ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 02:10

ახალი ამბები

მეტალურგიული ქარხნის გაფიცული მუშები თავს არიდებენ აქციის დაშლის შესახებ საუბარს

ტექსტის ზომა - +
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლები, რომელთა აქცია გასულ ღამით პოლიციამ დაშალა და რამდენიმე საათით დააკავა 40-მდე ადამიანი, მომხდარზე საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც აქციის დაშლამდე საკმაოდ აქტიურობდა საწარმოს პროფკავშირების ეგიდით, დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად სახლში იმყოფება და აქციის დაშლასა და პოლიციაში ყოფნის დეტალებზე საუბარი არ სურს. მეტალურგების პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, აქციის დაკავებული მონაწილეებისთვის სამართალდამცავებს ფიზიკური, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა, სრულიად კანონიერი გაფიცვა ძალით ჩაშალეს. დოლაბერიძის თქმით, დაკავებულებს სამართალდამცავებმა ხელწერილები ჩამოართვეს, რომ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მეტალურგების პროფკავშირების ხელმძღვანელის განმარტებით, გაფიცვის გაგრძელებისა და კანონის ფარგლებში სხვა მოქმედებების საკითხს მოგვიანებით გადაწყვეტენ. წინასწარი ინფორმაციით, პროფკავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვასაც ამზადებენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.