შაბათი, 02 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 04:21

რუბრიკები / მეათე სტუდია

პირველი მხატვრული ფილმი სერგო ფარაჯანოვზე

სერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვი
x
სერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი
დასრულდა მუშაობა უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივ ნამუშევარზე, მხატვრულ ფილმზე - ”ფარაჯანოვი”, რომლის პრემიერა, სავარაუდოდ, კანის კინოფესტივალის რომელიმე პროგრამის ფარგლებში გაიმართება.


პირველი მხატვრული ფილმი სერგო ფარაჯანოვზე
პირველი მხატვრული ფილმი სერგო ფარაჯანოვზეi
|| 0:00:00
...
 
🔇
X


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
06.05.2013 12:18
წმინდა გიორგი,სუსტთა შემწეო, უშველე ნიკოლაი გუმილიოვის,ლადო მაიაკოვსკის,სერგეი ესენინის და სხვათა და სხვათა მკვლელი გრანდჩეკისტი აგრანოვის საყვარელი ლილია ბრიკის და ლანა ლევანოვნა ღოღობერიძევას მიერ გამოფარაჯანოვებულ ამ კაი ხალხს.

ავტორი: ანონიმი
05.05.2013 00:36
ქრისტე აღსდგა ბატონებო და ქალბატონებო და იქნებ დარაჯანოვის სულსაც რამე ეშველოს. ქალბატონო ნანა თქვენ განსაკუთრებით გლოცავთ დაუღალავად ბევრჯერ. თქვენ ჯინაზე ფალიაშვილსაც ვუსმენ და ილიასაც ვკითხულობ. ეხლა სადღაც წავაწყდი დიდი ქართველი ინტელექტუალი გიორგი შენგელაიას ნათქვამს გრეჩიხას მხარს ვუჭერ იმიტომ რომ ვაკელიაო. ის რა თქმა უნდა ყვარლელ და ქუთაისელ პროვინციალებს ილიას და ფალიაშვილს არ დაუჭერდა მხარს. ხოდა ამ გიორგი შენგელაიაზეც გადაღებული ფილმი გვენახოს. იური როსტის სარეკლამო ფილმში შენგელაიებზე ასეთი მარგალიტები არაა...იცოცხლეთ და გაიხარეთ ყველა არავაკელის ჯინაზე.

ავტორი: nana საიდან გვწერთ: tbilisi
02.05.2013 13:30
მეცინება იმ დროზე, როცა ე.წ. ანონიმს სერიოზულად აღვიქვამდი და თქვენ წარმოიდგინეთ ვბრაზდებოდი კიდეც. ამ დროს აღმოჩნდა საჭიროზე საჭირო. ამჯერად წარმოვიდგინე, რომ ფალიაშვილს უსმენს და სიცილიც არ ქვია რაც მჭირს. ე.ი. ამჯერად დაჟინებით ითხოვს ილიას, რობაქიძეს და ფალიაშვილს, მგონი თხოვნა უნდა შეუსრულოთ, ბოლო-ბოლო ორ ენაზე დაგვემშვიდობა, თან დაგვლოცა. საინტერესოა უფრო ხშირად ფალიაშვილის რომელ ოპერას უსმენს, ასევე საინტერესოა მისი გამომეტყველება, როდესაც კონკრეტულად ფალიაშვილს უსმენს. მეტს ვერ ვწერ სიცილი მიშლის ხელს, ვიგუდები აღარ შემიძლია :))))))))

ავტორი: ანონიმი
30.04.2013 12:32
1980-ანი წლების ბოლოდან ეს რადიო აღარაა ჩემი საყვარელი რადიო და იცით რატომ? 1970-ან წლებში გავიცანი თბილისის სამხატვრო აკადემიაში რამოდენიმეჯერ სტუმრად მისული ახალგაზრდა, ლამაზი, გრუზათმიანი, მხიარული, ჭკვიანი და ძალიან ნიჭიერი რუსი, ლენინგრადელ ნონკონფორმისტ მხატვართა ლიდერი ევგენი რუხინი. ის მსგავსი ადამიანებისთვის საშინელი წლები იყო. აკადემიკოსი ლიხაჩოვი, ალბათ გახსოვთ, ზოგისთვის მაინც ცნობილი სწავლული, სცემეს და მისი ბინა დაწვეს, 1974 წელს მოსკოველ ნონკონფორმისტ მხატვართა გამოფენა ბულდოზერებით დაარბიეს, მოსკოველ ნონკონფორმისტთა ლიდერი და კარგი მხატვარი ოსკარ რაბინი საბჭოთა კავშირიდან ანუ სამშობლოდან გააგდეს. ყველაფერი ეს დამთავრდა 1976 წელს სიმპატიური ევგენი რუხინის მის სახელოსნოში მის ნამუშევრებთან ერთად ცოცხლად დაწვით. ძალიან საშიში იყო ის კომუნისტებისთვის. მზადდებოდა პერესტროიკა და მის ლიდერებად ასეთები კი არა ცეკას ინტელექტუალები ელდარ შენგელაიას და რეზო ჩხეიძის თუ საბჭოთა მაფიის პროფესორი ჯაბა იოსელიანის ნაირები უნდა ყოფილიყვნენ და ეს რუხინი მოიშორეს თავიდან ამ რადიოთი ამ ამბებზე არაფერს ამბობენ და გაუთავებლად ლაპარაკობენ იმაზე ვისაც მფარველობდა მაიაკოვსკის, ესენინის, ნიკოლაი გუმილიოვის და ბევრ სხვათა მკვლელი ჩეკისტი აგრანოვის საყვარელი ლილია ბრიკი. ჩემის აზრით ამიტომ ეს რედაქცია უნდა დაიხუროს და სხვა სახელით უნდა აღდგეს ის რომელიც ფარაჯანოვზე უფრო ხშირად ილიაზე, გრიგოლ რობაქიძეზე და ფალიაშვილზე ლაპარაკობდა. სორი. იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: nana საიდან გვწერთ: tbilisi
27.04.2013 20:44
დიდი პასუხიმგემგებლობაა, მხატვრული ფილმი სერგო ფარაჯანოვზე. ცოტა არ იყოს და ვღელავ. ძალიან მიყვარს, ძალიან, ცელქი-კვიმატის იმიჯით, მოწყენილი და შეწუხებული ფარაჯანოვი (ძალიან ნაწყენიც ალბად ბევრზე). ვისურვებ ვიხილო ფილმი, რომელიც ასე, თუ ისე მომცემს საშუალებას ვიცნო, შევიცნო, დიდებული ფარაჯანოვი.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული