Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მხარდამჭერთა ჯგუფი ზავის ერთ კვირაში ამოქმედებაზე შეთანხმდა


სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარგზავნილი სტაფან დე მისტურა სირიის რუკით ხელში მიუნხენის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2016 წლის 12 თებერვალი.
სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარგზავნილი სტაფან დე მისტურა სირიის რუკით ხელში მიუნხენის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2016 წლის 12 თებერვალი.

სირიის მხარდამჭერთა ჯგუფად წოდებული ქვეყნები შეთანხმდნენ, სირიაში ერთ კვირაში ზავი ამოქმედდეს. სახელმწიფოების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებმა მიუნხენში გამართეს მოლაპარაკებები, 17-ა. პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამცნო საზოგადოებას, რომ მიღწეულია შეთანხმება ასეულათასობით ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ სირიის ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ბლოკირებულია სირიის მთავრობის ჯარის და მეამბოხეთა მიერ. ჯონ კერის თქმით, ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ჟენევაში რაც შეიძლება მალე უნდა გაგრძელდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები სირიაში მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად. ახლა მიღწეულ შეთანხმებას კერიმ უწოდა „შესვენება“ და არა „ცეცხლის შეწყვეტა“, რომელიც, მისი თქმით, უფრო ხანგძლივი და კონფლიქტის დასასრული იქნება.ზავი არ შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“, ალ-ნუსრას ფრონტს, რომელიც სირიის ალ-ყაიდასთან არის კავშირში, და სხვა ექსტრემისტულ გაერთიანებებს. მიუნხენის მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ გაეროს, ევროკავშირის და არაბთა ლიგის ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG