ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:39

რუბრიკები / მეათე სტუდია

პოლ მაკკარტნი - 70

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
მიმდინარე კვირაში - 18 ივნისს - პოპულარული კულტურის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფის, „ბიტლსის“ ყოფილ წევრს, პოლ მაკკარტნის, 70 წელი შეუსრულდა.

იუბილე პოლ მაკკარტნიმ გრანდიოზული კონცერტებით დატვირთულ პერიოდში იზეიმა. ერთ დროს კონტრკულტურის წარმომადგენელი, მარიხუანის მომხმარებელი მეამბოხე დღეს „სერ პოლია“ - ბრიტანეთის კულტურული ისტებლიშმენტის საპატიო წევრი. მიმდინარე თვეში სწორედ მაკკარტნის ერგო პატივი დაეხურა კონცერტი, რომლითაც აღნიშნავდნენ დედოფალ ელისაბედ მეორის „ბრილიანტის იუბილეს“ - ტახტზე მისი ასვლის მესამოცე წლისთავს. მუსიკოსმა იმღერა  ცნობილი ჰიტების მიქსი, მათ შორის, სიმღერა „All My Loving” – „ბიტლსის“ ერთ-ერთი ადრეული ჰიტი.
ლონდონი, 1997 წლის 11 მარტი. პოლ მაკკარტნი ჟურნალისტებს უჩვენებს მედალს, რომელიც დედოფლისგან მიიღო რაინდად კურთხევის ცერემონიაზე.ლონდონი, 1997 წლის 11 მარტი. პოლ მაკკარტნი ჟურნალისტებს უჩვენებს მედალს, რომელიც დედოფლისგან მიიღო რაინდად კურთხევის ცერემონიაზე.
x
ლონდონი, 1997 წლის 11 მარტი. პოლ მაკკარტნი ჟურნალისტებს უჩვენებს მედალს, რომელიც დედოფლისგან მიიღო რაინდად კურთხევის ცერემონიაზე.
ლონდონი, 1997 წლის 11 მარტი. პოლ მაკკარტნი ჟურნალისტებს უჩვენებს მედალს, რომელიც დედოფლისგან მიიღო რაინდად კურთხევის ცერემონიაზე.

ახლა კი მაკკარტნი 27 ივლისისთვის ემზადება - ლონდონში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გამართულ საზეიმო კონცერტს სწორედ ის დახურავს. კონცერტს, როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი მაყურებელი ეყოლება.

მსოფლიო პოპულარობა მაკკარტნის ჯგუფ „ბიტლსის“ წევრობამ მოუტანა - ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტართან ერთად. თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში მაკკარტნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპოზიტორად მიიჩნევენ - შესაძლოა, ყველაზე წარმატებულადაც კი, განსაკუთრებით, ჯონ ლენონთან ტანდემში. მაკკარტნის მიერ დაწერილ, დღეს უკვე პოპის კლასიკად ქცეულ რამდენიმე ათეულ სიმღერას შორის არის  „Yesterday”, “Eleanor Rigby”, «Let It Be”,  „Hey Jude” და “Penny Lane”.

„ბიტლსის“ დაშლის შემდეგ, 1970-იანებში, მუსიკოსმა წარმატებული სოლოპროექტები განახორციელა და პირველ ცოლთან, ლინდა ისტმანთან ერთად ჯგუფი „უინგსი“ ჩამოაყალიბა.

მუსიკის გარდა, სერ პოლი აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. ის ვეგეტარიანელია და ენთუზიაზმით აპროტესტებს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას.

ბრიტანელებისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფიგურაა. როგორც მისი 70-ე იუბილესადმი მიძღვნილ სარედაქციო წერილში „გარდიანმა“ დაწერა, მაკკარტნი სიმბოლოა ღარიბ ლივერპულელთა ოჯახში დაბადებული ბიჭისა,
ნიუ იორკი, 2009 წლის 3 აპრილი. პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული "ბიტლსის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი პრესკონფერენციაზე.ნიუ იორკი, 2009 წლის 3 აპრილი. პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული "ბიტლსის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი პრესკონფერენციაზე.
x
ნიუ იორკი, 2009 წლის 3 აპრილი. პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული "ბიტლსის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი პრესკონფერენციაზე.
ნიუ იორკი, 2009 წლის 3 აპრილი. პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული "ბიტლსის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი პრესკონფერენციაზე.
რომელმაც თავის დამკვიდრება შეძლო მდიდარი და გაპრანჭული ლონდონელი ბიჭების ქვეყანაში. ზოგჯერ ის ჯონ ლენონის ჩრდილში ექცეოდა, - ლენონი მასზე უფრო პროვოკაციული, უფრო პოლიტიკური და უფრო მეამბოხე იყო, - მაგრამ ბრიტანეთის და, ფაქტობრივად, მთელი დასავლეთის კულტურულ რევოლუციას სათავეში ლენონი და მაკკარტნი ერთად ედგნენ.

„[დედოფლის] საიუბილეო კონცერტზე მისმა ხილვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მაკკარტნიც ეროვნული მნიშვნელობის ფიგურაა“  - წერდა „გარდიანი“ მუსიკოსის დაბადების დღეს გამოსულ ნომერში და დასძენდა, დედოფალი თუ ბრიტანეთის ერთ სახეს გამოხატავს, მაკკარტნი სხვა ბრიტანეთის განსხეულებაა - თანასწორობაზე ორიენტირებული ბრიტანეთის და იმ სოციალური და დემოკრატიული ოპტიმიზმის, რომლითაც  1960-იანი წლები იყო დამუხტულიო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
28.06.2012 17:00
კოლონიზატორებზე გამახსენდა... 2008 წელს საქართველოს მთავრობას უნდოდა მაკარტნის ჩამოყვანა საქართველოში, რაზეც წინასწარ შეთანხმებას მიაღწია კიდეც. აგვისტოს ომის გამო მოლაპარაკებები შეწყდა, ხოლო მოგვიანებით განახლდა, მაგრამ მაკარტნიმ კატეგორიული და თან საჯარო უარი განაცხადა საქართველოში კონცერტის გამართვაზე - მე არ ჩავდივარ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-ს კოლონიური რეჟიმები მართავენ და ამერიკის მითითებით საერთაშორისო სამხედრო პროვიკაციებში ერთვებიან და თავისი ხალხის ნტერესები არ აღელვებთო...

ასე ღრმად მგონი მარი ბროსეც ვერ იყო გათვითცნობიერებული ქართულ რეალიებში... ქართველი ხალხის ერთ ნაწილზე ხომ არაფერს ვამბობ, ტყემალზე რომ ზის და ბალს ჭამს...

ავტორი: Rock Forever! საიდან გვწერთ: Tbiisi
24.06.2012 02:50
პოლ მაკკარტნის დაბადების დღე ჩემი დაბადების დღეც არის! ნუთუ ეს ოცნება არ ასრულდება და თბილისში ვერ ვიხილავთ სერ პოლს? :)

ავტორი: არა ვარ ძმებო არუთინა,მაგრამ..
23.06.2012 22:05
სულ სამასი წლის წინ დაიბადა დიდი აშუღი საიათნოვა რომელიც აღარ ახსოვთ არც საქართველოში,არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში. ხოდა კაი საქეიფო თარიღია და გილოცავთ. აჰა ცნობა ბრიტანიკადან თუ ინგლისურის გარდა ყველა ენა დაგავიწყეს.

Sayat-Nova, pseudonym of Aruthin Sayadian (born 1712, Tiflis, Georgia—died 1795, Tiflis), Armenian troubadour known for his love songs.

Sayat-Nova worked first as a weaver and later (1750–65) became the court minstrel of Irakli II of Georgia. In 1770 he entered a monastery in Haghbat, and he was martyred by the Persian invaders of Georgia. Most of his extant songs are in Azeri Turkish; the rest are in Armenian and Georgian.

ავტორი: გიგლაფილი
23.06.2012 18:40
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიგლა ფირცხალავა

90 წელი შეუსრულდებოდა უნიჭიერეს და საყვარელ გიგლა ფირცხალავას მაგრამ ქართველები ხომ ამ რადიოს ყურადღებას ვერა და ვერ იმსახურებენ.

გიორგი (გიგლა) იასონის ძე ფირცხალავა (დ. 15 სექტემბერი, 1922, ფოთი ― გ. 4 ივნისი, 1983, თბილისი), ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

ავტორი: ანონიმი
23.06.2012 02:07
თუ არ ვცდები წელს საფრანგეთშიც დავიწყებული ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსეს იუბილეა. კაი კაცი იყო. გილოცავთ. მარტო აფხაზეთის კოლონიზატორი ბუბნოვების ახლობლების დაფასება არც თქვენ მოგიტანთ დიდ ხეირს.

ყველაზე პოპულარული