შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:10

პოლიტიკა / საქართველო

სპორტსმენები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზაცია მოახდინა და სპორტსმენები არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით დაყო, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც 130-მდე მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი აწერს ხელს. მიმართვა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით შემუშავდა.

კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც სპორტული საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვაშია ასახული, ამბობს, რომ ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი არ შეიძლება განიხილებოდეს ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მესიჯშია თავმოყრილი ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობისა და სპორტული ორგანიზაციების სახელზე მომზადებული მიმართვის არსი - კერძოდ, რომ დასრულდეს  ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები და, მეორე, შეწყდეს სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმების შექმნა.

”ხელისუფლება სპორტსმენებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დასაშინებლად. ქმნის ჯან-ღონით გამორჩეულ სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუნდობლად უსწორდებიან სწორედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს - მათ შორის, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს - მხოლოდ განსხვავებული აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამო. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად შეიძლება იქცეს.”
საქართველოს რიგითი მოქალაქის პოზიციიდან ვსაუბრობ, არა როგორც მინისტრის. ცოტა უხერხული ხომ არ არის ადამიანთა ჯგუფის მხრიდან მსგავსი განცხადება და მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სპორტსმენების პოლიტიზებაზე, როცა განცხადება კეთდება პოლიტიკური ორგანიზაციის ტრიბუნიდან...

ეს არის ნაწყვეტი მიმართვიდან, რომელიც  ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა გააცნო. საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ძიუდოში, შოთა ხაბარელს კი ვთხოვეთ დაეზუსტებინა პოლიტიკური ზეწოლისა და სპორტსმენთა  ეგრეთ წოდებულ სადამსჯელო ოპერაციებში გამოყენების რა კონკრეტულ ფაქტებს მიაწვდის საინიციატივო ჯგუფი მიმართვის ადრესატებს.

”მინდა გითხრათ ჩემს საქმეზე: პატარა ბიზნესი მქონდა და იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი მქონდა, დამიყადაღეს. იგივე კალაძესთან დაკავშირებით, იგივე ზვიადაურთან დაკავშირებით. უამრავი ფაქტია. ვისაც ქონება არ ჰქონდა, სამსახურიდან გაუგდეს ახლობელი ან აშინებენ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზონდერების ფაქტებს, ნახეთ რა მოხდა ერედვში? მე ახლა ვიმყოფები ქარელში, საზოგადოებას, ხალხს ვხვდები. აქაც ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა. გარკვეული წარმოშობის ადამიანები - ეტყობა, სპორტსმენები არიან - მოდიან და უნდათ, რომ ჩვენი შეხვედრა საზოგადოებასთან ჩაშალონ.”

„ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით მომზადებული მიმართვის ადრესატები არიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი, გაერო, ევროკავშირი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და სხვა სპორტული ორგანიზაციები. მიმართვის ხელმომწერთა შორისაა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჭადრაკში, ”სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილინონა გაფრინდაშვილი
x
ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი

”მე ვარ ადამიანი,მოქალაქე,  რომელსაც მაქვს უფლება, კონსტიტუციური უფლება, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება და ამის გამო მტერი არ უნდა ვიყო ამ ხელისუფლების თვალში. იმიტომ, რომ მე კარგის მეტი ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია. ეს მიმართვა არის ზუსტად მიმართული იქითკენ, რომ სპორტი იყოს თავისუფალი აბსოლუტურად. სპორტი ყოველთვის უნდა იყოს სპორტის სამსახურში და არა რომელიმე მმართველის სამსახურში.”


შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების  სისტემატურად  დარღვევის გამო, მიმართვის ავტორები და ხელმომწერები საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ მოახდინონ სათანადო რეაგირება ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე - სპორტსმენებზე ზეწოლისა და რეპრესიების შეწყვეტის, იმავდროულად კი, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კი საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” მიმართვას ჩვენთან საუბარში  შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

”საქართველოს რიგითი მოქალაქის პოზიციიდან ვსაუბრობ, არა როგორც მინისტრის. ცოტა უხერხული ხომ არ არის ადამიანთა ჯგუფის მხრიდან მსგავსი განცხადება და მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სპორტსმენების პოლიტიზებაზე, როცა განცხადება კეთდება პოლიტიკური ორგანიზაციის ტრიბუნიდან, გარკვეულ ყოფილ სპორტსმენთა მხრიდან.“

ლადო ვარძელაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას საქართველოში სპორტსმენებს არავინ უშლის, აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობა კი თავად სპორტსმენების კარიერაზე  ახდენს უარყოფით გავლენას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
12.07.2012 11:27
სრულიად აუცილებელი ხდება მასმედიამ და ენჯეო-ებმა გაუკეთონ ორგანიზება გრანდიოზულ აქციას მასმედიის მხარდასაჭერად და მოვითხივოთ, რომ მასთ ქერი და მასთ ოფერი გახდეს მუდმივმოქმედი კანონი, ასევე შეწყდეს თეფშების დევნა. აქციაზე ყველანი მივიდეთ სამზარეულოს თეფშებით და ავაგოთ თეფშების მონუმენტი პარლამენტთან... დავიწყოთ ხელმოწრების შეგროვება საკანონმდებლო ინიციატივაზე და პარალელურად პეტიციაზე, საერთაშირისო ორგანიზაციებისადმი, ევროკავშირისადმი და ევროპის ქვეყნებისადმი, რომ როგორმე ალაგმონ "დემოკრატიის შუქურად" წოდებული ამ შიზოფრენიკების ბანდა

ავტორი: ანონიმი
11.07.2012 22:08
ხანდახან დუმილია ყველაზე მოქმედი მჭერმეტყველება. ასეთი იყო მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილის დუმილი არ ვიტყვი იმის თაობაზე რომ მის ცხვირწინ რუსთაველზე ხოცავდნენ უდანაშაულო,უიარაღო და უმწეო ქალებს და კაცებს. ეს გაასაგებია. როცა მშვიდობიან ქართველიბას მასობრივად ჟლეტდნენ უკვე აფხაზეთში მაშინ დუმილი უდრის ისტერიულ კივილს!

ყველაზე პოპულარული