Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს „უპირობო ძირითად შემოსავალს“


შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა

კვირას შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 78 პროცენტმა უარი თქვა „უპირობო ძირითადი შემოსავალის“ იდეაზე, რაც ქვეყნის ყველა მოქალაქეს აძლევდა გარანტირებული ფულადი თანხის მიღების უფლებას.

ასეთი შემოსავლის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეები და ასევე ბინადრობის უფლების მქონე საზღვარგარეთის მოქალაქეები თვეში მიიღებდნენ 2,5 ათას შვეიცარიულ ფრანკს (2260 ევრო), ბავშვები 625 ფრანკს. გარანტირებული შემოსავლის მომხრეები აცხადებენ, რომ იგი ადამიანებს გაათავისუფლებდა აუცილებლობისგან ემუშავა უაზროდ მძიმე საქმეზე და მისცემდა შესაძლებლობას ცხოვრებაში დაესახა უფრო ნაყოფიერი და შემოქმედებითი მიზნები. შვეიცარიის მთავრობა ამ იდეას არ უჭერდა მხარს, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი შემოსავლის შემოღება დარტყმას მიაყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს და გამოიწვევდა გადასახადების გაზრდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG