Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, ნადია სავჩენკო უკრაინაში ბრუნდება


ნადია სავჩენკო (მარცხნივ), ალექსანდრ ალექსანდროვი, ევგენი ეროფეევი
ნადია სავჩენკო (მარცხნივ), ალექსანდრ ალექსანდროვი, ევგენი ეროფეევი

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადია სავჩენკო, რომელიც რუსეთში დააპატიმრეს, გათავისუფლებულია და იმყოფება თვითმფრინავში, რომლითაც უკრაინაში ჩაჰყავთ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში, თავის მხრივ, გაათავისუფლეს ორი რუსი პატიმარი და ისინიც სამშობლოში ბრუნდებიან. უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია იუწყება, რომ მალე (თბილისის დროით 16:15 საათზე) გაავრცელებს საგანგებო განცხადებას. დღეს უფრო ადრე ადვოკატმა ოქსანა სოკოლოვსკამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს მოხდება პატიმრების გათავისუფლება და გაცვლა.

უკრაინელ სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო უკრაინამ რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს - 14-14 წლით პატიმრობა მიუსაჯა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG