ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 22:36

მულტიმედია / TV

”გაბრაზებული ახალგაზრდები”

ტექსტის ზომა - +
50-იან წლებში ინგლისურ ხელოვნებაში და ლიტერატურაში მოვიდა ახალი თაობა, რომელიც თავიდანვე დაუპირისპირდა ბრიტანულ კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ამ მოძრაობამ იმდენად რადიკალური ხასიათი მიიღო, რომ ახალგაზრდა მწერლებს, დრამატურგებს, რეჟისორებს, მსახიობებს კრიტიკოსებმა ”გაბრაზებულები” უწოდეს.

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა, რომელიც თავიდან ბოლომდე ლონდონშია გადაღებული, დაგვაბრუნებს 50-იანი, 60-იანი წლების ინგლისში, გაგვახსენებს, რა ხდებოდა იმ დროის ბრიტანულ თეატრსა და კინოში, შეგვახვედრებს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს დღესაც ”გაბრაზებული ახალგაზრდების” ჯგუფს მიაკუთვნებენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: დნე
09.08.2012 22:50
არიან გაბრაზებული ახალგაზრდები და არამარტოახალგაზრდები და ბოლო დღეებში ევროპაში გაიზარდა 65 წელზე მეტი ხნის ადამიანთა თვითმკვლელობების რაოდენობა და თანაც იმდენად გაიზარდა რომ პანიკაა. თავს იკლავენ წამლების ყლაპვით,თავს იხრჩობენ,ფანჯრებიდან ხტებიან.თავს იკლავენ ცეცხლსასროლი იარაღით.85 წლის ასაკის შემდეგ კი თვითმკვლელობები სამჯერ-ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. წელიწადში თავს იკლავს დაახლოებით 3000 მოხუცი. მთლიანობაში კი წელიწადში თავს იკლავს დაახლოებით 10 000 ადამიანი. ისინი არ ითხოვენ დახმარებას,ისინი უბრალოდ თავს იკლავენ.

ესაა დაუჯერებელი ტანჯვის მოწმობა. საინტერესოდ გაგებულმა თავისუფლებამ დაუნგრია ოჯახები. შვილებმა უკეთეს შემთხვევაში ბებრების თავშესაფრებში ჩააბარეს და უკანმოუხედავად წავიდნენ.ჰერი ჰერი... მოკლედ ნეოლითის რევოლუციამდე თუ მოხუცებს უფსკრულში ყრიდნენ ეხლა ეს მოხუცები თვითმომსახურებაზე გადავიდნენ. ამ სტატისტიკის წაკითხვა შეგიძლიათ ევროპულ პრესაში ალბათ ინტერნეტითაც. იქვე წაიკითხავთ რომ მერიების სოციალური სამსახურები და არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები ცდილობენ შვილების და ახლობლების მიერ მიგდებული მოხუცების შველას და ზოგს თუ მიუსწრეს ცოცხალს შველიან კიდეც. ასე რომ არიან თანამედროვე ცხოვრებაზე და ასე ვთქვათ გნებავთ კულტურაზე თუ ცივილიზაციაზე გაბრაზებული მოხუცებიც. მათაც მიიღეს მონაწილეობა ასეთი რამის შექმნაში და ალბათ ნანობენ. ასე რომ ამაზეც დაფიქრდით. ყველას ელის სიბერე და ასეთი მონდიალიზაციის პირობებში ალბათ ასეთი ცხოვრებაც (ისიც საუკეთესო შემთხვევაში). იცოცხლეთ და გაიხარეთ.საბედნიეროდ კიდევ დარჩნენ მოხუცები რომლებიც თავს არ იკლავენ. ღმერთმა გააძლებინოს. თანამედროვე ცივილიზაცია არ მისდევს კავკასიურ ადათს რომლის თანახმადაც ცხოვრებისეული გამოცდილება,ასაკი ძვირფასი,პატივსაცემი და გასაფრთხილებელი განძია. იქნებ კავკასიელებმა გაიხსენონ და ინგლისურის მასწავლებლებად ჩამოსულ ევროპელებს ასწავლონ.

ავტორი: ანონიმი
28.07.2012 15:36
''ჯერ არ იყო გორბაჩოვის დემოკრატია,ბნელი ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ ეხლა ხო არის პროგრესი და ამ შეცდომის გამოსწორება შეიძლება''

ათეისტურ ქვეყანაში გორბაჩოვამდე ქრისტიანები ვიყავით მააშ .. ''დაჟე'' ქრისტესშობამდე 4 საუკუნით ადრეც ვიყავით მართლმადიდებლები ..

ავტორი: ანონიმი
28.07.2012 04:14
მაგ საძაგელი სტერეოტიპებს გაბრაზებული კი არა გამხეცებული ახალაგაზრები ებრძვიან ასე: შეიკრიბება რაც შეიძლება უფრო დიდი ბრბო რაც შეიძლება უფრო ბნელ დარბაზში სადაც უეცრად აინთება დამაბრმავებელი ჭრელი სინათლე და იწყება გამაყრუებელი ბრაგაბრუგი,ჟღრიალი და წივილ-კივილი სცენაზე არტისტთა თავდავიწყებული კუნტრუშით. ბრბოც რა თქმა უნდა არ ჩამორჩება საყვარელ არტისტებს. პარალელურად სვავენ რაღაც საზიზრობას,ეწევიან და იკეთებენ ნარკოტიკს და აქა იქ ხდება ის რასაც ადრე სოდომს და გომორას უძახოდნენ. ამის შემდეგ ვინც სახლამდე ან სასტუმრომდე მიაღწევს ხო კაი,ზოგს კი მერე ტემზაში და პოლიციის განყოფილებებში პოულობენ. თბილისში ისევ ყეენობა ბერიკაობის ჩატარებას გირჩევთ. ტივებზეც ქეიფი კაია. ტემზაში თუ პოულობენ მტკვარშიც იპოვიან. მერე როგორც იცოდნენ უბან-უბან საძმოები ერთმანეთს თავყბას ამტვრევდნენ. არ ხოცავდნენ. მაშინ ჯერ არ იყო გორბაჩოვის დემოკრატია,ბნელი ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ ეხლა ხო არის პროგრესი და ამ შეცდომის გამოსწორება შეიძლება. პატარა გამოცდილება უკვე გაქვთ.

ყველაზე პოპულარული