Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი - 1097-ე გამოშვება


„მეათე სტუდიაში“ ვისაუბრებთ მსოფლიოში ბოლო დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად აღიარებულ შეთანხმებაზე, რომელსაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს. გაგაცნობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მოსაზრებებს ამ შეთანხმების შესახებ. შემოგთავაზებთ ინტერვიუს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, ისტორიკოს გიორგი სანიკიძესთან: ის გვესაუბრა ირანზე შეთანხმების სავარაუდო შედეგებზე საქართველოსთვის. შემოგთავაზებთ რეპორტაჟს, რომელიც ეხება საქართველოში აბიტურიენტებისათვის სასურველ სპეციალობებს. გიამბობთ ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „აფხაზეთზე“ - მისი წევრები თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. დაბოლოს, მიგიწვევთ თანამედროვე ვენელ ხელოვანთა გამოფენაზე, რომლის ნახვაც თბილისში შეგიძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG