17 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ექიმი ნარკოლოგი გვანცა ფირალიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზის“ წარმომადგენელი დალი უშარიძე. 17 ივლისს ექიმები და ნივთიერებაზე დამოუკიდებულთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მართავენ მრგვალ მაგიდას სახელწოდებით „მკურნალობა დასჯის ნაცვლად“. მათი განცხადებით, საქართველოში ჩატარებული გამოკვლევები მკაფიოდ აჩვენებენ პრობლემურ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციას. მზარდი პრობლემა დღის წესრიგში წამალდამოკიდებულების ეფექტიანი, ხანგრძლივშედეგზე ორიენტირებული მკურნალობის აუცილებლობას აყენებს. რა ტიპის მკურნალობას სთავაზობს დღეს სახელმწიფო წამალდამოკიდებულებს? როგორი უნდა იყოს ეფექტიანი მკურნალობის მექანიზი?