შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:53

კულტურა / საქართველო

ემუქრება თუ არა დანგრევა ნიკოლაძის კოშკს?

ფოთი, ნიკოლაძის კოშკი (საარქივო ფოტო).
ფოთი, ნიკოლაძის კოშკი (საარქივო ფოტო).

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ფოთში ბოლო ხანს ხმა დაირხა, რომ დანგრევას უპირებენ ნიკო ნიკოლაძის კოშკის ერთ ფლიგელს, რომელიც საკათედრო ტაძრის კომპლექსს ესაზღვრება. ამჟამად ფოთში ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ამბობენ, რომ საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის მიზნით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ისტორიული ძეგლის ნაწილის დემონტაჟის საკითხი.
ნიკოლაძის კოშკინიკოლაძის კოშკი
x
ნიკოლაძის კოშკი
ნიკოლაძის კოშკი

ნიკოლაძის კოშკის მარცხენა ფლიგელის შესაძლო დანგრევის ცნობას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისტორიკოსი ზურაბ სულაბერიძე განმარტავს, რომ კოშკი, სადაც თავის დროზე ქალაქის რატუშა იყო განთავსებული და სადაც თავად ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ქალაქის უძველესი ნაგებობაა: „ფოთისათვის კოშკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ ის ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე საუკუნის კულტურულ ფენას შეიცავს. მისი ღირებულება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიისა და წარსულისათვის“ – განმარტავს ისტორიკოსი.

მეთექვსმეტე საუკუნის ძეგლის შესაძლო დანგრევას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მათ უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. კოალიცია „ქართული ოცნება“, პარტია  „საქართველოს გზა“ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცეს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილესაპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე
x
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე

„არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ დაანგრიოს ისტორიული მემკვიდრეობის ეს ძეგლი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია. - „ეროვნულ-კულტურულ ფასეულობას ჩვენ დავიცავთ. რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ამ განზრახვაზე ხელი უნდა აიღონ.“

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერაია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე უარყოფითად აფასებს კოშკის შესაძლო დემონტაჟის იდეას. „ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე“, - ამბობს ის. – „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.“

მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრი თემურ წურწუმია საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს: „კოშკს აქვს მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მინაშენი, რომელიც არ არის და არც არასდროს ყოფილა კოშკის ორგანული ნაწილი. კომუნისტების დროს, იქ გაკეთდა საზკვების ობიექტი. თუ კვების ობიექტს იცავს ქალბატონი ბესელია, არ ვიცი. რაც შეეხება კოშკს, მას კარგის მეტს არავინ არაფერს გაუკეთებს“ - ამტკიცებს პარლამენტის დეპუტატი.
მისი ამ მტკიცების პასუხად ჟურნალისტი დალი ებრალიძე გვეუბნება: „დაარქვეს მას საზკვების ობიექტი. მავანისათვის მთლიანად ქალაქიც კი დღემდე საზკვების ობიექტად რჩება. ეს არის ის ადგილი, საიდანაც გაშენდა ფოთი. ერმა თუ ბერმა თუ არ დავძლიეთ ამბიციები, დიდი შესასვლელების, დიდი შენობების, დიდი კაბინეტების თუ დიდი ‘კუშის’ – ვერაფერს მივაღწევთ. მივაღწევთ მხოლოდ ერთს. დღეს ვიქნებით მაძღარნი, მაგრამ  ხვალ არ გვექნება ქვეყანა.“

იმას, რომ თემურ წურწუმიას ნახსენები კოშკის მინაშენიც ძეგლის სტატუსს ატარებს, ადასტურებს ფოთის მთავარი არქიტექტორი ნუკრი ტუღუში. მისი თქმით, ძეგლის სტატუსი მინაშენს 2008 წელს მიენიჭა.
საპროტესტო აქცია ფოთშისაპროტესტო აქცია ფოთში
x
საპროტესტო აქცია ფოთში
საპროტესტო აქცია ფოთში

მიუხედავად ბოლო დღეებში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა, ჯერჯერობით არავის გაუპროტესტებია კოშკის ფლიგელში მოქმედი კაფე-ბარის შესაძლო დახურვა. ფოთელები აპროტესტებენ არა კვების ობიექტის გაუქმებას, არამედ ისტორიული ძეგლის ნაწილის დემონტაჟს.

კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნათქვამია: „ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან მეცნიერული კრიტერიუმებით დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“

ნიკოლაძის კოშკის შემთხვევაში არც რაიმე დაზიანებაზე შეიძლება საუბარი, და არც, მით უმეტეს, მის განადგურებაზე. ასეა თუ ისე, კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ძეგლის დემონატაჟი ვერ განხორციელდება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
04.09.2012 23:47
1985 წელს დაწყებული პერესტროიკით თავზარდაცემული ქართველები ყოველ წუთს ელიან არამარტო საქართველოს მთლიანად დაქცევას! მოსკოვში ბილოგიის მუზეუმი საბჭოთა დემოკრატიის გმირებმა პუსი რიოტმა უკვე გადააკეთეს საჯარო ჯგუფურ-არტისტული სექსის დაწესებულებად ასე რომ გაქანებული მიდის ევრაზიის და მისი არემარის პერესტროიკა სოდომ-გომორად. რა დროს კოშკია? ვისაც შეგიძლიათ კიდევ თავს უშველეთ თუ სხვებისთვის შველა არ შეგიძლიათ!

ავტორი: su საიდან გვწერთ: su
30.08.2012 12:40
მაგ საზკვების ობიექტში, ყველაზე მაგარი ყავა კეთდება მთელს ფოთში
მაგ კაფეს ფოთისათვის ძალიან დიდი კულტურული მნიშვნელობა გააჩნია
ფოთელები შეცდნენ, როცა თეატრი გამოაგდეს შენობიდან და ტაძრად გადაკეთება დაიწყეს, მაშინ უნდა დამდგარიყო მთელი ქალაქი ფეხზე და არ მიეცათ ამის უფლება

ავტორი: მალხაზ კოხრეიძე საიდან გვწერთ: თბილისი
30.08.2012 09:41
კვადრატული ფორმის იყო ფოთის ციხე და მის ყოველ კუთხეში, ასევე კვადრატული კოშკები აღმართეს. შემდეგ ციხის რეკონსტრუქცია დაიწყეს და საამშენებლო მასალა სხვაგან გამოიყენეს. ამ დროს შენარჩუნებული იქნა მთავარი კოშკი, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით რესტავრაცია გაუკეთეს. კოშკში ფოთის მოურავი ნიკო ნიკოლაძე შესახლდა.
როცა ნიკო ნიკოლაძემ ფოთის მოურავის თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, კოშკის მუდმივ სარგებლობაში დატოვება მოითხოვა. გადადგომამდე რამდენიმე წლით ადრე კოშკს, მავანმა ცეცხლი წაუკიდა. „როგორც გამორკვეულა ღამით ბოროტ-გამზრახველს ჩამოუღია ქუჩის ფარანიდამ სანავთე,მიუსხამს ნავთი ნიკოლაძის სადგომის კუთხეზე და წაუკიდნია ცეცხლი. ავარდნილ ალს მიუქცევია ქუჩის დარაჯის ყურადღება,რომელიც მივარდნილა ადგილზე და შეუპყრია ბოროტ-გამზრახველი. დაუყონებლივ შესდგომიან ცეცხლის ქრობას და კიდევაც გაუქვრიათ. შეპყრობილის ვინაობა ვერ გამოურკვევიათ. ამბობენ,რომ მას შურისძიება ნდომებია თავისი ამხანაგების მაგივრად,რომლებიც პოლიციამ შეიპყრო წინა დღით ნ. ნიკოლაძის ბინის გაქურდვისათვის“ იუწყებოდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“

ავტორი: ანონიმი
29.08.2012 02:12
საფრანგეთში არის საოცარი რამე: არც ისე მინიატურული საფრანგეთი ღია ცის ქვეშ. ფეხით შეგიძლიათ ნახოთ მთელი საფრანგეთის ლამაზი დაბები და ქალაქები,ძეგლები ეკლესიები,მონასტრები. ყველაფერი არის ზედმიწევნით დოკუმენტურად შესრულებული ასლები. ეხლა საფრანგეთში რომ დაიწყონ ყველაფრის პერესტროიკა დარჩება რაღაც ადგილი სადღაც ვიღაც რაღაცას გაიგებს იმაზე თუ რა ლამაზი რამე იყო საფრანგეთი. ასეა არა მარტო საფრანგეთში სხვათა შორის. ნორმალური ხალხი ასე შვრება და ასეთი ნორმალური ხალხის გამოჩენას გისურვებთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.08.2012 20:27
თუ ეს ტერიტორია გაყიდულია ინვესტორზე :) მაშინ მამა ღმერთი რომ ჩამოვიდეს მიწაზე არ დათმობენ კოშკის არ დანგრევას

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
28.08.2012 14:59
ამ ბოლო დროს სულ სულხან-საბა ორბელიანის იგავი მახსენდება ხოლმე "მაოხრებელი მკვდარი". აქაც ეს გამახსენდა.

ყველაზე პოპულარული