Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი და მოსკოვი იმსჯელებენ „ერთობლივ საპასუხო ზომებზე“


სერგეი ლავროვი (მარცხნივ), ვლადიმირ მაკეი
სერგეი ლავროვი (მარცხნივ), ვლადიმირ მაკეი

რუსეთისა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სახიფათო უწოდეს ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი ფარის კომპონენტების მშენებლობას რუმინეთსა და პოლონეთში. ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის განცხადებით, მინსკი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ „ერთობლივი საპასუხო ზომების“ შესახებ იმსჯელებენ.

16 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფება მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს იმ საკითხების გარშემო, რომლებზედაც ბელორუსიაში რუსეთის პრეზიდენტის 16 ივნისის ვიზიტის დროს იმსჯელებენ. მინსკში ლავროვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზედაც ხმამაღლა უნდა ვისაუბროთო. ორი ათეული წლის წინ ორმა ქვეყანამ დააფუძნა რუსეთ-ბელორუსიის კავშირი, თუმცა მათ შორის ხშირია დავა ეკონომიკურ საკითხებზე, რამაც მოკავშირეები სავაჭრო ომამდე მიიყვანა. ამასთან, ბოლო წელს მინსკმა აშკარად გააუმჯობესა ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG