Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ახალ სანქციებს უწესებს რუსეთს


29 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონმა ახალი სანქციები შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული, საფინანსო და სამხედრო დარგების წინააღმდეგ. ამით ამერიკელმა ლიდერმა მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა გააპროტესტა.

თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ახალი სანქციები "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავის ტრაგედიას დაუკავშირა. ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ავიალაინერი ჩამოვარდა რუსული საზენიტო რაკეტის გასროლის შედეგად, რომელიც მეამბოხეებმა მცდარი ვარაუდით უკრაინულ ავიალაინერს დაუმიზნეს.

ობამამ ასევე დასძინა, რომ მოსკოვმა არ ითანამშრომლა თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის შესწავლის მიზნით მივლენილ საერთაშორისო გამომძიებლებთან. მან ბრალი დასდო მოსკოვს, რომ ის განაგრძობს უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაციას და სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებას.

ამასობაში, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ, ახალი სანქციები დაუწესონ რუსეთს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირის სადამსჯელო ზომები რუსეთთან მიმართებაში „გარდაუვალი“ იყო.

XS
SM
MD
LG