სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:39

პოლიტიკა / საქართველო

საქართველო - რუსეთი: მტრობა წამებული

რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტირუსეთ-საქართველოს საზღვარი, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
x
რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთისადმი არამეგობრულად, მტრულად განწყობილ ქვეყანათა ჩამონათვალში 41 პროცენტით ლიდერობს საქართველო, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ხუთეულში შემავალ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბალტიის ქვეყნებს: ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს. საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევითაც ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი შეშფოთებულია რუსეთიდან მომავალი საფრთხით. რას ფიქრობენ თბილისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ და რა კვებავს ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას?

ცნობილ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას განათლება მოსკოვში, კინოს საკავშირო ინსტიტუტში აქვს მიღებული. ერთი ხანობა „მოსფილმში“ მუშაობდა, მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. ელდარ შენგელაია შეწუხებულია რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, რომელიც, მისი აზრით, არც ერთი მხარისთვის სიკეთის მომტანი არ არის:

„კარგი იქნება, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებმა ეს პრობლემა გადაწყვიტონ და ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს. ჩვენ ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს - იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა სახის და ამის აღდგენა იქნება ძალიან კარგი ორივე მხარისთვის.“

საერთოდ მეტროპოლიას არ უყვარს, როცა მისი კოლონია მისგან მიდის. ვინაიდან საქართველოს არ უნდა რუსეთთან ყოფნა, რუსეთს სწყინს. ასე იყო ყოველთვის ...

თუმცა სინამდვილე ისეთია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის ნაცვლად ბოლო დროს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა უნდობლობა და მტრობა. სულ ახლახან მოსკოვში დაფუძნებულმა იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა რუსეთის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც საქართველო სათავეში უდგას რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანათა ჩამონათვალს. თანაც, თუ 2005 წელს ასე ფიქრობდა რუსეთის მოსახლეობის 38 პროცენტი, 2012 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 41 პროცენტამდეა გაზრდილი. დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულებაა საქართველოში რუსეთისადმი. 2012 წლის თებერვალში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის შედეგი გააცნო:

„88 პროცენტს არ მოსწონს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. მოსახლეობის ნახევარი, ანუ 49 პროცენტი, აცხადებს, რომ რუსეთი წარმოადგენს საქართველოსათვის რეალურად არსებულ საფრთხეს, ხოლო მესამედი, ანუ 30 პროცენტი, მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია.“

მაინც რა კვებავს ორი ქვეყნის მოქალაქეების ამგვარ განწყობას? რატომ აღიქვამენ რუსეთში საქართველოს მტრად? თბილისელი მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე ამ შეკითხვას ასე უპასუხებს:

„საერთოდ მეტროპოლიას არ უყვარს, როცა მისი კოლონია მისგან მიდის. ვინაიდან საქართველოს არ უნდა რუსეთთან ყოფნა, რუსეთს სწყინს. ასე იყო ყოველთვის - მაშინაც, როცა სპარსეთი გვმტრობდა, რუსეთისკენ რომ ავიღეთ გეზი. ახლა რუსეთს არ უნდა, რომ ვიმეგობროთ ამერიკასთან და ვიყოთ მის გარეშე. ისე, სხვანაირი პოლიტიკოსები რომ ყოფილიყნენ ჩვენი და მათი მხრიდან, შესაძლოა უფრო რბილი სიტუაცია ყოფილიყო, მაგრამ მტრობა მაინც იქნებოდა, თუმცა შესაძლოა არა ისეთი, როგორიც დღეს არის.“

ჯოვანი ვეფხვაძეჯოვანი ვეფხვაძე
x
ჯოვანი ვეფხვაძე
ჯოვანი ვეფხვაძე
ჯოვანი ვეფხვაძის მსგავსად ფიქრობს თბილისელი მზია ივანიძეც, თუმცა ის იქვე შენიშნავს, რომ საქართველოს არა რუსი ხალხი, არამედ რუსეთის მთავრობა მტრობს.

„თუ რუსეთის მთავრობას გულისხმობთ, უდავოდ ასეა! მარტო ქართველების მასობრივი დეპორტირება რად ღის, ანდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია!“, უთხრა მზია ივანიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მტერ-მოყვარის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ახალგაზრდებსაც მიმართა.

გოგონა: „არც ერთი ქვეყანა არ არის მტერი საქართველოსი. მტრულად რატომ უნდა იყვნენ განწყობილი დადებითი ერის მიმართ?“

ყმაწვილი: „ერთს გეტყვით, ჩვენი ყველაზე კარგი მეზობელი არის შავი ზღვა. ესე იგი, ყველა დანარჩენი ცუდია.“

გოგონა: „ყველაფერიდან, მათ შორის აგვისტოს ომიდან ჩანს, რომ რუსეთი არამეგობრულად არის განწყობილი ჩვენს მიმართ.“

ჩვენი დამოუკიდებლობისა და სრული სუვერენიტეტის ძირითადი შემაკავებელი არის ჩვენი დიდი მეზობელი. მაგალითად, გამოცხადებულია მასშტაბური სამხედრო წვრთნები ...

ის, რომ რუსეთში საქართველოს, ხოლო საქართველოში რუსეთს მტრად აღიქვამენ, არ უკვირს პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს, რომლის თქმითაც, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იომა. მაინც რა საფრთხეს ხედავენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და, პირიქით, საქართველოს მოქალაქეები - რუსეთში? კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსული პროპაგანდა საქართველოს წარმოაჩენს როგორც მათ წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტებისა და სეპარატისტების ხელშემწყობ ძალას. და კიდევ:

„მათ ძალიან ეშინიათ ნატოს გაფართოების და ჩვენ ვართ ერთადერთი ის ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ხელს უშლის იმავე საბჭოთა კავშირის აღდგენას სხვა ფორმით (ევრაზიული კავშირის სახით)  და რომელიც ემუქრება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ნატოს გაფართოებით.“

რაც შეეხება საქართველოს შიშს, კახა გოგოლაშვილის თქმით, ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ემატება სუვერენიტეტის შელახვის მოლოდინი.

„ჩვენი დამოუკიდებლობისა და სრული სუვერენიტეტის ძირითადი შემაკავებელი არის ჩვენი დიდი მეზობელი. მაგალითად, გამოცხადებულია მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელიც ასოცირდება აგვისტოს ომის წინ ჩატარებულ წვრთნასთან... ეს ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს საფრთხე იმისა, რომ არა მარტო არ დაგვიბრუნებენ ტერიტორიებს დიდი ხნით, არამედ ის, რომ შეიძლება კიდევ შემოგვიტიონ და რაიმე ისეთის პროვოცირება მოახდინონ, რაც არ იქნება ჩვენთვის სასურველი“, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
22.06.2012 19:19
რაც მოგივა დავითაო ყველ შენი თავითაო ევროპელო ლონდრე. ედვარდ გერმანიის გამაერთიანებელი და შტაზის აგენტი გენშერის ნაჩალნიკი მამათში გაჩნდა.

ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: გერმანია
19.06.2012 12:29
ეს შედეგები უცოდინრობის ბრალია.
რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე. აღარ მახსოვს რომელი გამოკითხვა იყო დაახლოებიტ 2 წლის წინ სადაც რუსების უმრევლესობას საქართველო 40 მილიონიანი მუსულმანური ქვეყანა ეგონა.

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
18.06.2012 17:04
რა მაინტერესებს იცით? ამ Tata-ს რა სჭირს ასეთი დაურწმუნებელი, რომ მთელი წელია საოცრებებს წერს?

ავტორი: ბორჯღალოსანი საიდან გვწერთ: სვეტი-ცხოველი.London
18.06.2012 12:10
ილია,აკაკი, გამოაგდეს რუსეთის უნივერსიტეტებიდან,რაო ?გონებასაუსტები იყვნენ, ვერანა რუს სწავლულ ელიტასთან შედარებით,არა დიდი საქართველოს,ყველა დროის თავისუფალი საქართველოს საიამაყე იყვნენ,არიან და იქნებიან,სანამ ვარსებობთ,როგორც ქვეყანა,სხებზე არა ნაკლებნი და ზოგიერთებზე მეტიც,ადამიანურობის მცნებების ფარგლებში, მოქმედებით,დრო და დრო,ქვეყნების არსებობის ამა თუ იმ ეგრეთწოდებულ,ხალხების მიერ გამოგონილ დროის მონაკვეთში,უსასრულობაში,გეას დროებითი არსებობისა სოფლის მუდმივ ავ-ბედითობაში, უსასრულობამდე მსწრაფავ, თანამედროვეთათვის წარმოუდგენლად მცირე მონაკვეთში.საბჭოთა ინტელეგენცია და მანამდე ,ძალით, რუსეთის ორბიტაში მოქცეული განათლებული ქართველობა,თავისი "მოღვაწეობით"რუსეთში,ზოგჯერ, გადმოგდებული ნაზუქით სტიმულირებულნი,უფრო ხშირად კი ზემდგომის შოლტს დამორჩილებულნი,ერთეულ ბუბმერაზ, მებრძოლ ქართველეთა გამონაკლისით, ემსახურებოდენ,თვითონ რასაც არ უნდა გაიძახოდენ,საქართველოს დამონებას, სხვა ქვეყნის მიერ.ქართველებო! ჩემი ამის წინა,გუშინდელი მესიჯი -სიმართლე,რატომ არ დაბეჭდეთ?თუ არაკორეკტული მოეჩვენა," საბჭოთა ინტელიგენციის რუსეთსმი,და არა მარტო იქ,ოღვაწეობის" ,ჩემი შეფასება,მასმედია ჰოლდინგ-თავისუფლების ქართული რედაქციის გუშინდელ მორიგე კორექტორ-მოდერატორს.შევეშვათ სამჭკუაშვილობას, არ გვშვენის.სიმართლე თვალებს არ უნდა გვწვავდეს.სიმართლე,მომაკვდინებელიც კი, ხალხთა უკეთეს, მომავალისკენ წინსვლის,მომავალის, ჩვენზე უფრო,აზრიანის,ძლიერის,, ყველა გაგებით,სიცოცხლის საწინდარია.

ავტორი: levani საიდან გვწერთ: Berlin
18.06.2012 05:42
პარადოქსია მაგრამ დღეს საქართველოს მთავრობა უფრო ემტერება ქათველებს ვიდრე რომელიმე სხვა მეზობელი. ყველგან სადაც შესაძლებელი იყო შგვარცხვინეს და სახელი გაგვიფიჭეს. არ შეიძლება დამნაშავე ყოველთვის სხვებში ვეძებოთ, არავინ ააშენებს ამ ქვეყანას ჩვენს გარდა

ავტორი: ანონიმი
17.06.2012 22:24
არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მტერი მაგრამ ყველა ქვეყანაში,მათ შორის საქართველოშიც ცხოვრობენ საქართველოს მტრები. ზოგმა მათგანმა საქართველოს დემოკრატიზაციის ლოზუნგით არც თუ ისე დიდი ხნის წინ საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დედაქალაქიც ანგრია, სხვამ დაბომბა გორის უნივერსიტეტი და ა.შ. ხოდა კარგია მაგისთანების და მათთვის მადლობის გადამხდელების თუ ტაშის მკვრელების დროზე დანახვა ყველგან გეთაყვა.

ავტორი: nikolozi
17.06.2012 20:08
ყველაზე კარგი პასუხი იყო - "ყველაზე კარგი მეზობელი შავი ზღვაა":დიახაც,ყველა ჩვენს მეზობელს აქვს წაგლეჯილი ჩვენი მიწები და კიდე აქეთ უჭირავთ თვალი.

ავტორი: ლონდრე საიდან გვწერთ: ევროპიდან
17.06.2012 00:01
რუსეთიდან მოგვევლინა ედუარდიც, ჯაბაც და რუსთაველის გამზირის „დიდი მხატვრები“ წითელი ინტელიგენცია, მილიარდერი ხიდინგრევია და ეკლესიის ტვინნაღრძობი წვეროსნებიც. რუსეთი თუ მტერი არ არის, მაშინ მტრობა ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა

ავტორი: ანონიმი
16.06.2012 19:36
რუსეთის ხელში ჩამგდები ძერჟინსკელები ატვინებენ არამარტორუსეთის მოსახლეობას და მერე ითვლიან მათ მიერ გამოთვინებულთა ხმებს თანაც ყოველი შემთხვევისთვის ბარემ აყალბებენ ამ დათვლის შედეგებს. მასეთი რუსეთიდან თუ კი ვინმე რუსს შეუძლია გარბის. და რუსეთში მირბის ისევ დარჩენილ რუსთა გამომტვინებლების ინტერნაციონალი. ხოდა თუ ვინმე ქართველს კიდევ ჰგონია რომ მოყვასის სიყვარული კარგია იქნებ არ შერცხვეს ამის განცხადება. გერმანული რადიოს და პრესის თქმით ააოხრა და გააოხრა რუსეთი შევარდნაძის მიერ გაერთიანებული გერმანიიის ბიზნესმაც. ამასაც უნდა გაეწიოს ანგარიში.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
16.06.2012 01:43
აჰა ბატონო, ახლაც იტყვიან მხოლოდ რუსეთის მთავრობა არის ცუდად განწყობილი საქართველოს მიმართო? ეს ხალხის გამოკითხვის შედეგია.
მაგრამ რად გინდათ , ზოგიერთი ქართველი ომის მერეც ვერ მიხვდა ამას და ახლაც მიისწრაფვის რუსეთისკენ.
დიახ, რუსეთი ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა და ახლაც იბრძვის, თანაც ჩვენი თანამემამულეების ხელით,რომ დაგვიმორჩილოს.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: ჟამისა და პერესტროიკული ჭირის აღმწერელი
16.06.2012 00:01
საბჭოთა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა ელდარ შენგელაიამ სახელი გიათქვა საბჭოთა ზარბაზნით დანგრეული თბილისის ქუჩებში კალაშნიკოვით მხარზე დემოკრატიულად ტანტალით. მისთვის ნობელის,პრემია, სახაროვის მენდალი,რაინდის წოდება ან რაღაც მსგავსი ჯერ არ მიუციათ?

ყველაზე პოპულარული