ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2014 თბილისის დრო 18:35

საზოგადოება / საქართველო

რაბათის გაზრდილი გადასახადები თუ უკანონო გადახდები?!

რაბათის ციხერაბათის ციხე
x
რაბათის ციხე
რაბათის ციხე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რაბათის ისტორიული კომპლექსი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ვანო მერაბიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახალციხის ციხეში ვიზიტს ასახავს, დღეს ენერგეტიკის მინისტრი გამოეხმაურა. კახა კალაძემ რაბათი მოინახულა და განმარტა, რომ ორგანიზაციებს ახალციხის ციხე მაღალი გადასახადების გამო არ დაუტოვებიათ; ხელშეკრულება მათ 2013 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული და მათმა დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება საკუთარი შემოსავლების მიხედვით მიიღო.

25 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, როგორ  ათვალიერებს ციხე-ქალაქს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორსა და ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატთან  ერთად. ციხის შემოვლის დროს რეგიონის პირველი პირი ვანო მერაბიშვილს ბოლო დროს იქ  არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრება. მისი განცხადებით,  უკანასკნელ ხანებში რაბათში მოქმედი თითქმის ყველა ობიექტი დაიხურა. ამის მიზეზად ივანე წიკლაური ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს ასახელებს.
ზარაფხანა,  საქართველოს ბანკისა და ბილაინის ფილიალები, ცნობილი ბრენდების ობიექტები და სხვადასხვა მაღაზიები – დღეისათვის ყველა დახურულია.  იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მდგომარეობა რაბათში ახალმა ხელისუფლებამ შექმნა და კომპანიები აიძულა ტერიტორია დაეტოვებინათ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უარყოფენ.  რამდენადაც, გამგებლის აზრით, რაბათში არსებულ ყველა კერძო კომპანიას საკუთარი კომუნალური გადასახადები თავად უნდა გადაეხადა, ახალმა ხელისუფლებამ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ბრენდს და კომპანიას გადასახადების გადახდა შეუწყვიტა. სახელმწიფო არ არის ვალდებული,  აბსურდული ხელშეკრულებების თანახმად, რომელიც მაშინ კერძო კომპანიებს დაუდეს, მათ მიერ  დახარჯული სინათლისა და გაზის გადასახადი  გადაიხადოს, –ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი.

კახა კალაძემ რაბათის ციხე დაათვალიერაკახა კალაძემ რაბათის ციხე დაათვალიერა
x
კახა კალაძემ რაბათის ციხე დაათვალიერა
კახა კალაძემ რაბათის ციხე დაათვალიერა
კერძო კომპანიების კომუნალური ხარჯების დაფარვას  ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკანონო ქმედებად მიიჩნევს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. ოლეგ სანდროშვილი იურიდიული პირების მიერ ახალციხის ციხის ტერიტორიის დატოვებას მომხმარებლის სიმცირეს უკავშირებს. ის, რომ რაბათს ბევრი ტურისტი სტუმრობდა, გარკვეულ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული. ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების პიარკამპანია გახლდათ, – ირწმუნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ფართების გაქირავების პრობლემა აღარ იქნება, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე. ახალციხის ციხეს ამ ეტაპზე დღეში 100 ტურისტამდე სტუმრობს, რაც, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით მცირე მაჩვენებელია. ტურისტული კომპლექსის დირექტორი ობიექტზე დამთვალიერებლის რიცხვის  მომატებას საგაზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად ელის. ბესიკ ბლიაძე განმარტავს, რომ კომპანიების ნაწილს, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, ხელშეკრულება 2013 წლის მაისის თვემდე აქვს გაფორმებული, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ სეზონის დადგომასა და ტურისტების მატებასთან ერთად ციხეს ისინიც დაუბრუნდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და ახლა უკვე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ ხელშეკრულება 2013 წლის მაისამდე სატესტო რეჟიმის გამო გაფორმდა. გელა დემეტრაძე ახალ ხელისუფლებას ციხის რეკლამირებას ურჩევს.

ციხის ტერიტორიაზე გადაღებები ადმინისტრაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული. ვანო მერაბიშვილის ვიზიტისა და გადაღებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გუბერნატორი ფლობდა, – ამბობს ციხის დირექტორი ბესიკ ბლიაძე. იგი ირწმუნება, რომ კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შემდეგაც ტურისტული კომპლექსის კომერციული ფართები ათვისებული იქნება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: maiko საიდან გვწერთ: akhaltsikhe
21.03.2013 23:27
1. კახი კალაძე ახალციხესთან ახლოს მდებარე მაღალი ძაბვის ქვესადგურს ეწვია გავრცელებული ვიდეოდან მეორე დღეს, თავადვე მოინახულა რაბათი და გააკეთა კომენტარი.
2. გადაღება შეიძლება, თუმცა საქმის კურსში უნდა იყოს ციხის ადმინისტრაცია (ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო).
3. ვიზიტორი ნამდვილად ბევრი იყო. რთულია თქმა, ამის მიზეზი მხოლოდ პიარკამპანია იყო, ტურისტული სეზონი თუ სხვა რამ (ზამთრის განმავლობაში დამთვალიერებელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რა იქნება ზაფხულში, ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება).

ავტორი: leva
01.03.2013 16:22
აი ეს არის ერთ-ერთი ის ცუდი ძირითადი საკითხი, რაც ახალ ხელისუფლებას ახასიათებს.
ცდილობენ შეანელონ და საერთოდ გააჩერონ ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითერება. ხან ერთ რაღაცას ეცემიან ხან მეორეს. არ აქვთ გეგმა რა უნდა გააკეთონ და მთელი რესურსები მიმართეს უაზრო სოციალურ პროექტებში, რაც მალე სავალალო შედეგთან მიგვიყვანს... თუ უნფრასტრუქტურა არ განვითარდა არ იქნება შემოსავლები და ეკონომიკური განვითარება და მალე თუ ასე გააგრძელდა სახელმწიფო ამოწურავს რესურსებს და აღარ ექნება გასაცემლები.

მარტო ”სამართლიანობის აღდგენა” არ უშველის საქმეს. საზოგადოებამ მხარე არ უნდა დავუჭიროთ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნისათვის, რომელიც უარესი შეიძლება იყოს

ავტორი: mari
26.02.2013 22:23
1. რატომ ენერგეტიკის მინისტრი?
2. გადაღება რათომ არ შეიძლება?
3. . . . რაბათს ბევრი ტურისტი სტუმრობდა, . . . წინა ხელისუფლების პიარკამპანია გახლდათ ?

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 21:37
ჩვენ საგარეოს რომ დიდი ხანია სისულელეებით სავსე ტანკში აქვს ჩაყოფილი თავი ეს ნათელი. ფანჯიკიძემ ალბათ პირველად გაიგო რა არის ესეთი ორგანიზაციები. ესეთი "ტანკები" სიპრის მონაცმებით 1600 მეტი მსოფლიოში და მათი უმრავლესობა აშშ და ევროპაშია.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული