ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით
"ქართული ოცნების" ოფისი გორშიx
"ქართული ოცნების" ოფისი გორში
საქართველოს რეგიონებში მოქალაქეებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მათ შორის, დაშინებისა და სამსახურიდან დათხოვნის ფაქტების შესახებ ინფორმაცია ამ ბოლო ხანებში ლამის ყოველდღიურად ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს უწყებათშორისმა კომისიამ შესაბამისი განცხადებაც კი გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელეების ან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომელთა გათავისუფლება მათი ან მათი ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური შეხედულებების გამო ზეწოლის საკითხს ”რეგიონალური მაცნეც” ეხმაურება. გთავაზობთ სიუჟეტებს რუსთავიდან,
გორიდან,
ლაგოდეხიდან და
ქუთაისიდან.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.