ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:56

პოლიტიკა / საქართველო

მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდა და ეს გამოიხატება როგორც ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობებში, ასევე მათ დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ, - განაცხადა აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა 17 მაისს, პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას:

”ჩვენს პოლიციას, გელაპის (Gallup) კვლევის მიხედვით, ადრე მოსახლეობის 5 პროცენტი ენდობოდა, ახლა კი 90 პროცენტი ენდობა და ეს ამ ეტაპზე უმაღლესი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. ხალხი საოცარი უნდობლობით უყურებდა სხვა ინსტიტუტებსაც, ამჟამად კი ნებისმიერი ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი ხელმძღვანელი. მაგალითად, მე ჯერ ისევ საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ითქმის პარლამენტზეც - ის უფრო პოპულარულია, ვიდრე რომელიმე პარლამენტარი. იგივე შეეხება მთავრობას, ჯარს... პოლიციისადმი 90 პროცენტიანი ნდობა გაცილებით მაღალია, ვიდრე აქვს პოლიციის ხელმძღვანელს თუ შინაგან საქმეთა მინისტრს.”

პრეზიდენტის თქმით, თუკი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების არჩევანი გასული საუკუნის 90-იან წლებში ორი გზით შემოიფარგლებოდა, რომელთაგანაც ერთი  ქაოსსა და განუკითხაობას, ხოლო მეორე   ავტორიტარული წესრიგის დამყარებას ნიშნავდა, საქართველომ მესამე, წარმატებული გზა იპოვა:

ჩვენ ახლა გვაქვს ერთგვარი, მართლაც დიდი, დიდი ტურიზმი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი რეფორმები ...

”რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატია სრულყოფილი არ არის, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს სიტყვის თავისუფლება, არჩევნების თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება... რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს დანაშაულის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და თითქმის არ გვაქვს კორუფცია.”

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო წარმატებულმა რეფორმებმა გადაარჩინა და ეს ცხადყოფს, რომ ”იდეები ხანდახან ტანკებზე და თვით ფულზე უფრო ძლიერია”. პრინსტონის უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა საქართველოზე, როგორც რეფორმატორული გამოცდილების ექსპორტიორ ქვეყანაზე, და ამ მიმართულებით განვითარებულ ტურიზმზე:

”ჩვენ ახლა გვაქვს ერთგვარი, მართლაც დიდი, დიდი ტურიზმი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი რეფორმები. ყოველ მეორე კვირას ჩვენ ვიღებთ დელეგაციებს ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. უამრავი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი რეფორმები.”
მე გახლავართ ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, დღეს აქ არც ყოფილიყო, რადგან წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გადარჩენისა და არსებობის თითქმის არავითარი შანსი არ ჰქონდა ...

პრეზიდენტი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს რეფორმატორულ წარმატებებს მოსკოვის ლიდერებიც შენატრიან.

ოკუპანტ რუსეთზე ლაპარაკს, რომელიც თავისზე 100-ჯერ პატარა საქართველოს დაესხა თავს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო და თავისი გამოსვლაც სწორედ ამ თემით დაიწყო. მან თქვა, რომ მოსკოვის ლიდერებს ”საქართველოს სრული კრახის” სურვილი ამოძრავებდათ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს. და ამ კონტექსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ვლადიმირ პუტინის მუქარა - გარკვეული ”ორგანოებით ჩამოკიდებასთან” დაკავშირებით.

”მე გახლავართ ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, დღეს აქ არც ყოფილიყო, რადგან წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გადარჩენისა და არსებობის თითქმის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მინდა ერთი ფრაზა გავიხსენო რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ნათქვამიდან: პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი დიდი სულიერი სფეროა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობაო. მართალია, ჩემი არსებობაც ანომალიაა და ჩემი ქვეყნისაც, რადგან ჩემს პატარა ქვეყანას 100-ჯერ დიდი სახელმწიფო დაესხა თავს. კარგია, რომ აქ რუკა არ არის, თორემ ამის ნახვა საშიშიც კია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის 20-21 მაისს ჩიკაგოში, ნატოს ლიდერების სამიტს დაესწრება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.05.2012 23:15
ავტორი: ანონიმი
21.05.2012 12:24 "რადიო თავისუფლება"-ვ! გაეცით პასუხი შეკითხვას. ვინ არის სტატიის ავტორი?
--------------------------------------------------------------------------------
ორ დღეზე მეტი გავიდა და არ გიპასუხეს, არა? არც იკადრებენ. ჩვენი სამინისტროების მუშაკებივით ერთგულად ემსახურებიან მიშას და მათსავით ქედმაღლურად გვექცევიან მოქალაქეებს.

ავტორი: ანონიმი
21.05.2012 12:24
"რადიო თავისუფლება"-ვ! გაეცით პასუხი შეკითხვას. ვინ არის სტატიის ავტორი?

ავტორი: ქართელი
20.05.2012 11:15
ავტორი: ანონიმი
19.05.2012 20:48
მეგობარო, მეც მიკვირს რატომ არაფერი წერია აქ გიორგი სიგუას შეკითხვებთან და ჩვენი გვირგვინოსანის საამაყო პასუხთან დაკავშირებით.
ეს დამწერის სინდისსზე იყოს.
რადიო თავიუსფლება არის დემოკრატიული. სხვაგვარად აქ ის ბლოგები და კომენტარები არ დაიბეჭდებოდა, რაც იბეჭდება.

ავტორი: იუზა საიდან გვწერთ: იაუზადან
20.05.2012 10:23
სააკაშვილმა არაფერი თქვა იმის შესახებ, რომ სარკოზი მედვედევის ხელშეკრულების(გამოუქვეყნებელი ნაწილით) საქართველოს აკრძალული აქვს შავ ზღვაზე სამხედრო შეიარაღებული ფლოტის ყოლა-რასაც ადასტურებს ფაქტი:2008 წ ომის შემდეგ საზღვაო ძალები პრეზიდენტის, იგივე უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით გაუქმდა და სახმელეთო ჯარებს შეუერთდა! საქართველოს არ ჰყავს სამხედრო საჰაერო ძალები-იგივე უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით გაუქმდა და სახმელეთო ჯარებს შეუერთდა! საქართველოს არ ჰქონდა, არც არავინ მისცა და ამავე საზავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით არც არასდროს მისცემენ საჰაერო თავდაცვით შეიარაღებას, დასაერთოდ არავითარ შეიარაღებას (ამას ადასტურებს ჯავშნოსან ლაზიკას, დიდგორისა და უპილოტო თვითმფრინავების წარმოებაზე ფაფხურ-პიარი)-რადგან მისი ხელმძღვანელობა გაუწონონასწორებელი და არაპროგნოზირებადია! ასეთ მდგომერეობაში მყოფი პოლიტიკოსი ყველაფრის დამტმობი და მისაღებია საქართველოს არაკეთილმოსურნეთათვის-ამიტომაც უწოდა მას "ნოლი და ცარიელი ადგილი" მედვედევმა და ეს სრულებითაც არაა სიცრუე, მხილოდ იმიტომ, რომ იგი რუსმა დამპყრობელმა თქვა.

ავტორი: კატო საიდან გვწერთ: კანადიდან
20.05.2012 04:04
"ავტორი: ანონიმი
19.05.2012 20:47
მივმართავ ყველას, ვისაც ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. პირველ რიგში "რადიო თავისუფლების" ადმინისტრაციას. არის თუ არა "რადიო თავისუფლება" ბოლომდე ობიექტური? თუ არის, ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი ზოგიერთი ჟურნალისტი ხელისუფლებაზე მუშაობს?
ეს შეკითხვები დღეს არ გამჩენია. ამ სტატიამ გამიმძაფრა მხოლოდ ამის შეგრძნება. სტატიის ავტორის მიზანი ობიექტურობაა თუ იმ პროპაგანდის გავრცელება, რაც სახელისუფლებო მედიიდან ისედაც ნიაღვარივით მოედინება? თუ ობიექტურობა, რატომ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები გიორგი სიგუას შეკითხვაზე და შემდგომ ბატონი სააკაშვილის რეაქციაზე? ვინ არის სტატიის ავტორი და რა მიზნით რჩება ინკოგნიტოდ?"

ეს ადამიანი მართალია. მეც იგივეს ვფიქრობ.

ავტორი: emigranti საიდან გვწერთ: use
20.05.2012 01:58
ეს მისი ტყუილები ვის რათ უნდა? რატომ არ წერთ იმ კითხვებს რაც გიორგი სიგუამ დაუსვა? ნუ ხართ მიკერძოებულები.

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 20:48
ქართველს: სად არის აქ სიგუა? ამ სტატიის მიხედვით პრეზიდენტის ლექციაზე საინტერესო არაფერი მომხდარა.

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 20:47
მივმართავ ყველას, ვისაც ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. პირველ რიგში "რადიო თავისუფლების" ადმინისტრაციას. არის თუ არა "რადიო თავისუფლება" ბოლომდე ობიექტური? თუ არის, ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი ზოგიერთი ჟურნალისტი ხელისუფლებაზე მუშაობს?
ეს შეკითხვები დღეს არ გამჩენია. ამ სტატიამ გამიმძაფრა მხოლოდ ამის შეგრძნება. სტატიის ავტორის მიზანი ობიექტურობაა თუ იმ პროპაგანდის გავრცელება, რაც სახელისუფლებო მედიიდან ისედაც ნიაღვარივით მოედინება? თუ ობიექტურობა, რატომ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები გიორგი სიგუას შეკითხვაზე და შემდგომ ბატონი სააკაშვილის რეაქციაზე? ვინ არის სტატიის ავტორი და რა მიზნით რჩება ინკოგნიტოდ?

ავტორი: კარაპეტა საიდან გვწერთ: მიშკეკ
19.05.2012 17:03
ვაი, ვაი! ეს ვიზე ამბობს "bullshit!"?! ეგ ბულიმიით დაავადებული. ძღომას რომ ვერ გებულობას და გადაჭამა მთელი ქვეყანა. უშველეთ სააკაშვილს მიშისტებო, თორემ ტყავში ვეღარ ეტევა, ვეღარ სუნთქავს.
სულ ეს არის მაგის კულტურა!

ავტორი: ქართველი
19.05.2012 16:48
გიორგი სიგუა!!! მაგარი კაცი!!! გენაცვალე ვაჟკაცობაში!!! გაასწორე!! გაგვისწორე ყველას!! გაგიმარჯოს, ძმაო!!! ჯიგარი ხარ!!!

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 04:29
მაღალი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ მიყავდათო.

ავტორი: giorgi
18.05.2012 23:45
ვენაცვალე. მაგარი კაცი

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვარშავა
18.05.2012 21:52
გიორგი სიგუას შეკითხვები და პრეზიდენტის მიერ პასუხის გაცემის მაგიერ უცენზურო - "bullshit!" რატომ არ მიმოიხილეთ?

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/17482-prezidentma-students-ucenzurod-upasukha.html

ყველაზე პოპულარული