Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოპოზიცია მთავრობისგან პასუხს მოითხოვს კადიროვის მხრიდან "მუქარაზე"


რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი
რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის უფლებადამცველები მოითხოვენ მთავრობის პასუხს ვიდეოჩანაწერის მიმართ, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა, და რომელზეც ჩანს, როგორ უმიზნებს სნაიპერი თოფს რუსეთის ოპოზიციის ორ აქტივისტს. ვიდეოჩანაწერზე, რომელიც კადიროვის „ინსტაგრამზე“გამოქვეყნდა, ჩანს სნაიპერის შაშხანის ოპტიკური სამიზნე, მიმართული რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ოპოზიციური პარტია „პარნასის“ თავმჯდომარე, მიხაილ კასიანოვსა და ოპოზიციურ აქტივისტვლადიმირ კარა-მურზაზე, რომლებიც საუბრობენ. ვიდეოს ახლავს ტექსტი: "კასიანოვი სტრასბურგში ჩავიდა ოპოზიციის ფულისთვის. ვინც აქამდე ვერ მიხვდა, ახლა გაიგებს“. კასიანოვმა პირველ თებერვალს განაცხადა, რომ ის ვიდეოს პირდაპირ მუქარად მიიჩნევს და აპირებს პოლიციას მიმართოს ვითარების გამოსაძიებლად. ლევ პონომარიოვმა, უფლებადამცველი ჯგუფის,„ადამიანის უფლებებისთვის“, თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაქცია შესაბამისი უნდა იყოს. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ არ უნახავს ვიდეო და პირობა მისცა ჟურნალისტებს, რომ საკითხში გაერკვევა. გასულ თვეში კადიროვმა საჯაროდ უწოდა ოპოზიციის წევრებს „მოღალატეები“ და „ხალხის მტრები“. ამას მოჰყვა რუსი ოპოზიციონერების მოწოდებები კადიროვის გადადგომისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG