სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა უფლებების სავარაუდო, მასობრივი დარღვევების გამო.
ომბუდსმენის ინფორმაციით, 22 ივნისს მისი წარმომადგენლები შეხვდნენ ქსნის დაწესებულებაში მყოფ რამდენიმე ასეულ პატიმარს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფენ, სხვადასხვა სახის ძალადობა და ღირსების შემლახველი მოპყრობა კი ყველაზე ხშირია დაწესებულებაში პატიმართა მიღებისას და სამარტოო საკანში მოთავსებამდე.
მსჯავრდებულები ასახელებენ მათი უფლებების უშუალოდ დამრღვევ რამდენიმე პირსაც, მათ შორის დაწესებულების ხელმძღვანელს შოთა თოლორდავას, ასევე დიმიტრი ჩხაიძეს, ლევან ლეჟავას, გელა იოსავას და ვინმე უჩას. სახალხო დამცველისთვის ქსნის დაწესებულებიდან გაგზავნილ განცხადებას ხელს აწერს 693 პატიმარი.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 23 და 24 ივნისს მისმა რწმუნებულებმა კვლავ მოინახულეს ქსნის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები და აღმოჩნდა, რომ 28 პატიმარი, რომლებმაც არსებული მდგომარეობის გამო პროტესტი ყველაზე აქტიურად გამოთქვეს, 24 ივნისს დილით გადაიყვანეს თბილისის დახურული ტიპის დაწესებულებაში. მათი გადაყვანის მიზეზი ადმინისტრაციამ არ განმარტა.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)