გერმანიაში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა რკინიგზაზე ავარიის შედეგად. პოლიციის ცნობით, სამხრეთში მდებარე ბავარიის მხარეში ორი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა ერთმანეთს. დაშავდა 150 ადამიანი. გერმანიის მედია იუწყება, რომ შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა მისი რამდენიმე ვაგონი.ავარია მოხდა მიუნხენის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-მდე კილომეტრში, ქალაქ ბად აიბლინგთან. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი