სამშაბათი, 18 ივნისი, 2013 თბილისის დრო 10:10

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

რა უშველის ქართულ როკს? ნაწილი 1 (შესავალი)

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
თვალს გაახელ, ბლოგს გადაშლი თუ ტელევიზორს შეხედავ, ყველგან ქართული ესტრადის ლანძღვას ნახავ. ზოგი გულწრფელად განიხილავს, რატომაა ასეთ ცუდ დღეში და როგორ შეიძლება გამოვაცოცხლოთო. უფრო მეტი კი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. ცოტა ნაკლებად გოიმები იმათ დასცინიან, ვისაც ცოტა მეტად გოიმებად მიიჩნევენ. ესენიც პოულობენ თავისზე დაბალ ღობეს და ბოლოს ყველა ერთად ნინო ჩხეიძეს შესდგება ხოლმე - საკუთარი უპირატესობა რომ დაამტკიცონ.

საყოველთაოდ მიღებულ ჭეშმარიტებად დამკვიდრდა, რომ ესტრადის ხალხი სხვა, „უფრო ღირსეული“ ტიპების ადგილს იკავებს ქართულ მედიაში. (რავი, შეიძლება ვაჭარბებ და არ დამკვიდრებულა, მაგრამ ეგ არგუმენტი არაერთხელ მსმენია.) არა მგონია, მართლა ეგრე იყოს. რა, ლელა წურწუმია უშლის ხელს Kung Fu Junkies-ს? ანრი ჯოხაძე რომ არა, ZurGi უფრო პოპულარული იქნებოდა? „ნანუკას შოუმ“ შესვა ხალხი ეთერ კაკულიაზე, თორემ ისე Landmark-ის სმენით ვერ გაძღებოდნენ? არ მჯერა მე მაგისი.

არც ის მაწუხებს, დაბალი დონის იქნება თუ მაღალის ეს ქართული ესტრადა. არც ასეთი მინდა და არც ისეთი. იყო დრო, - რამდენიმე წლის წინ - როცა ნორმალური, კარგი ან არაუშავსრა პოპსიმღერები გადიოდა ხოლმე ტელევიზორში - სტეფანეს „ხელები“, გიგა მიქაბერიძის რამდენიმე სიმღერა, ლექს-სენის რაღაცები (რაღაც პონტში), კიდევ რამდენიმე... მერე რაა, რო? გვენატრება, ვითომ, ეგ დრო? მე - არა.

ქართული პოპი კი არა, იმ ხალხის უმეტესობას, ვინც ესტრადას ლანძღავს, მაინცდამაინც არც უცხოური, ხარისხიანი პოპი უყვარს. ლედი გაგა, ვთქვათ. რა, მოგწონს? ალბათ, არა! არადა, ძალიან არა მგონია, Bad Romance-ის ტოლი სიმღერა დაწეროს ვინმე ჩვენიანმა.

მოკლედ, ამ ესტრადის კრიტიკა წყლის ნაყვა მგონია. იმათიც არ მჯერა მაინცდამაინც, ვინც ამბობს, რომ აი, ხალხია ცოდო, „სამი დალიეს“ რომ უსმენს და გემოვნება უქვეითდებაო. არც იმის მჯერა, რომ მართლა შესტკივათ გული და არც იმის, „არ დაიდარდო“ და „დარდიმანდი“ რომ გაითიშოს, „მუზას“ და „მწვანე ტალღას“ მიასკდება ხალხი.

ხალხს აშტერებს? არა მგონია, მაგრამ, ეგრეც რომ იყოს... დააშტეროს! ვინც გია სურამელაშვილს გამოალაყებინებს თავს, ღირსიცაა, გამოლაყდეს.

