პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:41

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

ეგ ხუმრობა სასაცილო აღარ არის

x
ტექსტის ზომა - +
The game ain’t in me no mo.
                                        Cutty


ნუთუ მარტო მე ვარ ასე? ტელევიზორის ყურებისას საერთოდ აღარაფერზე მეშლება ნერვები. ადრე ან სიუჟეტი გამაღიზიანებდა, ან სტატიას წავიკითხავდი რამეს, ან ”რეალ ტივის” ვუყურებდი და გავოცდებოდი. იგრძნობდი კაცი რაღაცას. ხმის ამაღლება მოგინდებოდა...

ახლა? გეგონება ერთი ლიტრი ვალერიანი დამელიოს.

იმ დღეს ჩავუჯექი და ”იმედზე” ნოდარ მელაძის გადაცემას ვუყურე. თავიდან ბოლომდე ვნახე. თუ არ იცით, ”100 ცელსიუსი” ქვია. დუდუდუნ დუნ მუსიკით იწყება. მერე ნოდარ მელაძე სვამს შეკითხვებს სწრაფად, ხმამაღლა და ყველას ერთი ტონით. ტიპური ქართული ”სკანდალური” ტოკ შოუა - სექსი, ტყუილი, მაწანწალა ბავშვები... საოცარი სისულელეები ითქმის ხოლმე იქ. სხვა დროს ვინძლო ავდუღებულიყავი მაგის ყურებისას. ახლა? არც კი შევტოკებულვარ. წყნარად ვუყურე ბოლომდე. დროდადრო თავს შევუძახებდი ხოლმე ასეთ რამეებს - ”შეხედე ნიკო, ეს რა თქვა!”, ”არ არის საშინელება? აღშფოთდი, შე ჯონბულის ნასხლეტო!” არ უშველა. არაფერი მიგრძვნია.

ყველაფერზე ეგრე ვარ. ”ასავალ-დასავალში” რეზო ამაშუკელის ღია წერილი დაიბეჭდა. წერილი სულ ორი წინადადებისგან შედგება, რომლებიც მთელს გვერდზე მეორდება - ”ომი სააკაშვილმა დაიწყო! სააკაშვილი სომეხია!” (მგონი ზუსტად ასე იყო. თუ არ ჩამახედებთ გადასამოწმებლად, დავალებული დაგრჩებით). წესით ხომ უნდა გქონდეს კაცს რეაქცია?! ან გაბრაზდე, ან გაგეცინოს, ან რამე... არა მაქვს.

ან, ბარემ ვახსენეთ და, პრეზიდენტი გამოდის ხოლმე კვირაში ერთხელ ტელევიზიით და დაუმთავრებელ პროექტებს დამთავრებულად გვასაღებს. ან, გიგი უგულავიანი გადაცემა რომ გადის რუსთავი ორზე. ან, ძვლის კლიპი რომაა თბილისზე, ვითომ ჯეიზური და სინამდვილეში კი კომუნისტური. (მომავალი თაობები თუ ოდესმე ამ პოსტს აღმოაჩენენ, ალბათ დიდხანს იმტვრევენ თავს იმაზე, თუ რას ნიშნავს ”ძვლის კლიპი”. ასევე, რადგან ბარემ ფრჩხილებში ვარ, დაიჯერებთ, რომ აქამდე გუგლი ”ჯონბულის ნასხლეტს” ვერ პოულობდა?) ან კიდევ ის და ან კიდევ ეს. რეაქცია - ნული.


თითქოს მერე რა. რაც ნაკლებად გაქვს ნეგატიური გრძნობები, მით უკეთესია, არა? თეორიულად კი, მაგრამ ძლიერი გრძნობების გარეშე ცხოვრება გაცილებით ნაკლებად საინტერესო ხდება. ამას გარდა, ხომ უნდა გქონდეს სამოქალაქო შეგნება და რამე...

ჰოდა, მაგის წამალი არ იცით ვინმემ? ცოტა სისხლი რომ აუვარდეს კაცს თავში. სულის ვიაგრა, ან რამე ეგეთი.

ან, რავი, იქნებ თქვათ, თქვენზე რა მოქმედებს?

Tags: ბლოგი , ნიკო ნერგაძე

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: ქეთინო საიდან გვწერთ: თბილისი
28.12.2011 23:14
მეც ასე ვარ. არ ვრთავ ტელევიზორს. ინტერნეტი კარგი გამოსავალია. მიზეზი უხარისხო და უინტერესო გადაცემებია.

ავტორი: mari საიდან გვწერთ: TSUdan
27.12.2011 00:58
კომენტარებს გადავავლე თვალი და მივხვდი, რომ ბლოგში განხილულ თემაზე მეტად, ახლა უკვე ის გამიხდა საფიქრალი რამდენი ბოღმიანი და შურიანი ადამიანი გვყავს ირგვლივ :)
მარტო თქვენ არ ხართ ასე ბატონო ნიკო , ტელევიზორს უკვე აღარც ვუყურებ

ავტორი: ცოცხალი საიდან გვწერთ: აქედან
26.12.2011 16:12
ნიკო, პირთან სარკე მიიტანეთ, თუ დაიორთქლა ე.ი. ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ

ავტორი: მოდერატორი
26.12.2011 14:58
გთხოვთ, წერეთ ქართული ფონტით. ლათინურით დაწერილს კომენტარებს არ ვაქვეყნებთ.

ავტორი: botota საიდან გვწერთ: tbilisi
24.12.2011 22:08
მეც მქონდა ეს განცდა და მერე განვთავისუფლდი ,უბრალოდ აღარ ვუყურებ "თუ არ გინდათ მოგატყუონ არ იკოითხო". ისე მაინტერესებს თვითონ თუ სჯერავთ? პასუხი თუ გაქვთ გამომეხმაურეთ

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
21.12.2011 15:54
ეჰ, რას იზამ ჩემო მიწიერო, ერთი წუთითაც რომ ცისკენ გაგექცეს თვალი, მაშინვე ფეხქვეშ მიწას გამოგაცლიან.

ავტორი: თამარიკო საიდან გვწერთ: თბილისი
21.12.2011 13:18
იოდის მწვავე დეფიციტი - ერში, ბერში და ჟურნალისტებში

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
21.12.2011 12:05
მასეთ მდგომარეობას გაზრდას ვეძახი,სივრცითი არეალის გაფართოვებას.მეცოდება ის ვისაც მასეთი რამ საერთოდ არ ემართება,მაგრამ მენანება ვისაც ხშირად ემართება,რამეთუ ბოლოს ჩემნაირი გახდება.

ავტორი: ია საიდან გვწერთ: სახლიდან
20.12.2011 20:00
ნიკო, გეთანხმებით, მეც ასე ვარ,
ამ ბოლო დროსხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ხალხი ყველაფერს ეგუება და ვინც კი რაიმე სახის პროტესტს გამოთქვამს, ან თუნდაც კრიტიკას, "შალვა ნათელაშვილად" ნათლავენ.
ეს ტენდენცია სახიფათოა

ავტორი: vika საიდან გვწერთ: Ligamus
19.12.2011 18:48
ნიკო...არც ამ კომენტარებზე გეშლება ნერვები?...ალბად არა ხო?...იმიტომ , რომ თითქოს აქაც რუსთავი 2 -ები და მაგისთანებია ჩართული...აქაც ის ხდება რაც ტელევიზორში, ანუ ისევე გულის ამრევია რა...

ავტორი: ნატა საიდან გვწერთ: აქედანაც და იქიდანაც
18.12.2011 19:16
ძალიან ნაცნობი გრძნობაა! ამიტომ მე საერთოდ არ ვუყურებ ტელეარხებს და არ ვკითხულობ გაზეთებს. მხოლოდ ინტერნეტით გადავავლებ თვალს - ისიც ცოტა ხნით. ისედაც ნათელია ყველაფერი და რაზე ავიშალო ნერვები?
არ მინდა ჩრდილოეთ კორეელს დავემსგავსო, როგორიც უკვე სამწუხაორდ გახდა ამ ბლოგის ავტორი და არ ვუყურებ არაფერს; ხოლო ზოგჯერ როდესაც ავფეთქდები, მაშინ ყველაფრისთვის გამოვდგები - საპროტესტო მუხტი არ დამიკარგავს.. ჯერ!
ეს არის ამ მთავრობის მიზანი, რომ ტყუილად ფუხ-ფუხისთვის დაგვღალოს და დაგვაჩლუნგოს.
ნუ დავჩლუნგდებით რა, ძალიან გთხოვთ!!!!!!!

ავტორი: ნია საიდან გვწერთ: თბილისი
17.12.2011 12:52
გეთანხმებით ეგ ხუმრობა მართლა აღარაა სასაცილო,..... თუმცა დამიჯერეთ რომ ამ ხუმრობის ავტორებს საერთოდ არ ეხუმრებათ, უბრალოდ ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მსგავს ხუმრობებს რო არაა გასაკვირი მსგავს მოვლენებზე ჩვენი "ურეაქციობა"

ავტორი: ana საიდან გვწერთ: tbilisi
16.12.2011 14:08
ბ-ნ ნიკო. ლარს ფონ ტრიერის ,,მელანქოლია" ნახეთ?

ავტორი: me საიდან გვწერთ: aqedan
14.12.2011 13:03
მეც ზუსტად ეგრე ვარ........... "მოიცა რა" შეგრძნება მაქვს ყველაფერზე და ყველაზე. საქს

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
13.12.2011 14:48
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი..

ავტორი: Holden საიდან გვწერთ: sxvisi saxlidan
12.12.2011 13:22
ნიკო, მე მგონი თქვენ ყოველ კვირა უნდა დაწეროთ ბლოგი და რაიმე კარგი ინატროთ. ხომ ხედავთ კვირის ბოლოს მოროშკინამ და იმ ევროპელმა ქალმა კიდევაც გაგვამხიარულეს და კიდევაც აღგვაშფოთეს. ზოგმა თქვა მოროშკინა სასაცილო კი არა გულისამრევი იყოო, მაგრამ რა გავაკეთო (როგორც მარინა ამბობს ხოლმე. ეს ისე ჯეოსტარის ამბავში) რომ მახსენდება დოინჯმორტყმული ლალი ცხვირიდან ორთქლს რომ უშვებს ძალიან მეცინება.

ავტორი: 123 საიდან გვწერთ: 123
12.12.2011 00:22
მეც კარგა ხანია ეგრე ვარ, მემგონი იმ დროიდან, ნერგაძე რომ მარინა ბერიძეს მოუჯდა გვერდში. :)

ავტორი: gio
07.12.2011 15:54
მესმის ნიკო შენი, ჯეოსტარის შემდეგ სახლში მოდიხარ, რთავ ტელევიზორს და ყველგან ჯეოსტარებია..

ავტორი: ბომჟიკა საიდან გვწერთ: გორიდან
07.12.2011 11:17
ჩემთვის მაგალითად ნოდარ მელაძის ამაზრზენად ხმამაღალი შოუ გაცილებით შემზარავია, ვიდრე ბავშვები, რომლებიც სცენაზე დგანან, ცდილობენ, ღელავენ. ზოგს გამოსდის, ზოგს - არა. სულ რომ კრუნჩხვაში ჩავვარდეთ დღეის ამას იქით, არასდროს მოხდება ისე, რომ იმეჯინ შეასრულოს მხოლოდ პროფესიონალმა. სულ ერთია - როგორც იმ ერთმა იმღერა ისე მაინც ვერავინ იმღერებს. ჰოდა რა აზრი აქვს ყველა იმის გაქიაქებას, რომელიც შედევრებს და კულტებს ისე ვერ მღერის როგორც იმ ერთმა იმღერა? რაც შეეხება ნოდარ მელაძეს და მის სტუმრებს - აბსოლუტურად მესმის ნიკოსი. მაგარი გადაცემაა! წამყვანი ეგზალტირებული, აჟიტირებული და იაფ, ფსევდო სენსაციაზე აგზნებული - თვალები ანეთება ხოლმე როცა ვინმე ისეთ რამეს იტყვის, რაც, სავარაუდოდ მეორე იქ დამსწრეს ან სრულიად საქართველოს აღაშფოთებს. მერედა, როგორ ხშირად ისმის ამ შოუში ასეთი რამე-რუმეები! საყვარელ ნოდარს მოყავს გადაცემაში ადამიანები, რომლებსაც პროსტიტუციის ლეგალიზებაზე რატომღაც შანდორ პეტეფი ახსენდეაბთ (როგორც ვიცით სიფილისითაც კი არ მომკვდარა!). მეც რას მივედ-მოვედე ერთი - რასაკვირველია აღარაფერი ხდება ისეთი კაცს რომ სისხლი აგივარდეს - იმიტომ რომ აღარ არის ბატონო ეს სისხლი, აღარ! შეიწირა საბაზრო ეკონომიკამ და სინგაპურის მოდელისკენ სწრაფვამ! ბატონო ნიკო - ერთსაც გირჩევთ, მოიცადეთ და ლაზიკაში გადადით საცხოვრებლად - იქნებ სადმე წააწყდეთ ასავარდნ სისხლს - ამბობენ მდიდარი ქალაქი იქნებაო!

ავტორი: ანონიმი
07.12.2011 00:01
"თუ იმას საყვედურობთ, "რუსთავი 2" -ში რატომ ხარო - ეგ უკვე სისულელეა ! "

არაფერი სისულელე არ არის.

ავტორი: vera mxedamen საიდან გვწერთ: uchinmachinis qudidan
06.12.2011 15:26
ჩვენ კი არა ბატონებო, მსოფლიოს აქვს ლუსტრაციის კანონის ნაცვლად ფრუსტრაციის კანონი მისაღები. პატივისცემით ნიჭიერა მემარცხმემარჯვენე.

ავტორი: NATIA
06.12.2011 13:59
ავტორი: DooRs საიდან გვწერთ: Tbilisi
06.12.2011 13:32
"NATIA : ამას ადარებ ჯეოსტარს"
-------------------------
-ჰოო, შენ ეხლა ძალიან კარგი შეგირჩევია და. . . კარგი იყო ! ისე, ბოლოში ცოოოტა გაუჭირდა ! :))

ავტორი: DooRs საიდან გვწერთ: Tbilisi
06.12.2011 13:32
NATIA : ამას ადარებ ჯეოსტარს?
http://www.youtube.com/watch?v=YI4RGwdEWZo შეხედე როგორ ასრულებენ უკვე ფინალისტები! კოპირებას კი არ ცდილობენ არამედ იმპროვიზაციას მიმართავენ და თავის ნიჭს ავლენენ და რასაც მე იმ დღეს უყურე ... ეს იყო მუსიკალური იმპოტენცია და უნიჭობის პიკი. აი ასეთ უნიჭობის გვერდით რომ ვხედავ ნიკოს ეს არ მომწონს. ესა და ეს. მითუმეეტს როცა ასეთ ბლოგებს წერ და მეორე წუთში იმ ყველაფრის ნაწილი თვითონ ხარ.

ავტორი: NATIA
06.12.2011 01:17
მე მგონი, არ უნდა საყვედურობდეთ ადამიანს, თუ იგი ტელეშოუში მონაწილეობს. ამას იმიტომ ჰქვია "შოუ"რომ მართლა შოუა. . ე.ი. უნდა იყოს ცოტა სასაცილო, ცოტა სერიოზულიც და რასაკვირველია , უმეტეს შემთხვევაში არის ცოტა უხარისხოც.
ეს ტალანტშოუ ინგლისშიც და ამერიკაშიც ისეთია, რომ ბევრი მონაწილის ნამღერი არ მოგეწონებათ( რასაკვირველია ფინალურ ათეულს ვგულისხმ,ობ!), მაგრამ ისინი ხომ ჯერ მომღერლები არ არიან ფაქტიურად "ბარტყები" არიან, რომლებმაც უნდა მოახერხონ ბულბულებად გადაქცევა.
ჰოდა, ამ პროცესში არიან. იქ კიდევ ემატება შოუს ელემენტები და ეგ არის რა.. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, იქ რას იტყვის ნიკო ნერგაძე.

მთავარია, აქ რას იტყვის - თავის ბლოგში !

თუ იმას საყვედურობთ, "რუსთავი 2" -ში რატომ ხარო - ეგ უკვე სისულელეა !

ავტორი: teko საიდან გვწერთ: evropidan
06.12.2011 00:28
დგეს მაგალი დონის და ინტელექტის გამოვლინებად იტვლება ხელაგებიტ ყველას და ყველაფრის ლანზგვა. ტუ დადებიტი ცამოგცდა რაიმე,ცუდად გაქვს საქმე. ბრმა,გონებაცლუნგი, მონა და კიდევ უამრავი ,,ლამაზი"ეპიტეტი არ აგცდება. რაც არ უნდა ბანალური უცოდოტ,მე არ მავიცკყდება ის სასინელება,რაც ქვეყანასი ხდებოდა რამდენიმე ცლის ცინ.ბევრ ტქვენტაგანს არ სეგხებიატ ის უბედურება,ალბატ,ამიტომ არ გაქვტ დანახვის უნარი.მე დზალიან მცარედ მახსოვს,ამიტომ ,დანახვა და დაფასებაც არ მიცირს არც სეგრზნებები მაქვს დაცლუნგებული.ტქვენგან განსხვავებიტ სასაცილოზე ვიცინი და სატირელზე ვტირი.რას გადაეკიდეტ ამ ჯეოსტარსაც,უარესი არაფერი გინახავტ? ტუ ესეც მაგალი ,,დონის"გამოვლინებაა?

ავტორი: DooRs საიდან გვწერთ: Tbilisi
05.12.2011 11:41
კარგი ნიკო იმას ნუ აკრიტიკებ რისი ნაწილიც თვითონ ხარ! ჯესტარზე უნიჭო და მომაბერზებელი გადაცემა დღეს ტელე სივცეში არ არსებობს და შენ ამ უნიჭობის ნაწილი ხარ.

