შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:39

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

ქართული პროდუქცია „პენტაგონის ბაზარს“ უმიზნებს?

ქართული "დიდგორი"ქართული "დიდგორი"
x
ქართული "დიდგორი"
ქართული "დიდგორი"

მულტიმედია

ფოტოგალერეა

26 მაისი თბილისში

აუდიო
ტექსტის ზომა - +
აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაძლოა ახალი ეტაპი დაიწყოს. ივლისის ბოლოს პენტაგონის ლოგისტიკის წარმომადგენლებმა პირველად გამოთქვეს მზადყოფნა, გაითვალისწინონ საქართველოს საწარმოო პოტენციალი იმ საერთაშორისო ტენდერებში, რომელთაც აშშ-ის სამხედრო უწყება ყოველწიურად აცხადებს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი და არ გამორიცხავს ქართული პროდუქციის „პენტაგონის ბაზარზე“ გასვლას.

საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკვე აწარმოებს საკუთარ ჯავშანტექნიკას, უპილოტო თუ პილოტიან თვითმფრინავებს, საბრძოლო მასალას და სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო აღჭურვილობას, თუმცა თავად ქართული ჯარისა და პოლიციური დანაყოფების მოთხოვნა დიდი არ არის. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ქართული სამხედრო პროდუქციის გატანა საერთაშორისო ბაზარზე, სადაც დიდი კონკურენციაა.

გასულ კვირაში, 10 ივლისს, თბილისმა პირველად უმასპინძლა სიმპოზიუმს თავდაცვის ლოგისტიკის საკითხებზე, რამაც საქართველოს ხელისუფლებას იმედი მისცა, რომ, სამხედრო პროდუქციის გარდა, ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილების საერთაშორისო ბაზარზე მსუბუქი და კვების მრეწველობის პროდუქციაც გავა.

ლოგისტიკის სიმპოზიუმს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ქართულ პროდუქციას „პენტაგონის ბაზარზე“ გასვლა უწინასწარმეტყველა.
 
ვანო მერაბიშვილივანო მერაბიშვილი
x
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
„ქართველ მეწარმეებს აქვთ საშუალება - მით უფრო, პრიორიტეტული საშუალება  - ჩაერთონ და მოახდინონ 47 მილიარდიან ბაზარში მონაწილეობა. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა; ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე რეგიონი ჩვენს გარშემო“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ასეთ ბაზარზე გასვლით მოხდება უფრო მეტი ქართული პროდუქციის გატანა და ქვეყანაში ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. სიმპოზიუმზე მყოფმა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ კი, ბათუ ქუთელიამ, ქართული ნაწარმის ამერიკულ ბაზარზე გატანის წინაპირობად საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაასახელა:

„სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის აშშ-თან და რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რაც გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს როგორც ქართულმა ბიზნესმა, ისე ყველა ჩვენმა მოქალაქემ იმ მექანიზმებით, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის სამმართველო გვთავაზობს - კერძოდ, ის, რომ ქართული პროდუქცია მოხვდეს მათი შესყიდვების ქსელში და, შესაბამისად, მისცეს ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა გააფართოოს თავისი საერთაშორისო ბაზარი.“

ერთი სიტყვით, ქართული პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, სიმპოზიუმის დამთავრებამდე უკვე გაკეთდა შორსმიმავალი და ოპტიმისტური პროგნოზები მასპინძლებისათვის. რაც შეეხება ამერიკელ სტუმარს პენტაგონის ლოგისტიკის სამმართველოდან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს, მათ კონკრეტულად არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ რა სახის ქართული პროდუქცია შეიძლება მოხვდეს თვალსაწიერ მომავალში, როგორც ვანო მერაბიშვილმა უწოდა, „პენტაგონის ბაზარზე“.  

ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ლოგისტიკის სიმპოზიუმიდან რეალურ ტენდერამდე დიდი დროა და ჯერ ქართველმა მეწარმეებმა ის სპეციფიკა უნდა ისწავლონ, რომელსაც ამერიკის თავდაცვის სისტემის ლოგისტიკური უზრუნველყოფა ეყრდნობა.
რა თქმა უნდა, ეს ქართული ბაზრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც არის დიდი პოტენციალი კომპანიების განვითარებისათვის და, მეორე, იმისათვის, რომ საქართველოში დამკვიდრდეს უმაღლესი სტანდარტები წარმოების კუთხით და ეს ყველაფერი მოეხმარება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე ქართულ საზოგადოებას...

სპეციფიკა კი მარტივიცაა და რთულიც. მარტივია იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ტენდერებს გარკვეულ პროდუქციაზე პენტაგონი ღიად აცხადებს. მთავარი სირთულე კი ისაა, რომ პენტაგონის ტენდერების მოგებას უამრავი მსხვილი კომპანია უმიზნებს. შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ამ მძაფრ კონკურენციაში გამარჯვება მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციით და უფრო დაბალი ფასებით შეუძლიათ. თუმცა ამ კონკურენციისა არ ეშინია რძის პროდუქციის  მწარმოებელ კომპანია „სანტეს“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე ამბობს, პენტაგონის ტენდერში მონაწილეობა სერიოზული გამოწვევაა და იგი სასიკეთოდ აისახება ქართული პროდუქციის ხარისხზე:

„რა თქმა უნდა, ეს ქართული ბაზრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც არის დიდი პოტენციალი კომპანიების განვითარებისათვის და, მეორე, იმისათვის, რომ საქართველოში დამკვიდრდეს უმაღლესი სტანდარტები წარმოების კუთხით და ეს ყველაფერი მოეხმარება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე ქართულ საზოგადოებას.“ 

მოკლედ, საქართველოს პროდუქციის გასვლა პენტაგონის ბაზარზე მხოლოდ იწყება. წინ გრძელი გზაა, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან ჩანს, ამ გზაზე ბარიერები ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე წინათ იყო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აშშ-სა და საქართველოს შორის ყოველწლიურად იზრდება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი და აშშ-საქართველო სავაჭრო პარტნიორებს შორის უკვე მეშვიდე პოზიციაზეა. 

ოფიციალური თბილისი და ვაშინგტონი იმედოვნებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უახლოეს მომავალში ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.07.2012 18:51
ალეკოს წერილი მომეწონა და მის ერთ ფრაზას განვავრცობ:

ავადმყოფის და დამალული დიაგნოზის ამბავს, რაც საქართველოში ძალიან მძიმე რეალობად დგას

გადასარევად იმუშავეს რუსულმა და ქართულმა ძალებმა იმაზედ რომ საქართველოში ისე როგორც არც ერთ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში დაენერგათ ერთდროულად დამარცხებული და ტრაბახა ფსიქოლოგია

ჯერ იყო და პრეიზდენტი მოვკალით (და სულ სხვებს ვაბრალებთ)
მერე დედაჩვენები მოვკალით- ქუჩურით, ქურდულით, ჩხერვით. თავანებით, დაგინებებით
მერე საქართველო შემოგვაძარცვეს- მაგრამ სად გვეცალა აფხაზებთან და ოსებთან ჩახუტებისთვის - ბიწებს ჯაბასთან თავანი ქონდათ მისატანი და სოხუმში მაგის მეტი რა იშოვებოდა
მერე კი საერთოდ გაუნათლებლობის და უსაქმურობის მორევში გადავეშვით- ჩვენივე არჩევანი იყო ეგ

ანუ ხალხმა ვერ გამოარკვია ვინ ვართ და რა გვინდა ამ ცხოვრებისგან, ამასობაში ჩამოყალიბდა უამრავი საშინელი და დამახინჯებული სტერეოტიპი და დღეს უკვე ჩვენივე სტერეოტიპები გვმართავენ

ანუ ქართველებმა არ ვიცით რა გვჭირს და ვერც ვმკურნალობთ ამ სნეულებას

და თუ ვინმემ ითავა ამ დაავადებაზე საუბარი- ის მორალატე, მოძულე და ცუდია

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: moskva
18.07.2012 17:39
ვაა რა მაგარიააა...ესე იგი როგორც მივხვდი საქართველოში ეკონომიკა ამუშავდა,უმუშევრობა აღარაა,დიდძალ პროდუქციას ვუშვებთ,მთელ მსოფლიოს თუ არა ნახევარს მაინც ხომ ვამარაგებთ და მოკლედ აყვავდა ჩემი საქართველო?ესე იგი ჩამოვიდეთ?დავიძრათ რუსეთიდან 700000-ქართველი საქართველოსკენ? (ხოდა მერე ვნახოთ ვის დაჭირდება წამლები ინფარქტისა და ინსულინისგან).

ავტორი: aleko საიდან გვწერთ: new york
18.07.2012 17:01
ჩემო კარგო ნატო:ჯერ ერთი რომ ძალიან მეეჭვება შენ ამ კომენტებს ამერიკიდან წერდე,შენ რომ იცოდე აქ ამერიკაში კარგი ცხოვრების გამო არავინ ჩამოვსულვართ,მე ექიმი კაცი აქ ქარვოშში ვმუშაობ(თუ იცი საერთოდ რაა ეს),საქართველოში ოჯახი მყავს დარჩენილი და მათ აქედან ვარჩენ ყველა უმუშევარია 3-სულიან ოჯახში,უკვე გადავწცვიტე ისინიც სხვადასხვა გზებით NY-ში ჩამოვიყვანო,იმიტომ რომ ამ ფულების გზავნა საქართველოში იგივეა რომ ფული ყარო უძირო უფსკრულში,არაფერი გამოდის,ამ სულელურ დაპირებებს უკვე 20-წელია ბოლო არ უჩანს...და ჩემო ნატო დაიმახსოვრე ამას გეუბნები როგორც ექიმი:ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს როცა მძიმე ავადმყოფს უმალავ დიაგნოზს,ეუბნები ყველაფერი კარგადააო და უწერ სულ სხვა დანიშნულების რეცეპტს.მკურნალობა იწყება სწორი დიაგნოზით და გრძელდება ადეკვატური მკურნალობით.მოცემულ შემთხვევაში კი პაციენტი(საქართველო)უკვე საჭიროებს სასწრაფო-ადეკვატურ ქირურგიულ ჩარევას და არა ბროწეულის ოყნებს რასაც შენ გვთავაზობ(კოლეგავ)!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.07.2012 00:46
ნანო, ჩემო კეთილო ადამიანო, ისწავლე განსხვავება კრიტიკასა და სიძულვილს შორის თორემ შენი პოსტები ნიუ-იორკულს კი არა, გაუნათლებელი პროვინციული აზროვნების ნაყოფს უფრო ჰგავს, რომელიც ვერ ანსხვავებს კრიტიკასა და სიძულვილს ერთმანეთისგან

აქ საუბარი იმაზე არ გვაქვს ქართული ვარგა თუ არა, აქ საუბარი იმაზეა რომ ერთი იმპერიაც და მეორეც ჩვენით მხოლოდ იმიტომ ინტერესდება რომ გზაჯვარედინი ვართ სამყაროებს შორის

და არა იმიტომ რომ ბუშს კიდევ ხინკალი ესიზმრება და ობამა შურით სკდება თუ ვოვა სვავს ბორჯომს მაშინ მე რაღა დავაშავე რომ არ მასმევთ, მოვკვდი კაცი კუჭის წყლულის ტკივილებით იქნებ მაქაურმა მჟავემ მიშველოსო

ამ ვაგხანალიაში გვინდა (ნუ აქ მცხოვრებთ მინიმუმ) რომ ეგებ ისეთი ადგილი ვნახოთ ჩვენი ქვეყნისთვის რომ მარიონეტები კი არა, ამაყი ქვეყნის შვილები ვიყოთ

ქვეყნისა სადაც არ შიათ, არ სწყურიათ (თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენ არ გვიჭირს), სწავლობენ, შრომობენ, აქვთ ჯანდაცვა და სხვისი პაპკიდან ნაკარნახევით არ ცხოვრობენ

დიახაც ნიჭიერებიც ვართ და ბევრიც შეგვიძლია მაგრამ ამ პოლიტიკურმა ტვინისრეცხვამ აღარ დაგავაცალა საქმის კეთება. ერთია ნატო ნატო და იშიმშილეთო, და მეორეა და მე ფული მაქვს და თქვენ ნუ დარდობთ ვოვაც გავერდით გვეყოლებაო

ამას ჯანსაღი კრიტიკა ქვია და ქვეყნის და ხალხის სიიყვარულით არის გაჟღენთილი, არც პარლამენტის დერეფნები გველანდება და არც შავი პრიალა ჯიპები ამის წერისას

ეს გაიგე ჩემო კარგო და მერე აღარ გვეტყვი ქვეყანა გძულთო

ავტორი: Nano საიდან გვწერთ: USA
17.07.2012 20:37
ადამიანებს საკუთარი ქვეყანა ასე სძულდეთ მართლა არსად მინახავს. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მრავალი ეროვნების მეგობრებიც მყავს, მაგრამ მსგავსი ფენომენი არსად შემინიშნავს. რამ გაგაბოროტათ ხალხო ასე? რით ვერ ეგუებით იმას რომ წარმატებული ადამიანები შეიძლება საქართველოშიც ცხოვრობდნენ? რატომ გგონიათ რომ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ხარისხიან პროდუქციას? რომელიმე თქვენგანი ყოფიპა ამერიკაში? იცით რამდენი ნაგავი ჩინური პროდუქტი იყიდება აქ? და არა მარტო ჩინური, რუსულიც მათ შორის. ესაა ის ქვეყანა სადაც შეიძლება მართლა ყველაფერი გაიყიდოს. საქართველოში კი მართლა არის უამრავი საინტერესო წარმოება. ჩვენს პროდუქტს არაჩვეულებრივი გემო აქვს. პრობლემა უფრო ისაა რომ სპეციალური დანამატები სჭირდება დიდხანს რომ შეინახოს. ასევე დიდი შრომა უნდა ასეთი კონკურენციის პირობებში ადგილი დაიმკვიდრო. შეუძლებელი ეს არაა. მოინახებიან გონიერი, წარმატებული ადამიანები და გააკეთებენ ამას. აი თქვენ კი შურიანებო წამლები მოიმარჯვეტ იმ დროისთვის რომ ამ წარმატებამ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი არ დაგმართოთ. ნუ იქნებით შურიანები. შური და ბოგმა კლავს... ამას როგორც ექიმი გეუბნებით!!! კარდიოლოგი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ.

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
17.07.2012 05:29
პენტაგონის ბიუჯეტიდან გარკვეული (მაპატიეთ ალბათ საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვრელი უნდა მეთქვა) თანხით დაფინანსდება ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ხელისუფლება. ეს არის და ეს.
რაც შეეხება მინერალურ წყალი, ხილის კომპოტი და ქართული წარმოების შიბაქი და „პატიაშკები“ იქნება სარჩული ოფიციალური დამადასტურებელი ამერიკული ფულის წარმომავლობისა.
ააა, წუწურაქო კაპიტალისტებო ისევე როგორც რუსებს თავენც გჭირდებით არა?1 ჩვენ ყველას ვჭირდებით რადგან მსოფლიოს გზაჯვარედინზე ვიმყოფებით!

ავტორი: lia საიდან გვწერთ: poti
16.07.2012 12:19
ხალხნოოოო ნუ ხართ დაუნახავები,როგორ დაგაბრმავათ ამ საზიზღარმა ბიძინამ,რატომ არ გინდათ დაინახოთ ქართველებმა ის რასაც ნათლად ხედავს მთელი მსოფლიო,რომ ჩვენ უკვე ვამარაგებთ ამერიკასაც და ჩინეთსაც იარაღით და პროდუქტებით,მსოფლიოში ბუმია ატეხილი ჩვენს გრანდიოზულ პროდუქციაზე,რომ საქართველოში სიტყვა უმუშევრობა არავინ იცის რას ნიშნავს,რომ აქ დემოკრატია ყვავის,ციხეებში ისეთი პირობებია რომ დედათა მონასტერი გეგონებათო,ქართულ არმიას მოსკოვი ალყაში მოუქცევია და პუტინი ტყვედ აუყვანიათ,და ბოლოს საქართველოს ახალმა პრემიერმა შემოგვთავაზა გეგმა რითაც ჩვენ წარმატებით ავითვისებთ მთვარისა და მარსის ბაზრებს,ხოლო თუ ორი სამი ოთხი წელი კიდევ დავაცდით მიშიკოს,მაშინ ჩვენ წარმატებით ავითვისებთ მთელს გალაქტიკას...ზიზღი თქვენ დაუნახავო ბიძინისტებო,ზიზღი!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
16.07.2012 08:03
ვინც გინდა და სადაც გინდა იქ მოძებნე, ჩამოვლენ, ააშენებენ ქარხანას, გახსნიან დიდი ზარ-ზეიმით, მიშას მანდ მისვლას ვინ დაასწრებს და დააკვირდით მერე მიშას ფონზე სახე-წაშლილ მეწარმის აჩრდილს- მეწარმის რომელსაც მინიმუმ 70-80%იანი წილი მოსთხოვეს არათუ მოგებიდან, საერთოდ ბრუნვიდან

ადგება მეწარმე- ჩაალაგებს ჩანთას და წავა და სხვებსაც ეტყვის მაგ კანიბალებში არ ჩახვიდეო

ჩვენ კიდე ვსხედვართ საქართველოში და ვოცნებობთ როდის ჩამოვა ფულიანი ბიძია და დაგვირიგებს ფულებს

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
16.07.2012 01:38
რომელ მეწარმოებაზე ლაპარაკი ხელისუფლების მხრიდან, როდესაც პირად ქონებას არაფრად აგდებს ხელისუფლება.

როდესაც პირად ქონებას ეხები და არ ცნობ მეპატრონის უფლებას ის გააჩნდეს საკუთრებაში, რაშიც ფული გადაიხადა ან ისე მიიღო. მაშინ რაიმე გრძელვადიან მეწარმეობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

სერილი წარმოება არ არის სტაბილური გარდა კვების პროდუქტებისა. ეს არი მეტად სუსტი მდგომარეობა. დღეს საერთაშორისო ბაზარზე სტაბილურ წარმობეს კი უზურველყოფს უცხოელი ინვესტორი, რომელსაც აქვს ბაზარი შესწავლილი და დამატებითი წარმოების გაზრდით, საქონლის ჩაწოლით არ რისკავს.

ქართველებს ღვინის და თხილის მეტი ვერაფერი გაგავაქვ და უცხოელი ინვესტორის გარდა, ჩვენ მწვანე მინდორზე შექმნილი პროდუქციით ბაზარს ვერ დავფარავთ.

დაფიქრება უნდა თუ შუა აზიის ქვეზნებში ან გავითრებულ ქვეყნებში რაიმე პერსპექტივა გამოინახოს.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
15.07.2012 21:30
ჯიმი შენ ის გავიწყდება რომ პაკისტანს არ მიშა ყავს არც ვანო და არც მათი მტერი და დამაფინანსებელი ბიძინა ;) იქ რომ გადავაგზავნოთ ეს მარგალიტები - ერთი წინასაარჩევნო პერიოდი და... პენტაგონის ლოჯისტიკა აუცილებლად ჩაფრინდება პაკისტანშიც ;) ბლეფია ეს, წინასაარჩევნო ბლეფი

ანუ ვანოს უკვე საქართველოს კავკასიური ლიდერობის პერსპექტივა აღარაფრად მიაჩნია (ჯერ ჩამოუყალიბებელიც ამავდროს) და უკვე ჩრდილოეთ ამერიკის დაპყრობა გადაუწყვეტია

იცით რა?! მომწონს ეს ამბიცია, ოღონდ მეცინება თან

ეხლა რაც შეეხება ხარისხის საკითხს, მანდ ვერ დაგეთანხმები ჯიმი - თუ ექნება ქართულ მეწარმეობას იმის მოტივაცია რომ უმაღლესი დონის ნაწარმი გაიყიდოს დასავლეთის ქვეყნებში - იცოცხლე გადასარევად შეასრულებენ პირობებს, თუმცა მანამდე ბევრი დროა

იმ ადამიანების რიცხვს არ ვეკუთვნი ვინც ფიქრობს რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია - პირიქით, ძალიან ბევრი შეგვიძლია, მონდომება გვაკლია და დაფასება! თუ რათქმა უნდა დღეს წარმატებულ მეწარმეს ხვალ დემოკრატიისა და ნატო ინტეგრაციის სახელით ვინმე წილში არ ჩაუჯდება ან ბიზნესს არ აახევს

ავტორი: Nano საიდან გვწერთ: USA
15.07.2012 21:26
რა უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები. ყველაფერზე უარყოფითი აზრი როგორ უნდა გაგვაჩნდეს? ამ კომენტარის ავტორი ეტყობა არასდროსაა ნამყოპი ამერიკაში და მხოლოდ მითები თუ გაუგონია აქაურ ბაზარზე. უკვე მესამე წელია ვცხოვრობ ნიუ იორკში და შესაბამისად შემიძლია გარკვეული წარმოდგენა მქონდეს ზოგადად ამერიკულ ბაზარზე (რა თქმა უნდა არა სამხედრო ბაზარზე). გარწმუნებთ ამ ბაზარზე ძალიან ცოტაა ისეთი პროდუქცია როგორც ზოგიერთი ქართული ნაწარმია. საქართველოში რძის პროდუქტებს ნამდვილად აქვს რძის გემო, აქ კი თვალდახუჭული თუ მიირთმევ და შესაბამისად არ გეცოდინება რას აგემოვნებ ნამდვილად ვერ მიხვდები რძისგანაა დამზადებული თუ რაიმე სხვა ნივთიერებისგან. რა თქმა უნდა არის უმაღლესი ხარისხის პროდუქციაც, მაგრამ მათ მრავალჯერ აღმატებული ფასი აქვთ. ასე რომ სულ ტყუილად არ გჯერათ იმისი რომ ქართულ პროდუქტს აქვს შანსი გაიყიდოს ამერიკულ ბაზარზე. მაგალითად მინერალური წყლები რომ ავიღოთ საერთოდ არაა ჩვენნაირი პროდუქტი ამ ბაზარზე. აქ უბრალოდ სხვა დონის რეკლამაა საჭირო რომ შემოვიდეს ქართული წყლები თორემ ნამდვილად რომ გაიყიდება ეს უდავოა. ძალიან მძიმეა ყველა ის წყალი რომელიც აქ იყიდება. მცირე რაოდენობით შემოდის ქართული წყლები და რამდენსაც ვადარებთ ნამდვილად ჩვენი სჯობს. ამას ყველა ჩვენი ამერიკელი მეგობარიც აღნიშნავს. ასე რომ...

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვარშავა
15.07.2012 20:09
თავიდან მეც გავოგნდი, ეს რომ წავიკითხე, მაგრამ თურმე ძირითადად წყლის, მშრალი ხილის, კონსერვების და ხილის წვენების მიმართ არსებობს ინტერესი და ეგ კი შეგვიძლია, მაგრამ ეგ ბაზარი 47 მილიარდიანი ნამდვილად არ იქნება :)). შეიძლება, დიდი-დიდი - 47 მილიონიანი იყოს და მანდ ბევრი კონკურენტი გვეყოლება თურქეთის და ისრაელის ჩათვლით

ავტორი: goga საიდან გვწერთ: batumi
15.07.2012 17:57
გთავაზობთ შემოვიღოთ რუბრიკა სახელწოდებით "სტატია-ანეკდოტი",დარწმუნებული ვარ რომ ეს სტატია აიღებს მსოფლიოში პირველ ადგილს...გმადლობთ რომ გაგვამხიარულეთ ამ გაჭირვების ჟამს.

ავტორი: lasha საიდან გვწერთ: tbilisi
15.07.2012 17:31
თქვენ გაგახარათ ღმერთმა რა,ასე კაი ხანია არ მიცინია...მე თვითონ ყოფილი სამხედრო ვარ და ასეთი ანეკდოტი ქართული იარაღის წარმოებაზე სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...ცნობისათვის სამხედრო ინდუსტრიას სჭირდება მძლავრი ეკონომიკა,მძიმე მრეწველობა,მსუბუქი მრეწველობა,ქიმიური მრეწველობა,გრანდიოზული საწარმოები და ქარხნები და საერთო მთლიანი ეკონომიკის უპრეცენდენტო სიძლიერე რაც მსოფლიოს სულ რამოდენიმე ქვეყანას აქვს,და აქ რა სისულეებს გვიყვებიან,ამათ ქართველები ჩლუნგები ხომ არ ვგონივართ.ისიც კარგათ ვიცით ყველამ ამ თითო ორორა ეგზემპლიარებს როგორ აწყობენ, უცხოეთში-კერძოდ მესამე ქვეყნებში ნაყიდი კონტრაბანდული დეტალებით,ვინაიდან საქართველოსთან არცერთ ნორმალურ ქვეყანას არ სურს სერიოზული ურთიერთობა ამ საკითხში,იმიტომ რომ შეიძლება მეორე დღეს მიშიკომ ომი დაიწყოს,ან რამე უბედურება დაატრიალოს.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
15.07.2012 15:12
ღმერთო ჩემო :)

რომელი ქართული საწარმო უშვებს პროდუქციას იმ დონეზე, რომ აშშ "პროდუქციის ხარისხის სამსახურმა" დაამტკიცოს :))? კომედი შოუა ეს ხელისუფლება :). ვინმე ორგანიზაცია დაიქირავონ, რომელიც ქართული მრეწველობის პოტენციალს გამოითვლის და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პრესპექტივებს აჩვენებს.

ღვინო? შეიძლება.

"დიდგორს" ან იმ თვითმფრინავი თავისი გაჭირვება ეყოფათ :). პროტოტიპებია და სერიული წარმობისკენ კიიიიდევ ბევრი აკლია.

მაგალითად პაკისტანს გაცილებით სოლიდური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, თანაც აშშ დამხარებით მაგრამ ჯერ ვერ ნახა ამ ქვეყნის პროდუქციამ აშშ ბაზრის კარების გასაღები.

ყველაზე პოპულარული