ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:20

პოლიტიკა / საქართველო

მიხეილ სააკაშვილი ნატოს სამიტს დადებითად აფასებს

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
”საქართველო პრაქტიკულად ამოვიყვანეთ ჩვენი რეგიონიდან და გადავსვით ბალკანეთის რეგიონში”, - ამის შესახებ ნატოს ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთან ერთად ნატოს ასპირანტად ჩამოთვლილი ბალკანეთის 3 ქვეყანა ალიანსში ყველა შემთხვევაში გაწევრიანდება. მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთად საქართველოს დასახელებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და სხვა გამომსვლელებმაც აღნიშნეს, რომ ნატოს შემდეგი სამიტი ალიანსის გაფართოების სამიტი იქნება. ”ალბათ, შემდეგი სამიტი იქნება 2014 წელს და ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან მაგარი შანსები. არასდროს არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული ამაში, როგორც ახლა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ”თუ საქართველოს პროგრესი ასე გაგრძელდა, და აუცილებლად გაგრძელდება, აუცილებლად ვიქნებით უმაგრეს ფორმაში იმ სამიტისთვის, როცა უკვე ძალიან ძნელი იქნება ახსნა იმისა, საქართველოს რატომ აღარ იღებენ ნატოში.”

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამ ცნობის თანამხმად, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამ სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა. ”კიდევ ერთხელ, მინდა დავადასტურო ის, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი"  - თქვა რასმუსენმა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.05.2012 13:03
ძვირფასო კოლეგა, უკვე ვეღირსეთ სააკიანთ ბიჭს. რომ ვუფრთხილდები, იმიტომაც უნდა დაისვენოს თორემ მეშინია ნარკოტიკებს არ გადაყვეს.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
23.05.2012 09:28
ანონიმებო:ან ნიკები შეიცვალეთ-ან პოზიცია:დაგვღალა თქვენმა, ერთის- "საბჭოთა ზარბაზანით ნგრევამ" (ვითომ დიდი შეღავათი იქნებოდა იტალიურით ან ფრანგულით რომ დაენგრიათ), "სახაროვის გამოზრდილმა დემოკრატიამ" მეორის- ყველაფრით აღფრთოვანებამ, რაც ცუდათ თუ კარგად კეთდება (სტილი-"როგორ ხარობს ქართველი გლეხი ჰიბრიდული სიმინდის უხვი მოსავლით","კოპწია ლაზიკა"ქალაქი-რომლის პროექტი თვალითაც არ უნახავს "გადასარევი" შეიარაღება-1ც ჯავშან ტრანსპორტიორი, თანაც რუსული ბმპ- ბაზაზე, 1 ც უპილოტო "მზვერავი"-ის იმედად მსოფლიო სამხედრო ბაზრის "დაპყრობის" ავადმყოფური ბოდვა და აშ. ), ინგლისიდან, რუსთავი 2-ისა და "იმედის" საბჭოურ-გებელსური პროპაგანდის სტილში გაკეთებულ გადაცემებზე დაყრდნობით , თანაც თვითმხილველთა მისამართით გამოთქმულმა დამტუქსველმა ტონმა, მთელი სარიოზულობით სისულელეების მოძღვრებამ....ამასთან გაცნობებთ, რომ "პინგვინა" ძალიან "მოშჩნად" მკიდია!

ავტორი: ანონიმი
23.05.2012 02:06
მიხეილ სააკაშვილისნაირ პრეზიდენტს კიდევ კარგა ხანს ვერ ეღირსება დედა-საქართველო, ამიტომ, ძვირფასო ანონიმო, მოვურთხილდეთ მას სანამ გვყავს. აგერ, აშენებული ხიდები უნდა დავანგრიოო, ხომ ხედავთ რას გაიძახის ივანე ბიძინაშვილი.

ავტორი: ანონიმი
23.05.2012 01:08
მიხეილ სააკაშვილი საერთოდ უცხოეთიდან უკმაყოფილო ჩამოსული ვინმეს უნახავს? იქ აქაურობით ტრაბახობს და იქედან ტრაბახით ბრუნდება.

ყველაზე პოპულარული