შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:19

საზოგადოება / საქართველო

ინგირის მოსახლეობა ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს

ინგირიინგირი
x
ინგირი
ინგირი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ავტორი: თამარ ზანთარაია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში, კანალიზაციის დაზიანებული მილიდან ფეკალური მასები ჟონავს. კანალიზაციის წყლით დაბინძურებული ტერიტორია დასახლების მოპირდაპირედ, რამდენიმე მეტრში მდებარეობს. სწორედ ამიტომ  მოსახლეობა ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს და ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვს. როგორც რადიო თავისუფლებას ნარგიზა კანკიამ უთხრა, სოფელში პრობლემამ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც ერთი წლის წინ დასახლების სიახლოვეს განთავსებული დევნილთა კორპუსები გარემონტდა.

„აქ დევნილთა დასახლებაა ახლოს. გააკეთეს კანალიზაცია. აქედან ფეკალური მასები ამოდის და პირდაპირ ქუჩაში გადის. მოსახლეობას ეს ძალიან აწუხებს. ბავშვები ხშირად იწამლებიან. აქ რემონტი ვინც გააკეთა, მაგას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი წესიერად. როცა აკეთებდნენ,  ჩვენ მაშინაც წინააღმდეგი ვიყავით. ერთ-ერთმა უფროსმა მშენებელმა გვითხრა, პრობლემა არ შეგექმნებათ თქვენო. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია როგოორც გამგეობა, ასევე გუბერნატორიც, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ“, – ამბობს ნარგიზა კანკია.
ისეთი სუნია, ყველა იწამლება, დიდი თუ პატარა. მოსახლეობის ძროხები ბინძურ წყალს სვამენ, მერე ის რძე ხომ მოწამლავს ბავშვებს? ბატებიც იქ სვამენ წყალს. მაგას რომ დაკლავ, მაგის ხორცი ხომ მოწამლავს ადამიანს?..

ადგილობრივების  თქმით, შინაური ფრინველი თუ ცხოველი  მინდორში დაბინძურებულ წყალს სვამს. ამიტომ შიშობენ, რომ მათგან მიღებული პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

„აქ არის გზა, გასასვლელი ხალხის, მანქანის, საქონლის. რომელ წუთშიც გინდა გაიარო, ისეთი სუნია, ყველა იწამლება, დიდი თუ პატარა. მოსახლეობის ძროხები ბინძურ წყალს სვამენ, მერე ის რძე ხომ მოწამლავს ბავშვებს? ბატებიც იქ სვამენ წყალს. მაგას რომ დაკლავ, მაგის ხორცი ხომ მოწამლავს ადამიანს? “– კითხულობენ ადგილობრივები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, თენგიზ ქობალიას განცხადებით, პრობლემის შესახებ მისი სამსახური ინფორმირებულია და  მოგვარება „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  ზუგდიდის სერვისცენტრს დააკისრა.
ინგირიინგირი
x
ინგირი
ინგირი

„რამდენიმე დღეა, რაც ეს ინფორმაცია „წყალკანალს“ მივაწოდეთ. ეტყობა, სწრაფად მოგვარებადი პრობლემა არ არის და დრო დასჭირდა. მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი იქ რა ხდება,მე თვითონ იქ არ ვყოფილვარ“, – განაცხადა თენგიზ ქობალიამ.

თავის მხრივ, დავით ფოცხვერია, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ პირველად შეიტყო ჩვენგან.

„მსგავსი შინარსიის წერილი ჩემთან ჯერ არ მოსულა. ამის შესახებ დღეს პირველად მესმის თქვენგან “, – გვითხრა დავით ფოცხვერიამ.

ინგირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუკი მათ სოფელში კანალიზაციის საკითხი არ მოგვარდა, ძალიან დიდი რისკია ეპიდემიის გავრცელების.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
12.06.2012 13:55
ბავშვებს განავალს აჭმევენ ? ლენინურ-სტალინური მეთოდებით დემოკრატიზებულ სამყაროში საჭიროა მითრიდატე პონტოელის გამოცდილების გაზიარება. ყოველ დღე ცოტ ცოტა შხამის ჭამა. იქნებ ვინმე გადარჩეს.

ყველაზე პოპულარული