პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:37

ეკონომიკა / საქართველო

აზრთა სხვადასხვაობა ფარმაცევტული ბაზრის თაობაზე

”ავერსის”, ”პე-ეს-პესა" და ”ჯი-პი-სის” წარმომადგენლების პრესკონფერენცია”ავერსის”, ”პე-ეს-პესა" და ”ჯი-პი-სის” წარმომადგენლების პრესკონფერენცია
x
”ავერსის”, ”პე-ეს-პესა" და ”ჯი-პი-სის” წარმომადგენლების პრესკონფერენცია
”ავერსის”, ”პე-ეს-პესა" და ”ჯი-პი-სის” წარმომადგენლების პრესკონფერენცია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სამი ფარმაცევტული კომპანიის - ”ავერსის”, ”პე-ეს-პე”-სა და ”ჯი-პი-სი“-ს  წარმომადგენლებმა გამოკვლევის შედეგს უნდობლობა გამოუცხადეს. კვლევის შედეგები, რომელიც 22 ივნისს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა, ფარმაცევტული ბაზრის ანალიზს შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არათანაბარი პირობებია შექმნილი და ეს სფერო მართვის ნაკლებობით ხასიათდება, რაც, საბოლოოდ, ბაზარზე დომინანტი კომპანიების წარმოშობას და მედიკამენტებზე ფასის კონტროლს  იწვევს. სამი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას არ ეთანხმებიან და, მთლიანობაში, კვლევას ზედაპირულად და მათი რეპუტაციის შემლახველდ მიიჩნევენ.

ფარმაცევტული კომპანიები ”ავერსი”, ”პე-ეს-პე” და ”ჯი-პი-სი” არ ეთანხმებიან აზრს, რომ მათ მიერ მედიკამენტებზე დაწესებული მოგების მარჟა 102%-ს შედგენს. ფასნამატი, მათი განცხადებით, 25-30%-ის ფარგლებშია. კომპანიები არ ეთანხმებიან ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” გამოკვლევაში გამოთქმულ აზრს, რომ მათ შორის ფარული  შეთანხმება არსებობს მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით;  არ ეთანხმებიან აზრს, რომ ფარმაცევტულ პროდუქტებზე  მოსახლეობის დანახარჯი, საერთოდ, ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 60% -ს შედგენს და, მთლიანობაში,  22 ივნისს წარმოდგენილ ანგარიშს რეალობასთან შეუსაბამოს უწოდებენ.

”ისეა დაწერილი, რომ მე უნდა შემრცხვეს, რატომ შევქმენი თავის დროზე ”ავერსი”, რატომ არსებობს დღეს „ავერსი“, რატომ ჰყავს 8 ათასი თანამშრომელი, რატომ იხდის ბიუჯეტში ძალიან დიდ თანხებს - მე ამის ყველაფრის უნდა შემრცხვეს, ისეა აქ გამოყვანილი ყველაფერი. ალბათ, კიდევ ერთხელ შევხვდებით ამ კვლევის ავტორებს და მოვთხოვთ საიდან მოიტანეს ეს ზოგადი განმარტებები, რომ არის დიდი დარიცხვები, არის ფარული გარიგებები და ა.შ.”, – თქვა კომპანია ”ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ  პრესკონფერენციაზე.
ჩვენ აქ ყველაზე დიდი პრეტენზია გვაქვს სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც ბაზრის - კონკრეტულად კი, ფარმაცევტული ბაზრის - მონიტორინგს ახორციელებენ...

იმის შესახებ, თუ რა რესურსებს ეყრდნობოდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშის მომზადებისას, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ  ეს იყო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ვებპორტალ ”ინვესტ ინ ჯორჯიას” ინფორმაციული წყარო, რაც, ეკა გიგაურის თქმით, ოფიციალური სახელმწიფო წყაროა, რომელიც თავის თავში სხვადასხვა უწყებებიდან  შესულ ინფორმაციას  აერთიანებს. იმ  პრეტენზიაზე კი, რომ ორგანიზაციამ კვლევის დროს ინფორმაცია თავად ფარმაცევტულ კომპანიებს არ მოსთხოვა, ეკა გიგაური ამბობს, რომ ფარმაცევტულ კომპანებს წერილობითი მიმართვა დაეგზავნათ, მაგრამ თანამშრომლობა არ შედგა.

ზოგადად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი შენიშნავს, რომ კვლევის გულდასმით წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ის  იმ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რომლებიც ამ სფეროს ბაზრის განვითარებას განაპირობებენ, არამედ უფრო ბაზრის რეგულაციების ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ისახავს მიზნად:
ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია
x
ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია
ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

”ჩვენ აქ ყველაზე დიდი პრეტენზია გვაქვს სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც ბაზრის - კონკრეტულად კი, ფარმაცევტული ბაზრის - მონიტორინგს ახორციელებენ. და თუკი შეხედავთ რეკომენდაციების ნაწილს,  ძირითადი რეკომენდაციები  სწორედ სახელმწიფო უწყებების მიმართ არის და არა ამ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებმაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაში.”

როდესაც ფარმაცევტული ბაზრის სახელმწიფო რეგულაციებზეა საუბარი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ერთ ფაქტორს გამოყოფს: არსებული კანონმდებლობით, ფარმაცევტულ  კომპანიებს საშუალება ეძლევათ  თავად იყვნენ მედიკამენტების როგორც  იმპორტიორები,  ასევე მწარმოებლები და გამყიდველებიც. ამით კი, ნარმანიას სიტყვებით, იკვრება სამკუთხედი, რის გამოც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ  მსგავსი რამ ევროკავშირის ქვეყნებში ნაკლებად მიღებული პრაქტიკაა:

”ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი რამ დაუშვებელია ან, ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც დაშვებულია, მარეგულირებელი ინსტიტუტები უყურებენ, რომ ეს ბაზარზე დომინანტური მდგომაროების მისაღწევად  არ  გამოიყენონ კომპანიებმა. ჩვენთან მხოლოდ ახლა მიიღეს - დაახლოებით ერთი თვის წინ - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონი, სააგენტო კი ქმედით ღონისძიებებზე ჯერ არ გადასულა. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვთ, არ იზღუდებიან კომპანიები.”
ბუნებრივია, რომ ”ავერსს” და ”პე-ეს-პე”-ს ჰქონდათ ათწლიანი უპირატესობა, ათწლიანი ისტორია, როდესაც ზუსტადაც  რომ სახელმწიფო უწყობდა ხელს ამ კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩენას...

დავით ნარმანიას ამ აზრს არ იზიარებს და არსებულ მდგომარეობას ბუნებრივ მონოპოლიად მიიჩნევს ეკონომიკის სხვა ექსპერტი - ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ლექტორი  ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი სიტყვებით, კანონი იმავე შესაძლებლობებს აძლევს  სხვა, თუნდაც მცირე კომპანიებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყანაში  მონოპოლიის ხელოვნურად შექმნის საშუალებას არ იძლევა. უბრალოდ,  ამ სამ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას ის უპირატესობა აქვს, რომ ბაზარზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ:

”ბუნებრივია, რომ ”ავერსს” და ”პე-ეს-პე”-ს ჰქონდათ ათწლიანი უპირატესობა, ათწლიანი ისტორია, როდესაც ზუსტადაც  რომ სახელმწიფო უწყობდა ხელს ამ კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩენას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი უნდა გაკოტრდეს და სახლში წავიდეს, ანუ ისინიც აგრძელებენ მუშაობას. ისინი როგორც მუშაობდნენ 2009 წლამდე,  რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ მონოპოლისტები ვერ არიან, ვინაიდან ამ ბაზარზე სადღაც 80-მდე კომპანია ოპერირებს.”

ვახტანგ მეგრელიშვილი 2009 წელს იმის გამო ახსენებს, რომ სწორედ ამ წელს შევიდა ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილებები, რომელთა მიზანიც კონკურენციისათვის ხელშეწყობა იყო, თუმცა, როგორც   „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 22 ივნისს წარმოდგენილ ანგარიშშია ნათქვამი, ცვლილებებმა  ბაზარზე მხოლოდ ნაწილობრივ იქონია გავლენა. ბაზარზე მსხვილი კომპანიების დომინირება პრაქტიკულად არ შეცვლილა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სატატისტი საიდან გვწერთ: აქედან
29.06.2012 14:43
დომინირება არაფერ შუაშია- ეს წმიდა წყლის მონოპოლიაა1 მნიშვნელობა დე იურეს არ აქვს, მნიშვნელოვანია დე ფაქტო! "ავერსის" საავადმყოფოებში ექიმებს მითითებული აქვთ, რომ პაციენტს წამალი გამოუწერონ ავერსის აფთიაქში (რეცეპტების ბლანკები ავერსის ლოგოთი ხელზე აქვთ მიცემული) ანალოგიური მდგომარეობაა პსპს-შიც...მაგათ დევიზია -"ხელი ხელს ბანს და ორივე პირს"რა მნიშვნელობა აქვს კომპანიების რიიცხვს?-მათით აპელირება ისეთივე დემაგოგიაა, როგორც საკაბელოებით ამომრჩევლების ინფორმირება...ნეტავ არ ბეზრდებათ ამდენი ტყუილი? ვიცოდით: კომუნისტები კომუნიზმს გვპირდებოდნენ და ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც ყველა სხვა ტყუილებს გადაფარავდა. ახლა ყველა ნაბიჯზე ტყუილი და დემაგოგიააა..დავიღალეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თანაც გვეუბნებიან უკვე ";კომუნიზმში" ვართოოო! მსოფლიოში ყველაზე პირველი-ყველაფერშიიიიიი!

ავტორი: მიშა
24.06.2012 20:39
გერმანიაში ფარმაცევტული საწარმოების რაოდენობა ანბანის მიხედვით, მისამართებით და ვებ გვერდებით:

http://www.pharma-info.com/sites/en/ph_static/ph_en_germany_a.html

შვეიცარიაში ფარმაცევტული საწარმოები მისამართებით და ვებ გვერდებით:

http://www.pharma-info.com/sites/en/ph_static/ph_en_switzerland_a.html

*************************************
ეს არ ა უ რ ი ო თ აფთიაქების რ ა ო დ ე ნ ო ბ ა შ ი, და სააფთიაქო დისტრიბუციის ქსელებში!

ისინი კიდევ ცალკე არსებობენ. რომელთა რაოდენობა, როგორც წინა კომენტარში დავწერე, მაგალითად გერმანიაში 18 000-მდეა. საუბარია ფ ი ლ ი ა ლ ი ა ლ ე ბ ი ს გარეშე დამოუკიდებლ აფთიაქებზე.

ავტორი: მიშა
24.06.2012 20:15
მაგის გარდა მაგალითად გერმანიაში: სულ დაახლოებით 3 5 7 ფარმაცევტული საწარმოა.

ს ა მ ა ს ო რ მ ო ც დ ა ჩ ვ ი დ მ ე ტ ი !!!!!!!

შვეიცარიაში 1 8 8: ა ს ო თ ხ მ ო ც დ ა რ ვ ა !!!!!!!!!

ესენი მ ხ ო ლ ო დ ფ ა რ მ ა კ ო ნ ც ე რ ნ ე ბ ი ა.

დამოუკიდებელი აფთიაქების რაოდენობა კი მაგალითად გერმანიაში:

2011 წლის მონაცემით, ფ ი ლ ი ა ლ ე ბ ი ს გარეშე არის 17 577.

ჩ ვ ი დ მ ე ტ ი ა თ ა ს ხ უ თ ა ს ს ა მ ო ც დ ა ჩ ვ ი დ მ ტ ი !!!!!
*********
რომ ცრუპენტელაობ და ლაღობ აქ, ბორკილაწყვეტილო ლიბერტარიანელო საიდან მოიტანე, ბაზროს მხოლოდ 55 პროცენტი (ეგეც ძალიან ბევრია) რომ უჭირავს სამს და დანარჩენს 45 ?????

საბითუმო აქფთიაქების ქსელს და ამვდროულად წამლების მწარმოებელსაც, 3 გიგანტს, რომ აქვს საქართველოში ყველაფერი გადასანსლული ეგ ფაქტია.

საცალოდ მოვაჭრე დამოუკიდებელი აფთიაქების სადისტრიბუციო ქსელები/ფილიალები ფაქტიურად არ არსებობს. ფარმა კონცერნებზე და ბითუმად მოვაჭრეებზე აღარაფერს ვამბობ.

ისე, აქ ტყულიების წერას და დემაგოგიას არ ჯობია "ბრეჟნევს" ბეტონის დასხმაში და ბლოკების ზიდვაში მიეხმარო ხოლმე?:)))

ავტორი: მიშა
24.06.2012 19:09
32 მხოლოდ მსხვილზე, ფარმა კონცერნზეა საუბარი საუბარი:))

ფარმა კ ო ნ ც ე რ ნ ზ ე!!!

მაგის გარდა რამდენი ასულობით წვრილია ეგ ღმერთმა უწყის.

ერთი ეს ო თ ხ მ ც ი ჩამოთვალეთ რა რომელია, ან თავად, ან იქნებ ბატონმა ვახტანგ მეგრელიშვილმა:)

კარგი იქნება თუ ჟურნალისტებიც დაინტერესდებიან დანარჩენი ო თ ხ მ ო ც ი თ:)))

ავტორი: ანონიმი
24.06.2012 16:21
ბრეჟნევის მიმდევარს, ეტყობა საბჭოეთში თვლა აღარ იციან თორე ოთხმოცდასამი სამად არ მოგეჩვენებოდა.

ო თ ხ მ ო ც დ ა ს ა მ ი !!!

სამ მსხვილ კომპანიას ერთად ბაზრის 55 პროცენტი თუ უკავია და ამით რამე დაშავდა თუ რა პრეტენზიები გაქვთ არ მესმის. ცოტა ჩამოყალიბდით თქვენს პრეტენზიებში ან კიდევ ადექით და საოცნებო წამალი დარჩენილ 45 პროცენტის მფლობელ წვრილ ბუტკააფთიაქებში იყიდეთ ანდაც ბაზრობაზე, ვინმემ დაგიშალათ?

ავტორი: მიშა
24.06.2012 02:41
ავტორი: ანონიმი
24.06.2012 01:21

გერმანიის ბაზრზე 32 მარტო მსხვილი ფარმაკონცერნია წარმოდგენილი.

***** ო ც დ ა თ ო რ მ ე ტ ი *****

თუმცა არიან ბევრი სხვა შედარებით პატარებიც.

ამათგან ნაწილი ინტერნაციონალურია. თუ მომხმარებლის მოტყუებას ვინმე განიზრახავს ხოშიან ჯარიმებსაც იკრავენ ხოლმე.

ქართულ ლიბერტარიანულ ბაზარზე ს ა მ ი !!!

ისეც მხოლოდ ქართული.

"ასე მგონია ბრეჟნევი ცოცხალია"

ბრეჟნევი კი ნაღდად ცოცხალია, კაი ჯანზეც არის და აგერ ასხავს რკინაბეტონს:

http://www.youtube.com/watch?v=uGxXatOeSvI

ავტორი: ანონიმი
24.06.2012 01:21
რას ნიშნავს ბაზრის რეგულაციები, ესმის იმ გოგონას? თავისუფალი ბაზრის რეგულირება ვისღა გაუგია, ან როგორ წარმოუდგენიათ? ან 3 მსხვილი და 80-ზე მეტი კომპანიის არსებობის პირობებში როგორ წარმოუდგენიათ მონოპოლია? ევროპა ევროლპაო რომ გაიძახიან, ერთი ვინმემ იკითხა, რამდენი ფარმაცევტული კომპანიაა თუნდაც გერმანიის ბაზარზე და ბაზრის რა წილი უკავიათ? ასე მგონია ბრეჟნევი ცოცხალია და ამ კვლევის ავტორებს ასპონსორებს დიადი კომუნიზმის და რეგულირებადი ეკონომიკის დასამყარებლად :)

ყველაზე პოპულარული