გიცნობ როგორც გემოვნებიან მსმენელს თუ შეგიძლია მიპასუხე Like A Rolling Stone , Satisfaction, Imagine და სხვა მრავალი მარგალიტის მოსმენისას ჯეოსტარის სცენიდან რამე სიამოვნება მიიღე?
მე შენ ადგილას შემრცხვებოდა და ალბთ გრცხვენია კიდეც მაგარმე ეხლა ამის აფიშირება გაგიძნელდება. გავა დრო და ალბათ იტყვი რას გძნობდი იმ მომნტში როცა Like A Rolling Stone ისე მღეროდნენ როგორც რესტორნის სიმღერას.
არ გყავრებია შენ ისე მუსიკა როგორც საჭიროა თორე ასეთ მომენტებში ძნელაი დაფარო ემოცია.

პ.ს. ნიკო მე მივხვდი შენ რის მერე აღარ გაქ რექაცია არფერზე როცა ეს მარგალიტები მოისმინე ჯეოსტარის სცენიდან და ამაზე სათანადო რექცია არ გქონდა.

ავტორი: dudu
05.12.2011 03:32
ბოშ-ყო სულიერება გადაარჩენს ამ ერს მარტვანეი
http://www.youtube.com/watch?v=tPRDdv9Jjpw

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Georgia
04.12.2011 08:35
აი მე რა მომივიდა , რაც ათენიდან ჩამოვედი მის მერე ერთხელ მომიწია
სისხლის გაკონტროლებამ , ამისთვის სამედიცინო პუნქტს ვესტუმრე
ექთანმა ჯერ ვენა ვერ იპოვა ნემსით , მერე ძლივს იპოვა რამდენჯერმე ჩხვლეტით,მანამდე კი სისხლი თითით მომწმინდა უხელთათმანოთ
და ეს ისე სწრაფად მოხდა რეაქციაც ვერ მოვასწარი რო დამეშლია ,
მოკლედ თუ რამე ქონდა ხელზე შეიტანდა ალბათ ვენაში...
ერთჯერადი კი იყო ის შპრიცი . ერთი კი ვუთხარი საყვედური მარა მგონი ვერც გაიგო რისთვის...
სხვისთვის რო გაეკეთებია და სადმე ბლოგზე მენაზა ალბათ იმაზე
სულ მცირე სამგან სხვადასხვა ადგილას დავწერდი ასეა დამპლები ეგენი და რამე მეთქი და ამ პარასკევს რაც აჩვენეს მაგ 100 გრადუს ცელსიუსში , კბილის ექიმებიან საპარიკმახეროიანად იმას ისე წყნარად ვუყურე ამის მერე არც გამღიმებია ...
უფრო სწორად მგონი სულ გაღიმებული ვიყავი და უფრო მეტად არ გამღიმებია...
მე მგონი ცხადში ხდება ჩვენ თავს ყველაფერი და არ ხდება უკვე პირდაპირ ეთერში...
ნუ მთლად ცხადში თუ არა ცხადშიც რო მოხდეს ჩვენ თავს ის რაც პირდაპირ ეთერში სხვის თავს ხდება რეაქცია მაინც 0 გვექნებოდა ...
მეც არ ვიცი რატო მარა ასე მგონია ...

მოკლედ გამართლებაც არის ... არიოლი და რეჟკაა ეს ცხოვრება ...
მე ასე ვფიქრობ ამაზე , რავა დავიჯერო ორჯერ ერთი და იგივე შემხვდება თუნდაც ? ან რატო მაინც და მაინც მე შემხვდება ის რა საფრთხესაც ტელევიზორში სხვაზე აჩვენებენ ?
ხო და ასე ადვილია ცხოვრება ...

ავტორი: Mark Zuckerberg საიდან გვწერთ: Palo Alto, California, U.S.
03.12.2011 20:00
ნიკო
ნიკო
ნიკო
ნიკო
ძველებურად წერე რა
კაი ხანი ვფიქრობდი მიმემატებინა თუ არა კომენტარი და გადავწყვიტე
თორე
trupi xar
:)

ავტორი: რა მნიშვნელობა აქვს? საიდან გვწერთ: გაღმიდან
03.12.2011 16:13
როგორ იყო, ერთი კაცი ამბობდა, ამბობენ, ჭკვიანი კაცი იყოო: ცხოვრება მოსაწყენია, განაგდეთ თქვენგან, რომ ისევ შეიძინოს გემოო. ნუ, დაახლოებით ეგრე :)))) გადააგდე ტელევიზორი, ან არ უყურო და ნახავ მერე, ჩემი არ იყოს, რუსთავი 2ზე გასულ რეკლამას რომ შეეჩეხები სადმე უცაბედად, რა ბედნიერების ღიმილი გადაგეფინება სახეზე, რა კაია, ამ იდიოტობას რომ არ უყურებ და მეერ ატყდება მაკვარანცხულ-ღადავური აზრების კორიანტელი თავში. მიმიქარავს ცისფერი მთები, იმდენი პრიკოლია გარშემო :))))

ავტორი: keti საიდან გვწერთ: Tbilisi
03.12.2011 13:32
მაგ ცამალს მეც დიდი ხანია ვეძებ:) თ სადმე იშოვეთ შემატყობინეთ:)

ავტორი: მსმენელი
03.12.2011 12:49
რადიო მოდერაციის დროს ნიკოს სულ ენა რომ ებმება ხოლმე, "შესანიშნავად გამოხატავს ჩვენი დროის ნერვიულ პულსს". ძალიან სიმპათიური ბიჭია, მართლა, ვფიცავ, ეგრე ვფიქრობ. ... ასეთ მოდერაციებზე საერთოდ არ მეცინება. ძაან ვცდილობ და არ მეცინება. არ გეწყონოს ნიკო.

ავტორი: ქ.გ.
03.12.2011 01:22
მაინც ვერ გავიგე რას აბრალებთ რომ რეაქცია აღარ გაქვთ, ატროფირდით ამდენი სისულელეების მოსმენის შემდეგ, თუ დეპრესია დაგეწყოთ? ხო, კიდევ რა მინდა ვიკითხო, ზოგადად, ,,ძვალი" თქვენს კონტექსტში ძვალს, ანუ სახსარს არ ნიშნავს, ის საკუთარი სახელია და ამიტომ სწორი რომელი ფორმა უფროა ,,ძვლის კლიპი" თუ ,, ძვალის კლიპი"?

ავტორი: ისევ მირა საიდან გვწერთ: კომენტარების წაკითხვის შემდეგ:
02.12.2011 21:33
ჯეოსტარის შემადგენლობასთან ნიკო რა შუაშია? რაც მოვიდა იმ მასიდან საუკეთესოები აირჩა შეძლებისდაგვარად...ვინმე მღეროდა და არ გაუშვეს?
და კიდევ
ხალხმა თუ არ დაუმესიჯა თავის ფავორიტს ჟიურიმ რა მოიმოქმედოს? თავისი აზრიც არ გამოხატოს? არც მე მომეწონა ნიკოს შესრულება იმ დღეს ...შეფასება იყო ყველაზე ზუსტი და ყველაზე სამართლიანი რაც კი როდესმე თქმულა.
რაც შეეხება წინა წლებთან შედარებას, სულ ეგრე იძახიან...;)გამოდის, რომ პირველი ჯეოსტარი ყველაზე მაგარი იყო:) არა და არ იყო ეგრე...

ავტორი: მირა საიდან გვწერთ: უკვე აღარ ვიცი საიდან
02.12.2011 21:18
ნიკო
ჩემზეც აღარ მოქმედებს. ბოლოს რამაც ძალიან გამაღიზიანა ე.წ. "კვერცხებიანი შლოპანცის" ძეგლი იყო! ხუმრობა მეგონა სანამ ჩემი თვალით არ ვნახე!
შენი აზრიც მაინტერესებს, რადგან ბევრ რამეში გეთანხმები ხოლმე:)
"ძვლის კლიპი" სერიოზულია:)თუმცა არა გამაღიზიანებელი...რაღაცნაირი:)
პ/ს/ ფოტო ძალიან ძალიან მომეწონა

ავტორი: alexa საიდან გვწერთ: samyarodan
02.12.2011 17:00
ანუ სახელმწიფომ და მთავრობამ და შავკოსტუმიანმა და წითელჰალსტუხიანმა ხალხმა მიაღწია თავისას: დააზომბეს ადამიანები იმ დონეზე რო უკვე რეაქციაც აღარ გვაქვს აღარაფერზე

თუმცა იმასაც დავამატებ რომ: იშვიათი ინდივიდების გარდა, საქართველოში რეაქცია ზოგადად მანამდეც მაგარი ბლანტი და მოუქნელი და სხვა პოლიტიკური ძალებისგან მართული იყო

მაგალითად გირგვლიანისამბავზე, სანამ პოლიტიკოსებმა გადადექი გადადექის ძახილი არ დაიწყეს, ქართველების აბსოლიტურ უმრავლესობას რეაქცია არ ქონდა თავიდან

ასე რომ მაინც და მაინც ახალი და ტეაგიკული ამაში არაფერია, ვიმეორებ!--იშვიათი გამონაკლისი ინდივიდუალების გარდა

ავტორი: kato საიდან გვწერთ: sorodan
02.12.2011 11:07
ზოგი აკრიტიკებთ ნიკოს ნეიტრალურობას, ზოგი იწონებთ... მე ასე დავინახე ეს სტატია: საერთო სენზე წერს ნიკო. ეს სენი ყველას გვჭირს. მივეჩვიეთ სისულელეებს, ტყუილებს. ჩვეულებრივ ამბად გავიხადეთ. "გამოვშტერდით", "გამოვცხვარდით", "მეეე"-ს გარდა რეაქცია აღარ გვაქვს.

ავტორი: lali საიდან გვწერთ: kutaisi
02.12.2011 01:48
ნიკო, მე ეგ ცემი ტაობის სენი მეგონა, აგსპოტებულები რომ გავყვიროდიტ ყოველგვარ ტავზედატეხილ უბედურებაზე, გაოგნებულები და დაუჯერებლობისაგან ტავზარდაცემულები, სჰემდეგ უკვე გიჯობის მეორე პაზასჰი გადავედიტ, სიცილი დავიწყეტ, ეხლა კიდევ ინდიფერენტულები გავხდიტ ყველაპრის მიმარტ, დავიგალეტ კარის წისკვილებტან ბრზოლასჰი, დაგვეცვიტა გრზნობები და ნერვები! არ სჰეგესჰინდეტ სიმარტლის ტკმა, ტეტრს ტეტრი დაარკვიტ და სჰავს სჰავი, ეს არ ნისჰნავს რომ ვინმეს 90-იანი წლების საკარტველო მოენატრა, პირიკიტ !

ავტორი: alexa საიდან გვწერთ: samyarodan
02.12.2011 01:39
ესე იგი ამ ქვეყანაში როდის ვეღირსები რომ კომენტარები პრო-ხელისუფლებისდა ანტი-ხელისუფლების ტვინგადალესილმა ხალხმა არ ჩაიგდოს ხელში და ერთმანეთის სალანძღავ არენად არ აქციოს

არადა ნიკოს ვეთანხმები, ანერგია, და ყველანაირი რეაქციის დაკარგვა ძალიან საშიშია ადამიანისთვის როგორც სოცილური არსებისთვის

პ.ს. ინგლისური ისწავლეთ, ეგეც ერთ-ერთი დანაბარებია იმ კაცის ქვეყანა რო აგვიშენა ჩვენივე ხალხის დიდი თანამონაწილეობით
ხოდა მერე ნიკოს კი-ნუ უსაყვედურებთ აქაოდა ინგლისურად რატო იწყებ სტატიას ეგებ არ გვესმისო, მერე განათლებული ყმაწვილები იქნებით და ეგეც დამატებითი არგუმენტი გექნებათ ინგლისურის ცოდნა

მერე კითხავთ ნიკოს: ნიკო რატო არ მოგწონს ჩვენი ოაზისი ქვეყანა, აგე დაჟე ინგლისურიც ვიცით-ო

ავტორი: nuca საიდან გვწერთ: saxlidan
02.12.2011 00:50
რა გაგვაბოროტა და გაგვაფსიხა ასე ნეტა? რატო გვინდა რო ყველა დაშტამპულებივით ერთნაირი იმბეცილები ვიყოთ და ერთნაირად ვაზროვნებდეთ? ვიღაცის აზრს თუ არ იზიარებ არ ნიშნავს იმას , რომ ეს ადამიანი "გიჟია", "ფსიხია" "სნობია" და ათასი საშინელებაა. მე მომწონს როგორც წერს ნიკო, მომწონს კარგი "ტიპია" და ნუ გაახურეთ მარათლა ყველამ! =)))) მოუსმინეთ- სასარგებლოა http://www.youtube.com/watch?v=5VH5xJpjnxc

ავტორი: NATIA
01.12.2011 20:02
ნანო, დაქცეული ქვეყანა 2004-მდე გქონდათ . . არ გახსოვს ? რატომ არ გახსოვს ?
მაშინ სულ მთლად ნორჩი იყავი ? - თუ, ახლა ხარ სულ მთლად პირიქით ? :)))

ავტორი: NATIA
01.12.2011 19:57
მეც კეთილი სურვილით, დამკვირვებელო, ბარი-ბარში ვართ - მეც ბრიყვად მიმაჩნიხარ და შენი ნაწერიც იმსახურებს კრიტიკას, აი, ასეთს:

"Critic is a six-letter word for a four-letter concept !"
____________________________( Piers Anthony)

ავტორი: დამ-kvrelurad-დამკვირვებელი საიდან გვწერთ: ნედამ-idan
01.12.2011 16:43
ავტორი: NATIA
01.12.2011 14:05
დამკვირვებელო, სადამკვირებლოდან !

- მიდი რა, გაიარე. . სხვას დააკვირდი !
"These are my principles. If you don't like them, I have others !"-სხვა ნორმალურად აზროვნებს!-ინგლისურით ჟონგლიორობას არ ვაპირებ- ლათინურ ანდაზას მდიდარი ქართული ენით მოგახსენებ: "სიბრძნე სიბრიყვისაგან იმით განსხვავდება, რომ მას საზღვარი აქვს!"
პატივისცემით, კეთილი სურვილებითა და თქვენი დაბრძენების იმედით-დამკვირვებელი.

ავტორი: leli საიდან გვწერთ: ierusalimi
01.12.2011 16:32
ნიკო ნიჭიერი და კარგი ადამიანი ხართ,რაც შეეხება იმას , რომ ნერვები არ გეშლებათ და არაფერი გაღელვებთ მიმაჩნია ,რომ ცოტა გადაჭარბებულია და დღევანდელობის შესაბამისია.მალე მოვლენები სხვა მიმართულებით გაგრძელდება როგორც პოლიტიკაში ისე პირად ცხოვრებაში,სავარაუდოა ,რომ ბევრი რამ შეიცვალოს( რასაკვირველია კარგს და წარმატებულს ვგულისხმობ) და შემდეგ , თქვენ ბლოგს უკვე ოპტიმისტური სათაური ექნება.

ავტორი: nano საიდან გვწერთ: Tbilisidan
01.12.2011 15:15
"რა გინდათ?
ისევ ის დამპალი ქვეყანა გინდათ ?"
NATIA - ახლა იმაზე უარესად დამპალი ქვეყანა რომ გაქვს ვერ ხვდები? ფასადშელამაზებული ოღონდ :)

"და სააკაშვილი აქ რა შუაშია?" - აბა ვინაა შუაში?
არა ბიჭო, მე დავაქციე ქვეყანა რაა...
1 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რომაა, პენსია საარსებო მინიმუზე ნაკლები რომაა ეგეც ჩემი ბრალია :)

MISHA MAGARIA!

ავტორი: tazo
01.12.2011 14:49
მეხუთე მსოფლიო ომი რომ დაიწყება, აგვიჩქროლდება სისხლი ბატონო ნიკო. მანამდე,ვფიქრობ, არ.

ავტორი: NATIA
01.12.2011 14:05
დამკვირვებელო, სადამკვირებლოდან !

- მიდი რა, გაიარე. . სხვას დააკვირდი !
"These are my principles. If you don't like them, I have others !"

ავტორი: mako საიდან გვწერთ: tbilisi
01.12.2011 13:15
ნიკო, რატომ ხარ გამწარებული მთელ სამყაროზე? ყველაზე და ყველაფერზე? ერთხელ მაინც დაწერე, რა მოგწონს :))
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
01.12.2011 13:18
შენი კომენტარი მომწონს

ავტორი: bioblog.me საიდან გვწერთ: Tbilisi
01.12.2011 12:26
კარგი პოსტია, მომწონს. მართლაც და ბატონო ნიკო მოკლე წინადადებების გამოყენება უკეთესია, მაგრამ ინგლისურად დაწყებული პოსტის რა მოგახსენოთ, იქნება და ყველამ არ იცის ინგლისური )))
In Response

ავტორი: ნიკო
01.12.2011 12:38
ეპიგრაფი ქვია მაგას :)

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
01.12.2011 11:51
ავტორი: ნიკო ნერგაძე
01.12.2011 11:04 არა, არ გამოვალ ღამის კლუბებიდან! ოფისში უნდა დავლპე და სოფელი არ ვნახო!

სანამ პირველ კომენტარს დავწერდი, არ ვიცოდი თუ ოფისებზე და ღამის კლუბებზე უარესი გჭირდა – "ჯეოსტარში" ყოფილხარ გაჩრილი (არ ვუყურებ სისულელეებს და საიდან მეცოდინებოდა) და აბა რა მოგივა, შეგჭამს სევდა და კაეშანი...
გულწრფელადს მეცოდებით ახაკლგაზრდები: ამდენი საშუალება მოგცათ ამ ეპოქმ და ასე ყაზროდ კარგავთ დროს. ეჰ, ჩვენ კი მთელი ახალგაზრდობა ამ რადიოს ჩახშული სიგნალების დაჭერაში გავატარეთ და თქვენზე საინტერესოდ კი ვიცხოვრეთ, ახლაც თქვენზე საინტერესოდ ვცხოვრობთ...
გინდათ, გასწავლოთ, როგორ გახალისდეთ?! მაგრამ, რომ არ გინდათ!...

კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

ყველაზე პოპულარული