ვისაც ესტრადაზე შესტკივა გული, იმან იდარდოს, ცოტა უარესი სიმღერები იქნება მოდაში თუ ცოტა უკეთესი. მაგათ იმსჯელონ, „ნაკლებად გოიმური“, ირონიულად შესრულებული რესტორნულები ჯობია (გომართელის „ვილკა, რუმკა ი სალფეთკა“ ან კახაბერის „პაჩკა პაჩკა დოლარები“) თუ „მეტად გოიმური“, გულწრფელად ნამღერი ეგეთივე სიმღერები (ნინო ჩხეიძე ან ბუჭუნა და თამაზი).

კვდება ქართული შოუბიზნესი?

დე, მოკვდეს!

ან, რავი, არ მოკვდეს. თუ გინდა, აღზევდეს. მაგის მუშტარი არც ისე ვართ მე და შენ და არც ასე. დავანებოთ თავი. როგორც ოპოზიცია ამბობს ხოლმე, დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან.

იკითხავ, იმას რა ვუყოთ, თვითონ რომ არ გვანებებს თავსო?

ეგეც მართალია, მაგრამ მოდი, სხვანაირად ვთქვათ. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ესტრადაა ბევრი, არამედ ის, რომ როკია ცოტა (როკში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ესტრადა არ არის. პრეტენზია რომ აქვს, ისეთ მუსიკას - გინდა ინდი იყოს და გინდა დრიმ-პოპი და გინდა ხარისხიანი სოული. თუ გინდა ელექტრონული მუსიკაც მივათვალოთ. არ არის როკი, მაგრამ სიმარტივისათვის დავუძახოთ. ჩვენი ნება არ არის?

აი, წარმოიდგინე, კვირაში ერთხელ, თუ გინდა თვეში ერთხელ რომ შეგეძლოს კაცს ნორმალური ქართული ჯგუფის მოსმენა კონცერტზე. მერე დიდი პრობლემა იქნებოდა, „პროფილში“ ვინ იმღერებდა და ვინ არა? მე მგონი, არ იქნებოდა.

ჰოდა, მგონი, უკეთესი იქნება, თუ ნაკლებს ვილაპარაკებთ ესტრადაზე და მეტს - არაესტრადაზე. უფრო ნაყოფიერი იქნება „ჩვენიანების“ ავ-კარგის განხილვა, ვიდრე „ლოლ აჩი მეფარიძით“ გულის მოფხანა.

მეც გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა მაგ საქმეში და ვიფიქრე, სტატიას დავწერ-მეთქი. დაწყებიდან სამი კვირის თავზე აღმოვაჩინე, რომ ბლოგის პოსტი კი არა, უგრძესი რაღაც გამოდის. მარტო შესავალმა ორი გვერდი შეავსო. ჰოდა, დავყავი ნაწილებად და ასე, კვირაში ერთხელ, გამოვაქვეყნებ ხოლმე (ხო, ვიცი, ტოჟე მნე, ვლასტელინ კოლეც!).

მარტო შესავალი რომ არ გამოვიდეს, მომდევნო პოსტის დასაწყისსაც აქ მივაბამ. სარეკლამოდ, რა. ერთგვარი ინტრიგის შესაქმნელად (მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმე დაინტრიგდეს, მაგრამ მაინც). მანდაც ესტრადით იწყება, მაგრამ, გპირდებით, რომ ბოლოა.


რა უშველის ქართულ როკს? ნაწილი 2 (Title TBD)

ქართულ ესტრადას ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე იმის გამო, რომ რაღაც სისულელეებზე მღერიან. სამართლიანადაც. ხომ იცით, არა?:  წვიმა მოდის, მასველებს; უშენოდ გატარებულ ღამეებზე ვფიქრობ; რა იქნება, ერთი ლამაზი ღამე მაჩუქო; წვიმას გავანდობ შენზე ფიქრებს; ღამეა, წვიმს და ძუძუსთავები დამეხეთქა, კისერში მაკოცე, თბილისო, და ეროტიკული მასაჟი გამიკეთე... აი, ეგენი. არის კი რამე ამაზე უარესი?

კი, არის. ქართული როკი.

იხ. გაგრძელება

Tags: მუსიკა, როკი, ესტრადა



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mrs.magpie საიდან გვწერთ: tbilisi
02.05.2012 16:12
ოდესმე დადებთ შემდეგ ნაწილს???
პასუხი

ავტორი: ნიკო
02.05.2012 16:28
დღეს უნდა დაიდოს წესით

ავტორი: deav საიდან გვწერთ: NY
30.04.2012 05:39
გეთანხმები ნიკო, ნინო ჩხეიძის გინება ვულგარული და სრულიად უაზრო, უბრალოდ მოდას აყოლილი ქმედებაა. ყველგან, მათ შორის საქართველოშიც არსებობენ ნინო ჩხეიძეები და კიდევ მრავალი, მაგრამ ეს არ უშლის სხვა მუსიკოსებს ხარისხიანი მუსიკა აკეთონ. ამიტომ კრიტიკა ნინოს არაფერს დააკლებს, თავისი მომხმარებელი უგემოვნო მუსიკას ყოველთვის ეყოლება და ყავს, მაგრამ რას მატებს ნინოს კრიტიკა ზოგადათ მუსიკას ? არაფერს. აღმოსავლური ფარისევლობის ერთგვარი მაგალითია ის რომ კუნ ფუ ჯანკი ტრენდია და ვინ გააკრიტიკებს ? ან კახაბერზე ვინ რას იტყვის თითქოს კაი ტიპია და ოდნავ უფრო ძვირადღირებულ და რთულადშესაღწევ ადგილებშჲ თუ მღერის ალბათ კარგია ხო ის რასაც მღერის ? რა ვიცი, რა ვიცი ... მოკლედ, კრიტიკა რომ პოზიტიური დატვირთვის მქონე სიტყვაა ჯერ ის უნდა გავაანალიზოთ ქართველებმა, და მოყვარეს პირშჲ ვუძრახოთ, ბოლოსდაბოლოს :)))

ავტორი: DJ Rock საიდან გვწერთ: aqedan
29.04.2012 15:45
სტატია საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მივხვდი რომ გაგრძელება აღარ მაინტერესებს. არასწორი მიდგომა და 20-30 წლის წინანდელი არაფრისმთქმელი ბოდიალი)) სულ სხვანაირადაა საქმე, არაა მნიშვნელობა უფრო ცუდადაა თუ პირიკით - უბრალოდ სხვანაირადაა. ავტორს ტრადიციულად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია სხვა რამეზე დაწეროტ ხოლმე.

ავტორი: kilvater საიდან გვწერთ: ooo, moxsenitra es
27.04.2012 20:28
რატომ არ ვმღერით ქართულად როკს- ეს კითხვა მეც მაინტერესებს.
ერთეულები არ ითვლება.
ჩარკვიანი - მარტო რასაც მრეროდა კი და ქეთათო რა ფუნქციას ასრულებს, მართლა ვერ ვხვდები მის შემოქმედებაში.

უარესები რა თქმა უნდა არის. მტელი ეს ქეიფი და გელაშვილი-ხუციშვილი. + ვინც ჩამოთვალე კიდევ.
ამეების მოსმენის დროს სერიოზულად მგონია, რო ცენზურაა საჭირო, რაღაცა პლანკა გემოვნების, არ ვიცი, მელოდია-ტექსტო-კონტროლი.
იმიტომ, რომ რეალურად მასეა. არცევანი არაა და ამეებზე შემჯდარი მსმენელი კიდე ბრიყვდება და არჩევანიც არ აქვს.

ბიჭოლას გახსენებაზე საერთოდ სასამართლო სანქცია მეჩვენება ყველაზე სამართლიანად. არ ვიცი, საერთოდ რა მოვლენაა ეგ. ესტრადა არაა, მარა ნუ ნაციონალურ სელებრითებზეა მაინც საუბარი და...

საერთოდ, მარტო მუსიკა კი არა, აი ბლოგოსფეროც ვერაა წესრიგში მაინცდამაინც.

ავტორი: O.N.
25.04.2012 00:02
ეხლანდელი როკი როკია?:)))) პროტესტის განცდა დაიკარგა ნიკო, პროტესტიიის. აღარ არიან დარიები, რომ მომხმარებლური საზოგადოება ააფეთქონ. ძველი მეამბოხეები გაიზარდნენ და დავარცხნილები დადიან, ახლები კიდევ აღარ იბადებიან. მე მგონი მართლა ჩაგვიდგეს ჩიპები და ბავშვები ეგრევე კონფორმისტებად იბადებიან. კრიზისია ბატონო , კრიზისი, ჟანრის კრიზისი. მეამბოხენო მთელი ქვეყნისა, შეერთდით, თორემ უთქვენოდ ცხოვრებას ფერები აკლია!!!!!!!

ავტორი: ძვ როკერი საიდან გვწერთ: ლოთიანიდან
24.04.2012 19:35
ავტორი: -EVE-
24.04.2012 14:42"აქაური მასის უგემოვნობა არაფერ შუაშია." შუაშია, შუაში, "ისტერნ პრომოუშენი" აქაური მასის გემოვნებაზე (ვიტყოდი- უგემოვნებაზე) გეგმავს მოწვევვებს და არც აგებს...

ავტორი: -EVE-
24.04.2012 14:42
სანამ რამეს დაწერდით მითითებულ ლინკს თუ მოუსმინეთ? Ultraviolent საერთოდ ალტერნატივას უკრავს და მე ეს კონკრეტული მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა - შესაძლებელია არათუ შენი შემოქმედება საზღვრებს გარეთ გაიტანო ძალიან მარტივად, არამედ ითანამშრომლო კიდეც უცხოელ მუსიკოსებთან ისე, რომ შესაძლოა საერთოდაც არ შეხვდე მათ და აქაური მასის უგემოვნობა არაფერ შუაშია. გასაგებია? ისე როკს რას უწოდებთ მხოლოდ Led Zeppelin-ს Black Sabbath-ს? ნიკოს მიერ ნახსენები ქართული ჯგუფებიც Hard Rock-ს არ უკრავენ, გეცოდინებათ ალბათ:)

ავტორი: ისევ ძვ.როკერი საიდან გვწერთ: ლოთიანიდან
23.04.2012 20:11
ავტორი: -EVE- საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.04.2012 18:24- ბლოგში საუბარია როკზე-აბა რეპერი? სად ერეკლე?

ავტორი: -EVE- საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.04.2012 18:24
გეთანხმები ნიკო, რომ არ დაიდარდო თავის რეპერტუარიან მსმენელებიანად არანაირად არ უშლის ვინმეს ხელს აკეთოს გემოვნებიანი მუსიკა. არის ხალხი ვინც აკეთებს და საბენდიეროდ ინტერნეტის საშუალებით სულაც არაა რთული შენი მუსიკა დედამიწის მეორე მხარეს მოისმინოს ვიღაცამ და მოიწონოს. ამის მარტივი მაგალითი: ქართულმა ჯგუფმა Ultraviolent-მა ჩაწერა სიმღერა, გადაიღო კლიპი, დადო ინტერნეტში, მოისმინა ნიუ ჯერსიში ერთმა რეპერმა, შესთავაზა თანამშრომლობა და გამოვიდა საკმაოდ საინტერესო პროდუქტი http://www.youtube.com/watch?v=SLl2w4iemPw ასე რომ, ჩემი აზრით, ვისაც კარგი მუსიკის შექმნა შეუძლია, ქმნის, ვისაც ეზარება, თავის პასიურობას არ დაიდარდოს და მასის უგემოვნობას აბრალებს

ავტორი: ძველი როკერი საიდან გვწერთ: ლოთიანიდან
20.04.2012 23:38
ქართული ენის დაწუნება როკისათვის სტერეოტიპულ შეხედულებებს განეკუთვნება... მსგავსი სტერეოტიპი დამკვიდრებული იყო ქართულ კინოში:"დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტი კინოს გადასაღებად უვარგისიაო"- და ტრამალებივით მოტიალებულ კახეთის პეიზაჟებზე "გადაიღეს"- ნოდარ დუმბაძის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(გურია)! "დათა თუთაშხიამ" გააქარწყლა ეს სტერეოტიპი... როკი კულტურულ-მუსიკალური ფენომენია-განსხვავებული ფორმითა და შინაარსით, იგი გიჟმაჟი პროტესტია კონფორმიზმისა და სნობიზმის წინააღმდეგ, ხშირად არღვევს ზღვარსა და დამკვიდრებულ ნორმებს, რაც ქართული მმართველობითი აბსოლუტიზმის პირობებსა და ერთფეროვანი გემოვნებების პირობებში შეუძლებელია განვითარდეს-დააკვირდით თბილისის ქუჩას,1000 დან 999 მანქანა შავია,ან ნაცრისფერი, დიდია და ძვირფასი... ჩაცმულობაშიც რუხი და შავი დომინირებს,კურიოზამდეც კი -40 გრადუსიან სიცხეშიც იხილავთ ძვირადღირებულ შავ კოსტიუმსა და შავ ტუფლებში გამოწყობილ ჯეელებს და გოგოცუნებს...როკი სივრცისა და ვნებიანი თავისუფლების ჰიმნია, მისი ადგილი მეტწილად სტადიონები და პარკებია, ყველანაირი ეკონომიური შესაძლებლობის ადამიანთა, პიროვნებათა ერთიანობა-კოლექტიური გამოხატვის ფორმა.... ახალ ქართველს, ურჩევნია vip სივრცეში ბარებსა და ივენთ ჰოლებში საკუთარ თავსა და სხვებს "უმარიაჟოს" თავისი შესაძლებლობები, თავი არ გადაიტვირთოს "რამშტაინის," "მეტალლიკას," "განზენდროუზის" "სვიტ"-ის "პინქფლოიდ-ის" მსგავსი თემატიკით-ამიტომაც მათი კუმირები არიან ჯიმი როკუაი,ტანია მარია და სხვა "რაკარუკა" ლათინოს მუსიკოსები- მსუბუქი, მარტივი ტექსტითა და მარტივი უზრუნველი მუსიკით....პროტესტი არც ხელისუფლებას მოსწონს და არც ეკლესიას... ამითომაცაა ქუჩაში უცერემონიოდ,სრულიად უცნობმა ადამიანებმა შეიძლება გაგაჩერონ და შეკითხვები (ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში) დაგისვან ქამარზე ჩამოკიდებული ჯაჭვისა,ან საყურის გამო....ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია განსხვავებულის ატანა-ამიტომაცაა მიღებული ღიპიანი თამადისა და საუკეთესო რადიოები"-შენ დაუკარ" გიმგზავრიათ შორეული მარშრუტის მიკროავტობუსით? "სამი დალიე" მოგენატრებათ ისეთი "შედევრების"მოსმენა მოგიწევთ...

ავტორი: მუზა საიდან გვწერთ: ფილარმონიიდან
20.04.2012 19:49
ნიკო მე ვერ დაგეთანხმები რომ ნინო ჩხეიძე, ბუჭუნა და თამაზი "უფრო გოიმურია", ვიდრე მაგალითად აჩი მეფარიძე ან კახუჩელა . . .
ჩხეიძეს და კომპანიას თავისი "სამიზნე აუდიტორია" გააჩნია - რესტორნის შეზარხოშებული კლიენტურა. დალევ 5-10 ჭიქას და წავიდა ტაშ-ტაშ ტარამ-ტარამ . . . :)
"უფრო გოიმური" ის ქართული "პოპ-შედევრებია", არც მთვრალზე რომ არ "მიდის" და არც ფხიზელზე :)
P.S. ისე ქართული სიმღერების ტექსტებზე ცალკე სტატიაა დასაწერი :) მაგალითად იხ.: http://www.myvideo.ge/?video_id=1568334 :))
პასუხი

ავტორი: ნიკო
20.04.2012 19:51
მეც მაგას არ ვამბობ? ”უფრო გოიმური” ბრჭყალებში მაგიტომაც წერია.

ავტორი: karchkha საიდან გვწერთ: Tbilisi
20.04.2012 14:11
პაირატ-ბეიში.. აჰა ევენთი:
https://www.facebook.com/events/224007847706612/

ავტორი: karchkha საიდან გვწერთ: Tbilisi
20.04.2012 11:46
ნიკო დღეს კონცერტზე მოდი და გაჩვენებ რომ არაფერიც არ გვიჭირს :))
პატივისცემით თორნიკე ქარჩხა
ჯგუფი პორნოპოეზია ;)
პასუხი

ავტორი: ნიკო
20.04.2012 12:27
სადა გაქვთ?

ავტორი: Rusa საიდან გვწერთ: Tbilisi
20.04.2012 11:15
ყველაზე საინტერესო ადგილზე შეჩერდი და გაგრძელება იქნებაო..ინტრიგა შექმნილია, შეგიძლია გააგრძელო..

ავტორი: guroga საიდან გვწერთ: კონცერტიდან
20.04.2012 01:46
პრობლემა მხოლოდ შემსრულებლებში არაა, მოთხოვნა აყალიბებს ბაზარს და ბაზრის წესებს, სტატიაში სწორადაა დასახული საზოგადოებაში არსებული ვითარება, მაგრამ მარტო "როკ-შემსრულებლებზე" ჯოხის გადატეხვა მაინც უსამართლობაა და ვერც ვერავის მოვთხვოვთ რომ ლალალენდში იცხოვროს. მე პირადად, კარგი მუსიკის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდი, მაგრამ კარცი ცოცხალი მუსიკის დეფიციტი საშინლად მაწუხებს, იმიტომ რომ არც იმდენი ფული მაქვს რომ თუნდაც წელიწადში ერთხელ ვიფრინო ბრიტანეთში Glastonbury-ზე რომელიმე კარგი ჯგუფის ლაივზე და არც იმდენი დრო მაქვს რომ მაგთი ქლაბში ვიარო ყოველ მეორე საღამოს ჩინელების ზედაპირულობებზე. და მაინც, მგონია რომ რეალობის უფრო ღრმად და რეალურად დანახვა ყველაზე უებარი წამალი იქნებოდა, თუკი წამალია საჭირო

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: ზანზიბარი
20.04.2012 01:46
ქართული როკი იგივეა რაც სომხური ხინკალი....ან რუსული ღვინო...ან ინგლისური მრავალჟამიერი...არ გამოდის როკი ქართულად და არც არასოდეს არ გამოვა...სხვა ენაა ეგ...ჩეხური როკენროლი მოგისმენიათ? არის ბუნებაში, მოისმინეთ და მიხვდებით რამდენად სასაცილოა...როკ ხმოვანებაში ქართული, სომხური, ყაზახური (იგივეა რაც თურქული) და ა. შ. ენები...ასე, რომ ერთერს, ლელას, ნინოს, თამთას და ა.შ. მივაწვეთ მეგობრებო...ეგ არის რაც დაგვრჩენია...ნუ თუ ინგლისური არ გვინდა რა?!
პასუხი

ავტორი: ნიკო
20.04.2012 12:30
რანაირად არ გამოდის როკი ქართულად? ჩეხური როკენროლი არ მომისმენია, მაგრამ ქართული როკი მომისმენია და კარგია!

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
19.04.2012 23:14
შესავლისას გავაგრძელებ არ უყვარსო და მხოლოდ არა წესიერებსო და ჩვენ გვიყვარსო...

ავტორი: ბრემენის მუსიკოსი საიდან გვწერთ: ბრემენიდან
19.04.2012 18:13
აი გერმანული სიმღერების ტექსტები:
"ჩამსვი შენს ღაჟღაჟა წითელ გასაბერ ნავში";
"ძვირფასო, არ მინდა შენი ნომერი, მაჩუქე შენი სურათი";
"20 სააანტიმეერტიიი... აღარასდროს პატარა პეტრი";
"იასამნისფერი ბუ, ყველაყე ძალიან მიყვარს"
თუ კიდე რამე გამახსენბდა მოწერთ

ავტორი: კახუჩელა
19.04.2012 17:09
მაგარია ნიკო :) რადიო "თავისუფლება" ნიკო ნერგაძე კამერაში ჩასვით და მ იუსაჯეთ ბლოგების წერა. და ცოტა ადრე ადგომაც დილის ეთერში რომ არ ამთქნაროს ხოლმე :)
პასუხი

ავტორი: ნიკო
20.04.2012 12:31
როდის ვამთქნარებ დილით? ეგ არის პროვოკაცია! ერის და ღია საზოგადოების მტრების მოგონილი!

ავტორი: ანონიმი
19.04.2012 16:59
შესავალში გეთანხმები. ნაწილი 2 ფრიად დამაინტრიგებელია:D:D

ავტორი: სალომე
19.04.2012 16:20
„კისერში მაკოცე, თბილისო, და ეროტიკული მასაჟი გამიკეთე„ – ბალნიანი ხელებით და გამელოტებული თავით. საინტერესოა ჩანაფიქრი კრიტიკული რეალიზმია, თუ „კაი ვაჟკაცი კაცის„ იმიჯის შექმნა უნდოდათ თბილისისთვის. ორივე შემთხვევაში კონტექსტში იდეალურად ჯდება კაკულიაც, კახუჩელაც, ბადურაშვილიც და ონაშვილიც.

ავტორი: ანონიმი
19.04.2012 15:39
როკ პოპ პანკ და პუკ სორი მუსიკას ყველგან უჭირს. ამიტომ ამ პუკმუსიკოსების ჟღრიალს უმატებენ ხოლმე მსმენელ მაყურებლის გამომათაყვანებელ სინათლეს, ბრაგაბრუგს და ნარკოტიკგაზავებულ სასმელებს ყველაფერი ამის ორგიაში გადაზრდის შესაძლებლობით. ხოდა მერე ის ვისაც პოლიცია არ დაიჭერს ან სხვა რამე უბედურებაში არ გაეხვევა ბედნიერად გრძნობს თავს.

ავტორი: revaz საიდან გვწერთ: tbilisi
19.04.2012 14:34
ქართული როკის პრობლემა ისაა რომ ისინი უმეტესად ინგლისურად მღერიან და კომუნიკაცია არ ხერხდება მსმენელთან ირაკლი ჩარკვიანმა ეს მოეახერხა და პოპულარულიც იყო და უსმენდნენ
პასუხი

ავტორი: ნიკო
20.04.2012 12:32
ხო, დიდწილად მეც ეგრე მგონია.

ავტორი: N როლლ
19.04.2012 13:39
ეჰ, ერთი როკ კლუბი იყო და ისიც...
გავიგე, ვანიჩკას ბიჭებმა "პატრიოტული მოტივებით" რომ "როკერა"-ს დავერბოვკება სცადეს, იმ გოგოს ნორვეგიაში მოუხევიაო და მარტალია?

ავტორი: ანონიმი
19.04.2012 13:18
დაიკიდე რა ნიკო

ყველაზე პოპულარული