”ჟურნალისტი ვარ, ხელი გამიშვი!..”
თამარ კორძაია, ია მამალაძეx
თამარ კორძაია, ია მამალაძე
რეგიონული მედიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ამ ბოლო ხანს, განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტები. საგანგებო შეხვედრაზე ისინი ერთმანეთის მიყოლებით ყვებოდნენ რა გადახდათ თავს... ფაქტები მრავლად იყო, მაგრამ - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც სინამდვილეში ხდებაო - უთხრა შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ. მანვე გამოთქვა შიში, რომ რეგიონული მედიის ჟურნალისტებსა და, ზოგადად, მედიაზე ზეწოლა გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. რა ფაქტებზეა საუბარი? ახლა გახშირდა თუ აქამდეც იყო მსგავსი შემთხვევები? როგორ აირეკლება რეგიონულ მედიაში არსებულ ვითარებაზე, ზოგადად, საქართველოში არსებული მედიაგარემო? სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ია მამალაძე და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
საუბარი თამარ კორძაიასთან და ია მამალაძესთან
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.