ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 06:58

პოლიტიკა / საქართველო

პასუხის პასუხი

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის წერილობით განცხადებაში, რომელიც 2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, თბილისის ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.

ამას წინ უსწრებდა 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება პარლამენტში. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მან თქვა: „მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ინიციატივით, ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან.“

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ ეს კარგად გათვლილი სვლა იყო. „ამ სვლით საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გაუგზავნა გამოწვევა და აცნობა, თუკი თქვენ ამბობთ, რომ ქართველი ხალხი თქვენი მტერი არ არის, მაშინ თქვენ გააკეთეთ რამე ისევე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ რუსი ხალხისათვის” - უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ.

ამ გამოწვევას რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემოთავაზებით უპასუხა. როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი - რუსეთის პასუხზე?

ამის გასარკვევად რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ”დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ქართული მხრიდან არაფერი უდგას წინ და ეს საქართველოს ბევრჯერ აქვს გაცხადებული, ოღონდ ბუნებრივია, რომ ამას წინმსწრებად უნდა მოსდევდეს პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას. როგორც კი მოხდება საქართველოს ტერიტორიების - უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების - დეოკუპაცია, როგორც კი დატოვებენ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიას, დაუყოვნებლივ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, ერთი და იგივე სახელმწიფოს სამი საელჩო არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე ეს არის დაუშვებელი და, შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, თუ რა ფორმატში შეიძლება მიმდინარეობდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დიალოგი.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, თბილისის ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. „ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებით. მზად ვართ, საპასუხოდ შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის“ - ნათქვამია ლუკაშევიჩის განცხადებაში.

პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსეი ვლასოვის აზრით, ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი მზად არის, ზოგი საკითხი - ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით - განიხილოს უფრო რბილ, უფრო თავშეკავებულ რეჟიმში, ვიდრე ნახევარი წლის ან ერთი წლის წინ:

”კი, გასაგებია: რუსეთი ახლა ნამდვილად არ წავა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების განხილვაზე, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილების თემა - ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია იმ ტერიტორიების კონტექსტის გარეშეც, რომლებიც რუსეთს აღიარებული აქვს, საქართველოს კი არა აქვს აღიარებული.” - უთხრა ალექსეი ვლასოვმა რადიო თავისუფლებას.

ნინო კალანდაძე ამბობს, რომ თუკი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების მოტივაცია და სურვილი გააჩნია მას ეს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს საქართველოს თანხმობის გარეშე. თუმცა: ”ვიზების საკითხების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, არ განიხილება როგორც წინაპირობა იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ირაკლი
04.03.2012 19:49
საქართველო-რუსეთი 1000:0. რაც შეეხება ვლასოვის განცხადებას "გადაადგილების მოგვარება კონტექსტის გარეშე" - ესაა სწორედ რუსეთის სურვილი, საქართველომ აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიები.ამაზე წამსვლელი კი სააკაშვილი არაა. ასე, რომ ქართული მხარის შეთავაზება ნამდვილად ჩვენი დიპლომატირუი გამარჯვებაა.

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: UK
03.03.2012 22:35
საგარეო საქმეთა სამინისტროს, ენაზე ვინმე ექაჩებათ? რუსეთი დათანხმდა უვიზობაზე უვიზობით და დაამატა ამბასადორული ურთიერთობის აღდგენაზე, ახლანდელი მთავრობის ეგებ, სახვალიოდ, "სათავეში ყოფნის" გურკვევლობის შიშით, ან ბანალური ეშმაკობით, ან სულაც რაღაც მოტყუებითი კონიუნქტურით.თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ რატომღა ვჩქარობთ შვიდთვიანებივით,უმალ გავეცით, ჯერ ესა და ეს გააკეთეთ.თორემ "მკვახე" უარზე ვართ.ინტერვალის,მოფიქრების გაგება არ არსებობს საქართველოს მთავრობაში,კოლეგიალური გადაწყვეტით.ცოტა მოგვიანებით,სათანადო ფიქრის საფუძველზე,ერთი კვირის ან ორის შემდგომ,ვითარების შეცვლის შესაბამისად რუსეთში, და ამგვარი შეცვლა ხვალ ზეგ გამორიცხული არა არის,ჩვენს მიერ,მათ "დანამატზე" უარის თქმა,რატომ "ვფხიკიანობთ" სიჩქარით, სტრატეგიულ "კოზირებს ვყრით"ურთიერთობისას,უშედეგოდ,ნაადრევად,მიშამ ბრძანა,ნინომ იმწამსვე გაახმოვანა საჯაროდ.კი, ყველა ნორმალური ქართველისათვის მიუღებელია, ურთიერთობათა საელჩოების დონეზე აღდგენა ორ ქვეყანას შორის,რუსული ჯარის გაუყვანლად ჩვენი მიწებიდან და ჩვენი რეგიონების "სახელმწიფოებად აღიარების"გაუქმების გარეშე, რუსეთის ახლანდელი თუ ხვალინდელი ხელისუფლების მიერ,მაგრამ წამგებიანად რატომ ვჩქარობთ აზრის გამოთქმისას,თუნდაც კატეგორიულისა.ვინ მოგვდევს? "სწორი სიჩქარე", დაწყებული ომის დროსაა საჭირო,ომამდე კი სიდინჯე და გათვლითი ფიქრი,რა უფრო გვარგებს, ომის დაწება,თუ არ დაწყება.ერთად ვასწოროთ შეცდომები,სანამ გვძალუძს მაათი გამოსწორება

ავტორი: ანონიმი
03.03.2012 02:48
თუ ამას არ მოყვება რუსეთის მოქალაქე მდიდარი კრიმინალების შემოსევა კარგია. მაგრამ რამდენადაც ვიცი რუსეთის დუმის ნახევარი თვითონ რუსეთის კანონებით კრიმინალებისგან შედგება და ბევრი სხვის საკითხიც გასარკვევია. ასე რომ მხიარულებისთვის ემზადეთ.

ავტორი: გარემარბი
03.03.2012 02:26
,, ... ამას წინმსწრებად უნდა მოსდევდეს პროცესი ..."
წინმსწრებად როგორ უნდა მოსდევდეს?!
გაოცებული ვარ!!!