოცნების” მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის აღკვეთას ისახავდა მიზნად. ზღულაძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოში არავის მიეცემა კანონის უზენაესობის ხელყოფის უფლება:

”ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივად, მიზანმიმართულად ფიქრობს, რომ დაასუსტოს კანონი და, შესაბამისად, დემოკრატია ამ ქვეყანაში.”

ის, რომ ხელისუფლება დაუშვებს must carry-ის წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ორი თვით ადრე,  არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სიფრთხილით არ მოეკიდოს “გლობალ TV-ის” ანტენების თემას ...

ეკატერინე ზღულაძის თქმით, ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტს საერთო არაფერი აქვს ”მედიის ხელმისაწვდომობასთან”. თუმცა საკითხს სხვაგვარად უყურებენ მთელი რიგი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციები. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა, მედიაანალიტიკოსმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაყადაღებული ანტენების საკითხი წინასაარჩევნო გარემოს ”ძალიან სენსიტიურ” საკითხს წარმოადგენს, რადგანაც ის ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. შესაბამისად, მედიაანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ საკითხებს ”განსაკუთრებული სიფრთხილით” უნდა მოეკიდოს.

”ის, რომ ხელისუფლება დაუშვებს must carry-ის წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ორი თვით ადრე,  არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სიფრთხილით არ მოეკიდოს “გლობალ TV-ის” ანტენების თემას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

იმ ერთადერთი საკაბელო ქსლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიგნალის გავრცელებაზე, კოალიცია ”ქართული ოცნება” თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად აღიქვამს. ამ და ბოლო პერიოდის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 22 ივნისს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი,  დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო და საქართველოში მოქმედი საელჩოების სხვა წარმომადგენლები.

ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს, საქართველოს ხელისუფლების ძალადობის შესაჩერებლად, უფრო პრინციპული პოზიციის გამოხატვა სთხოვა:
”ეს ასე არ დამთავრდება, თუ არ იქნება უფრო მკაცრი პოზიცია ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისა და აშშ-ს მხრიდან. ეს გაგრძელდება და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: jurnalisti
28.06.2012 14:33
ვინმემ გამაგებინეთ და ამიხსენით, ან რა ქართულით არის ეს ინფორმაცია დაწერილი ან სად ისწავლეთ ახალი ამბის ამ სტილით დაწყება?!!! სირცხვილი!!! დარწმუნებული ვარ თავად ავტორიც ვერ ამიხსნის რა გადაწყვეტილებაზე წერს....:(

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.06.2012 10:38
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
25.06.2012 22:18 -გერმანიაში თუ იყო ტყემალი, რომელზეც ჯდომა შეიძლებოდა არ ვიცოდი...ფრთხილად იყავი შვილო, არ ჩამოვარდე, რაიმე რომ მოგივიდეს ხომ დავიღუპეთ! შენნაირ ექსპერტ-ანალიტიკოსს თანაც გერმანიიდან, თანაც ტყემალზე მჯდომს მერე სადღა ვიპოვით...მაინც როგორ ზუსტად ადგენ ფულის წარმომავლობას, რუსეთის აგენტობას, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას...მოკლედ რა ვანგა და რა შენ!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
25.06.2012 22:18
ლია სიღარიბე და გაჭირვება არის საქართველოში და მაგას არავინ უარყოფს. ქვეყანა კიდევ კარგად უძლებს,თუ გავითვალისწინებთ, მთელ მსოფლიოში რა ხდება ამ ფინანსური კრიზისის გამო.
რაც შეეხება რუსულ პასპორტებს, მაგას ვინც იღებს, აიღონ ბატონო და წავიდნენ რუსეთში ასე თუ უყვართ. დემორალიზებული და ბრძოლისუუნაროც ალბათ სწორედ ეგეთი ხალხია.
მაგრამ იმაში ვერ დამარწმუნებთ, რომ ყველა ღარიბი ადამიანი იყიდება მაგ თქვენს ბიძინას და რუსეთის ფულზე. ან ასე იოლად დათმობს საკუთარ ქვეყანას, ან უსინდისოდ ციხეში ამჯობინებს ჩაჯდომას.
ლია ჩემო კარგო, თქვენ გარშემომყოფთა მიხედვით მთელ საქართველოზე ნუ მსჯელობთ. ჩვენ ხალხს მაგაზე უფრო დიდი გაჭირვებაც უნახავს და დიახაც მუდმივად რუსული საფრთხის ქვეშაა(კარგია თუ ამ საფრთხეს თქვენც ცნობთ), და არ გაყიდულა და არც ბრძოლა შეუჩერებია.

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2012 23:10
ტატას: ა დ ა მ ი ა ნ ოოოოო თბილისიდან რუსული ტანკები 30-კილომეტრში დგანან,საქართველოს მთელ საჰაერო სივრცეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ,საქართველოში გაქანებული ბუმია რუსულ პასპორტებს არიგებენ ხახვივით,რუსები ყოველ დღე თითო ნაბიჯით წინ მოიწევენ-კავკასიის უღელტეხილებზე უკვე 40-ი სამხედრო სამანქანო გზა გადმოიყვანეს 2008-წლის შემდეგ,როცა მარტო 2-ჰქონდათ,ქართული ჯარი დემორალიზებული და დატერორებულია ამ ქვეყანაში,ხალხი იძახის თუ კიდე ომი იქნაო ჩვენო აღარ ვიბრძოლებთო ამათთვისო,გვირჩევნიაო ციხეში ჩავჯდეთო,მთელი ქვეყანაა დემორალიზებული...ხალხს გასაქცევიც აღარა აქვთ,რა ზღაპებს გვიყვები აქ...თუმცა მაძღარი მშიერს ვერ გაუგებსო...შენ კი ყველაფერი ისე ადვილად გგონია და ეს საქართველო მიშისტებად და ბიძინისტებად დაჰყავი...გაიგე ადამიანოოოო ხალხი უკიდურეს გასაჭირშია,მარტო საქართველოს მთავრობის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში სიღარიბის მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რიცხვმა და ამ ადამიანების განაცხადებმა სოციალური დახმარების შესახებ 1000000-მიაღწია,იქნებ დაფიქრდე ტატა!!!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
24.06.2012 17:00
რა საინტერესოა, მაინც რას ეძახით ტერორს? ძალიან დიდ ფულს რომ ხარჯავს რუსეთი საქართველოს დასამონებლად, ამაში ვის ეპარება ეჭვი? ბიძიბა რომ ხალხს ყიდულობს, ეს რომ ვერ დაინახო, ბრმა უნდა იყო.და რატომ არ უნდა შეაჩერო? დიახაც ჯარიმაც უნდა გადაახდევინონ და ხალხის უკანონო მოსყიდვაც კანონით აღიკვეთონ.
ასე რომ, აახილეთ თვალები და უკეთ დაინახავთ რაც ხდება, წმინდანი რომ გგონიათ თქვენი მილიარდერი.
ისე ეჭვი კი მეპარება მაგას მართლა მაგდენი ფული ჰქონდეს, რუსეთის ბანკები იძლევიან მაგ ინფორმაციას, მაგდენი აქვსო და ააქვს?..)))
მე კი მგონია, რომ ეგ რუსეთის ფულია , რითაც ახლა საქართველოში ხალხის მოსყიდვას ცდილობს .
თუ ამ უდიდეს ზეწოლას გავუძელით და პროვოკაციებიც, რომელსაც ბიძინა და მისი რაზმი ამზადებს, თავიდან ავიცილეთ, წინ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.
ასე რომ, ბიძინას ფანები ნუ აღელდებით, თქვენი ლიდერის უვიცობა და პრო-რუსული ორიენტაცია იქნება თქვენი მილიარდერის დამარცხების მიზეზი და არა რაღაც აკრძალვები .

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2012 11:53
გიორგის:ჩემო გიორგი თუ ვერ ერკვევი სიტუაციაში აგიხსნი რომ:ამ მთავრობამ მიყიდა რუსებს აბსოლუტურად ყველანაირი ეკონომიკური ბერკეტები,გაყვანილი რუსეთის არმია უკან შემოაბრუნა თანაც ისე რომ მათი გაყვანა შეუძლებელი გახდა რადგან რუსებმა საქართველოში უკვე შემოიტანეს არა უბრალოდ დიდი რაოდენობის შეიარაღება და ბაზები,არამეტ აქ შემოიტანეს სტრატეგიული დანიშნულების რაკეტები რომელსაც შეუძლია წაშალოს არა მარტო საქართველო არამეტ მიაყოლოს კიდევ რამოდენიმე რეგიონიც,ამერიკა და ევროპა ჩვენთან მიმართებაში შექმნილი სიტუაციიდან უკვე უბრალოდ დიპლომატიურ ეტიკეტს იცავს,მიშიკომ სამუდამოდ ჩაგვაბარა ვანიას,აი ეს გვიქნა მიშიკომ,ხოდა ვისაც გინდათ დაიბრმავეთ და დაიყრუეთ თავები,აყევით ამ მთავრობას რუსების გინებაში...ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლოთ კიდევ,რომ გავა ცოტა დრო და მერე დაინახავთ მწარე რეალობას....ქართველები ოდითგანვე გამოვირჩეოდით აზროვნების უნარით, რითაც ისტორიულ ქარტეხილებს გავუძელით,გაიხსენეთ ხალხნო ვისი გორისა ხართ!!!

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: saqartvelo
23.06.2012 23:00
საქართველო მოსწყდება ლოთი ივანას რუსეთის ორბიტას ამას ვეღარ შეაჩერებს ივანა გინდ სტალინი და ორჯონიკძე გააცოცხლონ. დავაი და სვიდანია ივან

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
23.06.2012 17:33
ეს მთავრობა არის ბარბაროსები,გვიკრძალაბენ რომ ვუყურუთ ტელევიზიით ალტერნატიულ აზრს.ამ ანტენების რატომ ეშინია ამ მთავრობას?ეს ანტენა აჩვენებს ყველა არხს-სამთავრობოსაც და არასამთავრობოსაც,ხოდა მომეცით ბოლოსდაბოლოს 21-საუკუნეში იმის უფლება რომ მე თვითონ ავირჩიო რას ვუყურო და თვითონ გავაკეთო არჩევანი,სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ სულ გააფრინა,ამათ კადაფის ბედი არ ასცდებათ!!!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
23.06.2012 16:32
ტატა გერმანიიდან - დიდი სიამოვნებით დავწერდი, თუ რას ვფიქრობ შენზე, და შენს ამ ბრძნულ კომენტარზე. მაგრამ ვიცი , რომ მოდერატორი მას არ გამოაქვეყნებს.. ასე რომ შენი ფანტაზიისთვის მომინდია, რის დაწერას ვისურვებდი....

ავტორი: Exit საიდან გვწერთ: გასასვლელიდან
23.06.2012 12:21
ტატა: "მთავრობას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მხარდამჭერის დაკარგვის შიში. და ამას არჩევნებიც კარგად დაგვანახებს."

თუ არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას შიში, რას ნიშნავს ეს რეპრესიები, ტერორი, დევნა და დაშინება?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.06.2012 23:40
თუმცა არ მომწონს must carry-ის პრინციპი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ეს საკაბელო ტელევიზიების მესაკუთრეთა უფლებებს ლახავს. მათ ფაქტიურად ჩამოერთვათ უფლება, თავად გადაწყვიტონ, რომელი არხის მიწოდება სურთ მაყურებლისთვის თავად და რომლის არა. მაგრამ არჩევნებს სჭირდება და ...)))
სჭირდება მართლაც სჭირდება, რადგან ხალხმა კარგად დაინახოს და სწორად გადაწყვიტოს ვინ ვინ არის. თავად გამოიტანოს გადაწყვეტილება რუსეთისკენ შებრუნება უნდა, თუ დასავლეთის კურსის გაგრძელება ურჩევნია. შეაფასოს, ისევ ნგრევა ურჩევნია თუ მშენებლობა.
კარგია, მოუსმინონ "ოცნების" პროგრამას, ეგებ სადმე მაინც აღმოაჩინონ სიახლე ..))) და კარგად დაინახონ "საამაყო" ძველი სახეები. კარგად დაინახონ "დემოკრატიული" მე-9 არხის და "მაესტოს" "კომპეტენტური" მუშაობა.
მთავრობას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მხარდამჭერის დაკარგვის შიში. და ამას არჩევნებიც კარგად დაგვანახებს.

ყველაზე პოპულარული