Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მორაგბეების მძიმე მატჩი და ისტორიული გამარჯვება


"ბორჯღალოსნები" ნამიბიასთან შეხვედრის დაწყებამდე
"ბორჯღალოსნები" ნამიბიასთან შეხვედრის დაწყებამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა ასპარეზობა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისსა და უელსში იმართება. ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატებში თავისი მონაწილეობის ისტორიაში პირველად, მოიპოვა ერთ ტურნირში მეორე გამარჯვება: 7 ოქტომბერს ანგარიშით 17:16 დაამარცხა ნამიბიის ნაკრები, თუმცა ბევრი მოელოდა (არამარტო საქართველოში), რომ საქართველოს გუნდის უპირატესობა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტ დავით კაკაბაძესთან საუბარი დავიწყეთ იმით, რომ ნამიბიის ნაკრებთან ქართველი მორაგბეების გამარჯვება, რბილად რომ ვთქვათ, იოლი არ ყოფილა.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG