კვირა, 20 აპრილი, 2014 თბილისის დრო 09:42

რუბრიკები / მეათე სტუდია

რა ბედი ელის „მთავრობის სახლს“?

„მთავრობის სახლის“ ფასადი
„მთავრობის სახლის“ ფასადი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის შემდეგ რუსთაველის რვა ნომერში მდებარე შენობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გასაყიდად აუქციონზე გაიტანს. პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც „მთავრობის სახლის“ სახელით არის ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და მას კანონი იცავს, თუმცა შენობას, რომელიც დახუნძლულია საბჭოთა სიმბოლიკით, საფრთხეს უქმნის სხვა კანონი - „თავისუფლების ქარტია“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის მაისში მიიღო და რომლის ერთ-ერთი მიზანი საბჭოთა სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობებისა და იდეოლოგიის საშუალებების აღკვეთა-აღმოფხვრაა. რა ბედი ელის პარლამენტის ყოფილ შენობას და ხომ არ გაიზიარებს ის მეზობლად მდებარე „იმელის“  - ყოფილი მარქსიზ-ლენინიზმის ინსტიტუტის - შენობის სავალალო ბედს?

რუსთაველის რვა ნომერში მდებარე „მთავრობის სახლში“ საქართველოს პარლამენტი 1997 წელს გადავიდა. მანამდე, 1991 წლის 9 აპრილს, ანუ ვიდრე თბილისის ომში მნიშვნელოვნად დაზიანდებოდა, უზენაესმა საბჭომ სწორედ ამ შენობაში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა, როგორც კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ამბობს, „მთავრობის სახლის“ დაცვა მხოლოდ ამ გარემოებათა გამო როდია მნიშვნელოვანი:
”იმელის” შენობის ფასადი”იმელის” შენობის ფასადი
x
”იმელის” შენობის ფასადი
”იმელის” შენობის ფასადი

„მნიშვნელოვანია თავისი არქიტექტურით, მასზე არსებული სიმბოლიკით. შესაძლებელია ვინმეს მოსწონდეს სტალინური და საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა და ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს თავად ამ სტილსა და მიმდინარეობას არქიტექტურაში არც არაფერს მატებს და არც არაფერს აკლებს, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობა - ეს არის არა გემოვნების საგანი, არამედ ეს არის ფაქტი, რომელიც არსებობს.“

„მთავრობის სახლის“ ზედა კორპუსი, რომლის არქიტექტორები ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა არიან, აშენდა 1938 წელს, 1946 წელს კი დაიწყო და 1953 წელს დასრულდა ქვედა კორპუსის მშენებლობა. ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი მთავრობის სახლის დიდ, რეპრეზენტატულ ანსამბლს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის საეტაპო ნაგებობად მიიჩნევს. მთავარი ფასადი რუსთაველის გამზირის მხრიდან წარმოადგენს მონუმენტურ თაღედს, მძლავრი ლავგარდნითა და თაღისებური ფრონტონით. შენობას, როგორც უკვე ვთქვით, იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მაგრამ მას, როგორც საბჭოთა სიმბოლოებით დახუნძლულ ძეგლს, საფრთხეს უქმნის „თავისუფლების ქარტია“, რომლის ერთ-ერთი ავტორი, გია თორთლაძე, ქვეყნის დეკომუნიზაციის ფარგლებში, აქტიურად ილაშქრებს საბჭოთა ნაგებობებზე გამოსახული სიმბოლოების წინააღმდეგ:

„სიმბოლიკა იდეოლოგიის ნაწილი იყო! ეს სიმბოლიკა ისე უბრალოდ, ჰაერში არ იყო ან, როგორც ზოგიერთები ამბობენ, შრომის იარაღებიაო... ისინიც კანონით უნდა მოიხსნას, თუ ხელოვნების ნიმუში არ არის. თუ ხელოვნების ნიმუშია, მაშინ გადავიტანოთ სხვაგან.“
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნამდე”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნამდე
x
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნამდე
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნამდე
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნის შემდეგ”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნის შემდეგ
x
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნის შემდეგ
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნის შემდეგ

„თავისუფლების ქარტიის“ საფუძველზე, სულ ახლახან საბჭოთა ბელადების  ბარელიეფები მოხსნეს 1956 წელს აშენებულ ორთაჭალჰესის შენობაზე, ასევე ჩამოხსნეს ხუთქიმიანი ვარსკვლავი მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან. თბილისზე მზურნველთა გაერთიანების - „თბილისის ჰამქრის“ - ხელმძღვანელის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პარლამენტის შენობამ „იმელის“ ბედი არ გაიზიაროს:

„ის, რაც დამართეს „იმელს“, ეს არის კატასტროფა და თითოეული ჩვენგანის სირცხვილი!  ამ ქალაქის მოყვარული საზოგადოება უნდა დაირაზმოს და გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპს თვალყური მივადევნოთ, რადგანაც შენობა არ არის მარტო კარკასი. არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არ უნდა მოხდეს არსებითი ჩარევა და, პირველ რიგში, არ უნდა მოხდეს ამ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის შეცვლა.“

თბილისზე მზუნველთა შეშფოთებას ისიც აძლიერებს, რომ იგეგმება პარლამენტის შენობის გასხვისება. ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თეა ბოლქვაძეს დაუკავშირდა:

„სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვინ შეიძლება შეიძინოს ეს შენობა. რომ გაიყიდება, ამის თქმა დაზუსტებით შეიძლება.“
პარლამენტის შენობის ერთ-ერთი კარიპარლამენტის შენობის ერთ-ერთი კარი
x
პარლამენტის შენობის ერთ-ერთი კარი
პარლამენტის შენობის ერთ-ერთი კარი

გარკვეული ტიპის დემონტაჟი შენობაში უკვე დაწყებულია, თუმცა ვერც ეკონომიკის სამინისტროში და ვერც პარლამენტის აპარატში ვერ აზუსტებენ, ვინ და რა სამუშაოს ასრულებს. შენობის დემონტაჟს კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე:

„შენობის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, არ ხდება და ეს შენობა დარჩება, როგორც იყო. რა თქმა უნდა, შენობა შეიცვლის ფუნქციას, რადგანაც ოქტომბრიდან პარლამენტი გადავა ქუთაისში, ამის გამო, ბუნებრივია, რომ ამ შენობაში აღარ იქნება ატრიბუტიკა, რომელიც უკავშირდება პარლამენტს.“

პარლამენტის შენობის დემონტაჟსა და მის რადიკალურ გადაკეთება-დაზიანებას ასევე კრძალავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რადგანაც „მთავრობის სახლი“ შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კანონის თანხმად, განადგურებად მიიჩნევა ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის
ეს არის იგივე, რომ გერმანიაში ვხვდებოდეთ ფაშისტურ სიმბოლიკას ყოველ ნაბიჯზე. საბჭოთა სიმბოლიკა ისევე მოქმედებს ჩემზე, როგორც იმოქმედებდა გერმანელებზე ფაშისტური სომბოლიკა. ამის გამო ვერ წარმომიდგენია სვასტიკებით გადატვირთული ქუჩები ვიხილოთ გერმანიაში...

სტატუსი. დაზიანებად კი მიიჩნევა ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარი სახეცვლილება, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას.  კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის თქმით, ამჟამად სწორედ ამგვარი საფრთხე ემუქრება რუსთაველის რვა ნომერში მდებარე შენობას.

„ძეგლის დაზიანება არის არა მხოლოდ თავად შენობის ნგრევა, არამედ იმ სიმბოლიკის მოსპობა, რომლითაც ის არის მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, ფუნქციურად როგორ იქნება დატვირთული ეს შენობა (იქნება იქ პარლამენტი, ბიზნეს-ცენტრი, სასტუმრო თუ სხვა რამ), სიმბოლიკა უნდა იქნეს შენარჩუნებული. სიმბოლიკა, რომელმაც ნამდვილად დაკარგა ძალა და რომელიც ახლა არის მხოლოდ სიმბოლო და მეტი არაფერი. სიმბოლოებთან ბრძოლით რამე იდეოლოგიურ გამარჯვებას ვერავინ ვერ მიაღწევს“, - უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცირა ელისაშვილის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს ხათუნა ოჩიაური - პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

„ეს არის იგივე, რომ გერმანიაში ვხვდებოდეთ ფაშისტურ სიმბოლიკას ყოველ ნაბიჯზე. საბჭოთა სიმბოლიკა ისევე მოქმედებს ჩემზე, როგორც იმოქმედებდა გერმანელებზე ფაშისტური სომბოლიკა. ამის გამო ვერ წარმომიდგენია სვასტიკებით გადატვირთული ქუჩები ვიხილოთ გერმანიაში. მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ომში და მხოლოდ ეს არის მიზეზი, რომ არ გასამართლებულა კომუნისტური (ასევე დამნაშავე)  საბჭოთა რეჟიმი ისე, როგორც გასამართლდა ფაშისტური რეჟიმი.“
ეს არის სრულიად კომკავშირული დამოკიდებულება! ისევე როგორც კომკავშირელები და კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხსნიდნენ ჯვრებს და მათ მაგივრად ვარსკვლავებს აკეთებდნენ, ზუსტად იგივე მეორდება და, თუ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნისტური აზროვნება დღემდე ჩვენში არ არის აღმოფხვრილი, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ კომუნისტურად ვაზროვნებთ დღემდე, რომ ასეთი მეთოდებით ჩვენ გვინდა წავშალოთ ჩვენი ისტორია...

და მართლაც, 2009 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო ევროპის კომუნისტური, ნაცისტური და ფაშისტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები, თუმცა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, როცა ლაპარაკია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მის ხელყოფაზე, აუცილებელია საკითხის გადაწყვეტაში საზოგადოებისა და სპეციალისტების ღია ჩართულობა, რაც საქართველოში გამონაკლისის სახითაც კი არ ხდება და რის გამოც საბჭოთა მემკვიდრეობასთან ბრძოლა ემსგავსება ისტორიის წაშლის მცდელობას.

„ეს არის სრულიად კომკავშირული დამოკიდებულება! ისევე როგორც კომკავშირელები და კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხსნიდნენ ჯვრებს და მათ მაგივრად ვარსკვლავებს აკეთებდნენ, ზუსტად იგივე მეორდება და, თუ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნისტური აზროვნება დღემდე ჩვენში არ არის აღმოფხვრილი, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ კომუნისტურად ვაზროვნებთ დღემდე, რომ ასეთი მეთოდებით ჩვენ გვინდა წავშალოთ ჩვენი ისტორია“, - უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
09.09.2012 19:39
ტატატატა ქალბატონო ტატა გერმანიიდან! მაგ შენობაში გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა ეს უფრო რადიკალური სიახლეა ვიდრე მისი საბჭოთა თუ ანტისაბჭოთა ზარბაზნებით ნგრევა და გთხოვთ ამ სიახლეს სცეთ მატივი!!! იცოცხლეთ და გაიხარეთ ამ ისტორიული ადგილის ნგრევის მომხრეთა ჯინაზე!!!

ავტორი: გოგა ხიშტოს-ძე გაჭედილი საიდან გვწერთ: გერმანია
03.09.2012 21:14
ქალბატონებო და (ვაჟ)ბატონებოც! არაჩვეულებრივი იდეაა, მიხედეთ დედა-სამშობლოს!

ავტორი: მერი გედენიძე საიდან გვწერთ: წყალტუბო
03.09.2012 16:24
ბატონებო,

აგერ, ეს-ესაა გავიგე ბათუმში ახალი სტადიონის აშენებას წელიწადნახევარში აპირებენ-თურმე. ძალიან გამიხარდა. ეს მთავრობის სახლთან რა კავშირშიაო, შეიძლება თქვათ. რა კავშირშია, ბატონებო და, ... სპორტია კარგია, გადასარევია, მაგრამ ახლა ასეთივე მაღალი სტანდარტის იქნებ ერთი-ორი სამუსიკო სკოლაც ააგონ, ერთი-ორი სამხატვრო სკოლაც აშენონ რაიონებში, პატარა პროვინციულ ქალაქებში, სოფლებში. ააშენონ სალიტერატურო სკოლები. აი, ეს უკანასკნელი საქართველოში ჯერ ხომ არ არსებულა, ჰოდა, ააშენონ. მოიგონონ რამე ორიგინალური, და გონივრული კონცეფციები მომავალი თაობაში კულტურის, ხელოვნების სიყვარულის აღსაზრდელად, და არამარტო.

თუ თავად არ შეგვწევს ძალა და უნარი, თუ არა გვაქვს საიმისო ჩვევა ახალი რომ მოვიგონოთ რამე, ავდგეთ და უცხოელები მოვიწვიოთ. ფული გადავუხადოთ. გავიღოთ ხარჯი. იქნება იმათ უკეთესი რამ გვირჩიონ მომავლისთვის სასიკეთო. ეს "მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები" რომ გვაქვს ძველი დროიდან შემორჩენილი, ამ სახლებისთვის რომ მიგვეხედა არც ეს იქნებოდა ურიგო. დაგვებრუნებინა ის ძველი სახელი "პიონერთა სახლი", - პიონერი ხომ პირველს ნიშნავს ?! - ახალი შინაარსით გაგვემდიდრებინა. ახალი პრიორიტეტების კვალდაკვალ შემოგვეღო ნორჩ პოლიტოლოგთა, ნორჩ სოციოლოგთა, ნორჩ ფსიქოლოგთა კურსები. კურსები მომავალი ეკონომისტებისთავის. ახალი მიმართულებები იქნებ უფრო სხვანაირად, უფრო ხელ- და გონმისაწვდომად შეგვეთავაზებინა რაიონების მოსწავლეებისათვის მათივ წარმატებული პროფორიენტაციითვის მომავალში. რაიონებში ბავშვებმა ხშირად არ იციან რა სპეციალობები არსებობს, - მხოლოდ იურისტი, ექიმი და მასწავლებელი. იქნებ ესეც გაგვეგებინებინა ამ გზით მათთვის.

კულტურას აღზრდა უნდა მომავალ თაობაში, თორემ ხვალ მოსული იმასაც დაანგრევენ, რაც ვაი-ვაგლახითა და დიდის გაჭირვებით აშენებულა. აი, ამიტომ ვახსენე ზემოთ ბათუმის ფეხბურთის სტადიონი სულ თავში. ამდენი გაჭირვებული წლების შემდეგ, ცოტა სულდათქმულზე არაჩვეულებრივი თაობა მოდის, და მათ ყურადღება სჭირდებათ. გმადლობთ.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
02.09.2012 23:17
სრულიად ვეთანხმები goga -ს saprangeti-დან.
ეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და ახლის მიმართ შიში რით ვეღარ მოიშორეს.
ლაშა ბაქრაძის შედარება კი ცოტა უცნაურად ჟღერს ეკლესიების დანგრევა და კომუნისტური იდეოლოგიის უგემოვნო არქიტექტურული ნაგებობების მოშლა, ნამდვილად არ ჰგავს ეთმანეთს.
ისტორიული სინამდვილის დამახსოვრება თუ გვინდა , არ არის აუცილებელი საბჭოთა სიმბოლიკა შენობაზე იყოს. თუ მაინც და მაინც ეს უაზრო "შედევრები" ასე გენანებათ, რელიეფის მოხსნა და მუზეუმში დადება ან ფოტოებზე დაფიქსირებაც საკმარისია.
ჩემი აზრით, საბჭოთა ძეგლების ასეთი თავგამოდებული დაცვა, უფრო მეტად ამახინჯებს ისტორიას, რადგან არბილებს რეალურ დამოკიდებულებას ამ სასტიკი ეპოქის მიმართ.

ავტორი: goga საიდან გვწერთ: saprangeti
02.09.2012 12:40
ერთი რამ ცხადია: რა ფუნქციაც არ უნდა შეიძინოს ამ შენობამ, (რა ინვესტიციაც არ უნდა ჩაიდოს, ვინც არ უნდა იყიდოს) ადგილზე დარჩება, გზის მშენებელი მუშის არ იყოს :" ბუშის ვიზიტის გამოც რომ აგებდნენ ამ გზას , მერე რა, რომ წავა აკეცავს და თან წაიღებსო?"
კიდევ კინოფილმ "ცისფერი მთების" პერსონაჟი , მუშა, ყველაზე "პატარა კაცი" მახსენდება, მხოლოდ ის რომ კითხულობდა სოსოს "ტიანშანს," ხოლო ეგრეთწოდებული "თავები" უფრო " მნიშვნელოვანი" საქმეებით იყვნენ დაკავებულნი.
ჩვენს სახელოვან "იტელიგენციას" რომ დავუჯეროთ ყველაფერში, შუასაუკუნეებში დაგვაბრუნებენ, უსუსური, უფერული არგუმენტები, ჩაკეტილობააააააა...ყველაზე დიდი პრობლება ქართული საზოგადოების.
დავიღუპეთ, ჯერ იმელი ახლა ეს "მსოფლიო მარგალიტი" ნადგურდება. ორი მკვიდრად ნაშენები შენობა, სულ ეგ არის რა, რა არქიტექტურა, რის შედევრი, რას ერჩით იმ ადამიანებს და ახალგაზრდებს, ვისაც არ შეუძლია საღვარგარეთ გასვლა და ნახვა ნამდვილი არქიტიტექტურის, რატომ აყენებთ მათ ისეთივე საცოდავ მდგომარეობაში, როგორც ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ჩაიყენა თავი ბექემთან დასმული კითხვით: "მოგეწონათ თბილისი?" და ეს კითხვა დაუსვა 93-94 წლებში, გადამწვარი, ჩაბნელებული თბილისი, რუსთაველზე ქვედა საცვალს, თევზს და წამალს ერთად რომ ყიდიდნენ "ტელეგრეიკიანი" ქალები. ხოდა პასუხიც ადექვატური მიიღო( ევროპელი მხოლოდ კოლეჯდამთავრებული მუშები და სპორტცმენები ბევრად უფრო ადექვატურები და არიან ვიდრე ჩვენი ბევრი "დოცენტი" და "აკადემიკოსი") "რა უნდა მომწონებოდა, ერთი ჩაბნელებული და უჟმური ქალაქიაო".
არავინ ანგრევს ისტორიას,( ან როგორ უნდა დაანგრიო) გამოიტირეთ ერთხელ და სამუდამოთ ეს საბჭოდა კავშირი და დაიწყეთ ახალი ცხოვრება, თუ თქვენ არ შეგიძლიათ, აცალეთ სხვას , ნუ გაშინებთ ცვლილებები, პრგრესი, რეფორმა, ამის გარეშე არ არსებობს ცივილიზაცია.

ავტორი: ანონიმი
02.09.2012 02:11
მომავალი ცოტა გამოჩნდება ყველა მხრიდან დედის გინებად ქცეული არჩევნების მშვიდობიანად ჩავლის შემდეგ.

ავტორი: ჯაბა მერაბიანი
01.09.2012 02:54
მანდ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფროებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე და ნოე ჟორდანიას და ზვიად გამსახურდიას აღმზრდელი ხალხი არაა დამოუკიდებლობის ღირსი და ამიტომ ეგ შენობაც უნდა დაინგრას დანარჩენ საქართველოსთან ერთად! ჭეშმარიტება სამშობლოზე უფრო მაღალია!

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 01:30
საბჭოთა დემოკრატებმა წითელი არმიის უაქტიურესი მოქმედებით ბერლინის რაიხსტაგივით აიღეს და დაანგრიეს თუ დაანგრიეს და აიღეს კაცობრიობისთვის საშინელი პროვინციული ფაშიზმის ეგ ბუდე და ალბათ ამ კეთილშობილურ მამულიშვილურ საქმეს ცოცხალი პქტივცემული სიგუას ანდერძის შესაბამისად ბოლომდეც მიიყვანენ.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული