"პუსი რაიოტის" წევრებს ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
"პუსი რაიოტის" წევრები (მარცხნიდან) - ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი ბრალდებულთა სკამზეx
"პუსი რაიოტის" წევრები (მარცხნიდან) - ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი ბრალდებულთა სკამზე
მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის" წევრები. მათ ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე მარინა სიროვას თანახმად, ისინი დამნაშავე არიან რელიგიურად მოტივირებულ ხულიგნობაში. სიროვას თქმით, ჯგუფმა გულმოდგინედ დაგეგმა 21 თებერვლის აქცია მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. პანკ-ჯგუფის მხარდამჭერი აქციები დღეს რუსეთისა და მსოფლიოს ათობით ქალაქში, მათ შორის - პეტერბურგში, ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზში, ვილნიუსსა და პრაღაში გაიმართა. „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერი განცხადება პოლ მაკკარტნიმ და მადონამაც გააკეთეს. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი გაასამართლეს ხულიგნობის ბრალდებით, როგორც ჯგუფი უწოდებს, „პანკ-ლოცვის“ გამო“, რომელიც მათ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს და რომლის ტექსტში მიმართვაა ღვთისმშობლისადმი, „პუტინი განდევნეო“.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)