ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:20

პოლიტიკა / მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი პირველ ოფიციალურ ტურნეს მართავს

ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ბელორუსიაში დაიწყო და გერმანიასა და საფრანგეთში აგრძელებს  თავის ტურნეს რუსეთის ახლად, მაგრამ უკვე მესამე ვადით, არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. მეზობელ - ალბათ,  რუსეთზე  ყველაზე მეტად დამოკიდებულ და, ამავე დროს, მსოფლიოში იზოლირებულ - მასპინძელთან ჩასვლა ვლადიმირ პუტინისთვის არ იყო ძნელი დიპლომატიური მისია. მიუხედავად ამ ორი ქვეყნის დროდადრო წაკამათებისა, გაზის სფეროში იქნება ეს თუ  სხვაგან,  მოსკოვი და მინსკი, ჩანს, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ამ ურთიერთგაგების საფუძველზე ეკონომიკური კავშირების გაფართოებას ემსახურებოდა მინსკის მახლობლად ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სტუმრის   შეხვედრა.  ბელორუსიის ავტოკრატმა მმართველმა, უზომოდ მადლიერმა ამ ვიზიტისათვის, სტუმარს განუცხადა: 

„მე თქვენი დიდად მადლობელი ვარ ამ ვიზიტის გამო. ეს სტუმრობა ბელორუსიასა და რუსეთს შორის  და ასევე სხვა ქვეყნებთან დადებულ   ბევრ ეკონომიკურ  ხელშეკრულებაზე  მნიშვნელოვანია.  ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს.“

გამოვყოფდი ბელორუსიის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ...
ვლადიმირ პუტინი ხელცარიელი  არ ჩასულა თავის მთავარ მოკავშირესთან. მისი თქმით, შეთანხმება მოხდა 3 მილიარდიანი  კრედიტის მესამე ტრანშის - 440 მილიონი დოლარის - მინსკისთვის გადარიცხვის შესახებ. პუტინს ამ ვიზიტისას ახლდა რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს, „როსატომის“ მეთაური სერგეი კირიენკო, რომელმაც დაადასტურა, რომ მიღწეული იქნა შეთანხმება ბელორუსიაში ახალი ატომური ელექტროსადგურის პირველი საფეხურის დაფინანსების შესახებ.  „როსატომი“  მშენებლობაში ჩაერთვება და ბელორუსია  მეზობლისგან, კრედიტის  სახით,  სულ 10 მილიარდ დოლარს მიიღებს.  პუტინისეული შეფასება ამ პროექტისა ასეთია:

„გამოვყოფდი ბელორუსიის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც ყველა შანსი აქვს გახდეს რუსეთისა და ბელორუსიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში უდიდესი  და ყველაზე თანამედროვე პროექტი.“

პუტინის სტუმრობის განსაკუთრებული ნაწილი იყო  ორი პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება. სხვათა შორის, ამ დოკუმენტში ორივე მხარე ადასტურებს, რომ შეეცდებიან საერთაშორისო სადავო საკითხები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოაგვარონ. იქვე, ქვემოთ, წაიკითხავთ, რომ ორივე ქვეყანა, აღიარებს რა, რომ ხალხებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად განსაზღვრონ განვითარების გზა, შეთანხმებული ძალისხმევით  წინ აღუდგება ერთიანი ეკონომიკური სივრცის, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების საქმეებში გარედან ჩარევას,  მათზე ზემოქმედების მცდელობებს  შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებით. ცნობილია, რომ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების გამო დასავლეთმა სანქციები დაუწესა მინსკს - ლუკაშენკოს და სხვა არაერთ ოფიციალურ პირს  აკრძალული აქვს ევროკავშირში მოგზაურობა.  ლუკაშენკოს ამ ვიზიტისას პუტინისთვის უთქვამს, რომ ბელორუსია მოსკოვის ყველაზე ახლო და ყველაზე ლოიალური მოკავშირეა.  ბელორუსიიდან პუტინი ერთი საათის დაგვიანებით ჩავიდა ბერლინში, სადაც მას შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. გერმანიასა და საფრანგეთში დღევანდელი ვიზიტები უკვე ატარებს სამუშაო ხასიათს. მთავარი თემა ბერლინში შეხვედრისა, თუ არ ჩავთვლით ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს,  სირიაა.

მე გერმანიის სახელით ვლაპარაკობ,  ყველა ზომას მიმართავს,  რათა არ მივიდეს იქ საქმე სამოქალაქო ომამდე და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაწამებამდე ...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ადრევე  მოუწოდა პუტინს,  შეზღუდოს დამასკისთვის მხარდაჭერა. ვესტერველე ამბობს, მოსკოვმა  უნდა აღიაროს, რომ რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ არ მივდივართ, როცა სირიაში ძალადობის შეწყვეტა გვსურსო.  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, რუსეთის მიდგომა ასადისადმი  საკვანძოა სირიის კრიზისში. თუმცა ბერლინს მიაჩნია, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენცია არ უნდა მოხდეს, მაგრამ, ამავე დროს, ანგელა მერკელი სირიაში ვითარებას კატასტროფულს უწოდებს.  მერკელს პუტინის იქ ჩასვლამდე მოუწოდეს, ზეწოლა მოეხდინა სტუმარზე. მწვანეთა პარტიის ლიდერმა კლაუდია როტმა განაცხადა, მერკელი  რუსულად საუბრით კი არ უნდა გაერთოს პუტინთან, საჭიროა ცხადად და ღიად უთხრას, რომ სირიაში სამშვიდობო გეგმა უნდა განხორციელდესო. რუსეთის პრეზიდენტმა ბერლინში პირობასავით დადო და თქვა,   „რუსეთიც, გერმანიაც, ჩვენი პარტნიორებიც ყველა ჩვენს შესაძლებლობას მივმართავთ იქითკენ, რომ არ დავუშვათ ძალადობის ესკალაცია და დავეხმაროთ ბატონ ანანს, მიაღწიოს დადებით შედეგებსო“. პუტინმა ისიც თქვა, სირიას იმ იარაღს არ ვაწვდით, რომელიც სამოქალაქო კონფლიქტებში შეიძლება იქნეს გამოყენებულიო.  სირია რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია იარაღის სფეროში. ამასთან, რუსეთს იქ  ყოფილი საბჭოთა კავშირის გარეთ ერთადერთი სამხედრო-საზღვაო  ბაზა აქვს.  

ბერლინში პუტინთან შეხვედრისა და ერთობლივი სადილის შემდეგ  კანცლერმა მერკელმა  განაცხადა, გერმანიასა და რუსეთს ერთობ ინტენსიური და კარგი მეგობრული ურთიერობა აქვთო, თუმცა მან სტუმარს არაპირდაპირ  დემოკრატიული რეფორმებისკენაც მოუწოდა.  მერკელმა, როცა  სირიის საკითხს შეეხო, თქვა, ძალადობის ესკალაცია არ უნდა დავუშვათო:  „ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ქვეყანა, მე გერმანიის სახელით ვლაპარაკობ,  ყველა ზომას მიმართავს,  რათა არ მივიდეს იქ საქმე სამოქალაქო ომამდე და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაწამებამდე“.

ბერლინიდან პუტინი ჩადის უკვე პარიზში,   სადაც თავის პირველ პირად შეხვედრას მართავს მასავით ახლად არჩეულ ფრანსუა ოლანდთან. ოლანდი პუტინის ჩასვლამდე ასევე ამბობდა,   სირიის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე უნდა დავითანხმოო.  სამხედრო ინტერვენციას სირიაში ოლანდი არ გამორიცხავს, მაგრამ თვლის, რომ ასეთ ზომას უნდა მიემხროს გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის ვეტოს უფლების მქონე წევრი რუსეთია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
09.06.2012 15:40
მგონი ბილი რომ ერქვა იმ კლინტონის მეგობარი დემოკრატი ელცინის მიერ დანიშნულმა პუტინმა ოდესელი ტარზანი გააგზავნა კოლუმბიელი ნარკობარონების რუსული საბრძოლო ვერტმფრენებით მომმარაგებლად (ეს ტარზანი ბოლო დროს ამერიკის რომელიღაც ციხეში ისვენებს) , ლონდონი გადააქცია მოსკოვად ტემზაზე, კვიპროსის ლიმასოლი ლიმასოლგრადად სადაც ამუშავებს რუს,უკრაინელ, მოლდოველ და ბელორუს ტურფებს. კარგი მესაზღვრეები არიანო რუსეთ-თურქეთის ახალ საზღვარზე.მოკლედ გაქანებული პერესტროიკაა, დანარჩენი მერე. გული არ გაიტეხოთ,ემილი დიკინსონი კარგი პოეტია.

ავტორი: ანონიმი
03.06.2012 00:19
ალბათ გაპრეზიტენდებამდეც შეხვედრია ვითარცა შპიონი ნორჩ პიონერ მერკელს და სახეზე ეტყობა სიყმაწვილის გახსენებით სიამოვნება.

ავტორი: ანონიმი
02.06.2012 02:26
გოგა ხაინდრავა რაინდია და აგი მგონი რაღაც დიდი ევროპული ჯილდო-წარჩინების პატრონი ასე რომ საბჭოთა დემოკრატიის ტურნეები აქეთ-იქით არაა მაინც და მაინც ახალი ამბავი. ართობენ სრულფასოვან დემოკრატიებს.გზა და გზა სობჩაკის ნაირ ვარსკვლავებს კარგავენ მაგრამ ამ ცხოვრებაში აბა რა არ ხდება.

ყველაზე პოპულარული