პარასკევი, 22 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 03:57

საზოგადოება

სოჭის ოლიმპიადა: ეკოლოგიური საფრთხე ძვირად ღირებული ოლიმპიადის ჩირაღდნის ქვეშ

სოჭი
სოჭი

მულტიმედია

აუდიო
  • სოჭის ოლიმპიადა: ეკოლოგიური საფრთხე ძვირად ღირებული ოლიმპიადის ჩირაღდნის ქვეშ

ეკოლოგების თვალსაზრისით, ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სოჭის ოლიმპიადა განსაკუთრებით ძვირი დაუჯდა რეგიონის ერთ დროს სუფთა ბუნებას, რომლისთვის მიყენებულ ზიანსაც, კანის თუ სასუნთქი გზების დაავადების სახით, უკვე მოჰყვა მძიმე შედეგები მოსახლეობის ნაწილისათვის.  

რიტა კრავჩენკოს, სოფელ უჩ-დერეს მკვიდრს, ერთ დროს ძალიან უყვარდა შავ ზღვაში ცურვა, მაგრამ  ამ სიამოვნებაზე საერთოდ უარი თქვა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ, მორიგი ცურვის შემდეგ, კანზე ლაქები მოედო. კრავჩენკო დარწმუნებულია, რომ კანის გაღიზიანება გამოიწვია წყლის დაბინძურებამ იმ ახლომდებარე გიგანტური ნაგავსაყრელიდან, რომელიც, აქტივისტების თქმით, ექვსი წლის წინ უნდა დახურულიყო.

დახურვის ნაცვლად, სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ნაგავსაყრელი კიდევ უფრო გაფართოვდა. ნაგვის გორები იწვის და ბოლავს, ამ კვამლის მავნე ზემოქმედების შორსმიმავალი შედეგების თავიდან ასაცილებლად მახლობლად მცხოვრებლებმა სახლებიც კი დატოვეს. ნამწვავი და ნაგავი ნალექს  მდინარე ბუხტაში ჩააქვს, რომელიც კოკა-კოლისფრად მოედინება და  შავ ზღვას უერთდება.

მსოფლიო საზოგადოებისათვის ლამაზად მომზადებული ეს მათი ანგარიშები უბრალო პროპაგანდა და პლაკატებია, რაც მხოლოდ ლამაზ ფასადს აჩვენებს...
ეს პირქუში რეალობა მკვეთრ კონტრასტშია კრემლის დაპირებებთან, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე უფრო სასიკეთო ბუნებისთვის იქნებაო. 

რუსეთის ხელისუფლების ამ დაპირებებს, რასაც ოფიციალური მედია ახლაც ხშირად იმეორებს, ცარიელ სიტყვებს უწოდებს ჩრდილოეთ კავკასიის გარემოსდამცველი აქტივისტი იულია ნაბერეჟნაია:

„მსოფლიო საზოგადოებისათვის ლამაზად მომზადებული ეს მათი ანგარიშები უბრალო პროპაგანდა და პლაკატებია, რაც მხოლოდ ლამაზ ფასადს აჩვენებს“.

ვლადიმირ პუტინის საყვარელი პროექტით გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე საუბარი აქტივისტებს სახიფათოდ შემოუბრუნდათ. ერთი აქტივისტი მუდმივი შეურაცხყოფის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მეორე კი, ევგენი ვიტიშკო, ვანდალიზმის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს  2012 წელს გამართული საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული შენობის დაზიანებისათვის.
ვიტიშკომ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკური დევნა უწოდა და თქვა, უბრალოდ, ხელისუფლებას „არ სურდა ბევრი მელაყბაო“.

სოჭისოჭი
x
სოჭი
სოჭი
სოჭმა საკურორტო ქალაქის სტატუსი 1930-იან წლებში, იოსებ სტალინის მმართველობის დროს, მოიპოვა. მას ჰქონდა მყარი რეპუტაცია ეკოლოგიურად სუფთა კურორტისა, რომლის სანატორიუმებშიც უბრალო ადამიანს შეეძლო დაესვენა და ემკურნალა. აქ, მთებში, გარეული ტახები დარბოდნენ, ზღვაში კი დელფინები დაცურავდნენ. თუმცა, როგორც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სოჭის სექციის წარმომადგენელი მიხაილ პლოტნიკოვი ამბობს, ეს დრო ისტორიას ჩაბარდა:

„ჩემი აზრით, ქალაქს, როგორც კურორტს, ჯვარი უნდა დავუსვათ. ვინ წავა დასასვენებლად ასეთ ხმაურიან, აწრიალებულ და ავტომობილებით გადაჭედილ ქალაქში? ზღვაზე რომ მოხვდე, ორი საათი საცობში გიწევს ყოფნა. რა თქმა უნდა, ბევრი სანატორიუმი დარჩა, ისინი ახლაც მოქმედებენ, მაგრამ ადრე მილიონობით ადამიანი მოდიოდა სოჭში და ეს არ ახდენდა ზეგავლენას გარემოზე. ახლა თითქოს ეს მილიონები აღარ არიან, მაგრამ, ამავე დროს, გარემო ძალიან არის შეცვლილი“.

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სოჭის სექციის ხელმძღვანელის ფელიკს ივანენკოს თქმით, გარემოსათვის მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია - სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა სოჭის ეროვნული პარკის ათობით ათასი ჰექტარი შეიწირა. 

ეკოლოგების შეფასებით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს რუსეთში გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამა, სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენები“. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ ქალაქში ნაგავი აღარ გადაიყრებოდა და იგი გადამუშავდებოდა, დადასტურდა  მრავალი შემთხვევა  ქალაქის სიახლოვეს არალეგალური ნაგავსაყრელის არსებობისა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული