Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი კიევს ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს


აივარას აბრომავიჩიუსი
აივარას აბრომავიჩიუსი

დასავლეთის ლიდერებმა დადებითი შეფასება მისცეს რეფორმების განხორციელებისაკენ მიმართულ იმ ძალისხმევას, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომამდე იჩენდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრი. აივარას აბრომავიჩიუსმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ ტოვებს პოსტს, მმართველი პოლიტიკური ძალების ზოგიერთი წარმომდგენლის მხრიდან, რეფორმების დაბლოკვით გამოწვეული უკმაყოფილების გამო. აბრომავიჩიუსი ატარებდა უკრაინისათვის რეალური რეფორმებისკენ მიმართულ „მტკიცე ეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა 4 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, რომელმაც მოუწოდა კიევს, რათა შემდგომშიც გაატარონ ასეთი ანტიკორუფციული ზომები. კიევში აშშ-ის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ „ღრმად იმედგაცრუებულნი არიან“ აბრომიავიჩიუსის გადადგომით და გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინა გააგრძელებს რეფორმებს. უკრაინამ ეკონომიკური რეფორმების გატარების სანაცვლოდ მიიღო დაპირება, რომ მიიღებდა 17 მილიარდი დოლარის სესხს აშშ-ის, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG