”ახალი ქართველები”
ტერმინი ”ახალი ქართველები” საქართველოში რუსეთიდან გავრცელდა. ეს იყო კლიშე, რომელიც რუსეთში დამკვიდრდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამდიდრებული, ე.წ. ”ნუვორიშების” დასახასიათებლად. მოგვიანებით ინტელექტუალთა წრეებში ”ახალი რუსების” მიმართ ქილიკიც დაიწყეს. თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ წრეში დაიბადა პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმი. რა ხდებოდა და რა ხდება საქართველოში? ვინ არიან ”ახალი ქართველები”? შეიძლება თუ არა ზოგადად დავახასიათოთ ქართველი ოლიგარქის ტიპი? ამ თემაზე ვისაუბრებთ ”წითელ ზონაში” ფილოსოფოს თათა ცოფურაშვილთან ერთად.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)