ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:33

კვირის შეკითხვა

როგორ აფასებთ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ოჯახში ქალს მამაკაცზე დაქვემდებარებული როლი უნდა ჰქონდეს?

ტექსტის ზომა - +
როგორ აფასებთ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ოჯახში ქალს მამაკაცზე დაქვემდებარებული როლი უნდა ჰქონდეს?

მიიღეთ მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფორუმში და კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mari საიდან გვწერთ: inglisidan
24.05.2012 00:51
შეკითხვა არასწორადაა დასმული და გვიბიძგებს, ცილი დავწამოთ პატრიარქს და მისი სრულიად სხვა კონტექსტში ნათქვამი სიტყვები ქალთა უფლებების შემლახველ გამონათქვამად მივიჩნიოთ. გაუგებარია, რატომ თესავთ სიძულვილს პატრიარქის და ეკლესიის მიმართ. განა საქართველოში ნებისმიერ ინსტიტუციაში არ არიან კარგი და ცუდი ადამიანები? ეკლესიაც ხომ ამ ქვეყნის ნაწილია და რატომ ელით მისი ყველა წარმომადგენლისგან შეუბღალავ, ანგელოზებრივ სიწმინდეს და ჭეშმარიტების უეჭველ ქადაგებას? თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც ჩვეულებრივი ქართველები მყოფობენ, თავიანთი ქართული ნაკლით და ღირსებით. რაც შეეხება პატრიარქს, მთლად ნამუსგარეცხილი უნდა იყო, რომ მისი სახელის ლაფში ამოსვრა მოინდომო.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
12.05.2012 00:05
იერარარქია ღმერთმა დაადგინა, ვისაც ღმერთის გზა აქვს არჩეული ის სწორად მიიჩნევს , დანარჩენს ღმერთმა გაუნათლოს გონება, დასწორად წარამართვინოს ცხოვრება.

ყველაზე პოპულარული