საბერძნეთში ოლიმპიური ჩირაღდანი აანთეს
საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში აანთეს ჩირაღდანი ლონდონის წლევანდელი ზაფხულის თამაშებისათვის. საბერძნეთში 2800 წლის წინ ჩატარდა პირველი ოლიმპიადა, რომელსაც წელს 27 ივლისიდან უმასპინძლებს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი. ჩირაღდნის ანთების დღევანდელ ცერემონიას დაესწრნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე და ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი, მორბენალი სებასტიან კო. ახლა ჩირაღდნით 2900-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან საბერძნეთის ტერიტორიაზე, სანამ მას გადასცემენ ბრიტანეთს, ათენში 17 მაისისთვის დაგეგმილ ცერემონიაზე. ამის შემდეგ დაიწყება ჩირაღდნის 12800-კილომეტრიანი ოდისეა ბრიტანეთში, 1000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გავლით, სანამ 27 ივლისს მიიტანენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ლონდონში.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)