Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდრი უბირია: სექტემბერში ომის ვეტერანებისათვის მინიდასახლება შეიქმნება


ჯანდრი უბირია
ჯანდრი უბირია

ვეტერანთა პრობლემაზე სასაუბროდ ორმა ინფორმაციამ გვიბიძგა. 2 სექტემბერს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომის დასრულება აღნიშნეს საქართველოში მცხოვრებმა ომის მონაწილეებმა. საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური დაცვის მექანიზმები, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს. ეს ინიციატივა 1 სექტემბერს პარლამენტს შესთავაზა ფრაქციამ "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი". გადაცემაში საქართველოში მყოფ სამი სხვადასხვა თაობის ომის ვეტერანთა სოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე საუბრობს ჯანდრი უბირია, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე სოციალური და იურიდიული მიმართულებით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG