კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:01

რუბრიკები / მეათე სტუდია

სვასტიკა და ოპერა

ევგენი ნიკიტინიევგენი ნიკიტინი
x
ევგენი ნიკიტინი
ევგენი ნიკიტინი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ევგენი ნიკიტინი, რუსი ბარიტონი, რომელსაც ბაიროითში ”მფრინავ ჰოლანდიელში” უნდა ემღერა, მოიხსნა ვაგნერის ფესტივალიდან მას შემდეგ, რაც  სხეულზე სვირინგი აღმოუჩინეს - ნაცისტური სვასტიკა. ამ სკანდალმა ისევ გახადა აქტუალური ეგრეთ წოდებული ”ტოტალიტარული სიმბოლიკის” თემა და გაგვახსენა დისკუსია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველოში, თუმცა არ გაგრძელებულა.

ეგრეთ წოდებული ”თავისუფლების ქარტია”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ზუსტად ერთი წლის წინ დაამტკიცა, თუ არ ჩავთვლით ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიას,  ფაქტობრივად, არ განხილულა საზოგადოებაში.  მისი ინიციატორები თავიდანვე ამბობდნენ, ქარტიას, რომელიც ყველაფერთან ერთად საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას გულისხმობს, ერთგვარი ”აღმზრდელობითი ფუნქცია” ჰქონდა, ანუ დასჯიდა ყველას, ვისაც საბჭოთა სიმბოლიკის მიმართ ნოსტალგია აქვსო.

”აღმზრდელობითი ფუნქცია” ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა სიმბოლიკა ზევიდან, ე.ი. ხელისუფლების ჩარევით, უნდა აიკრძალოს და ხელისუფლებამ დასაჯოს ის, ვინც ამ (ანდა ნაცისტურ) სიმბოლიკას გამოიყენებს. სხვათა შორის, ნაცისტურ და საბჭოთა სიმბოლიკას შორის (თავიდან მითითებული იყო როგორც ”კომუნისტური სიმბოლიკა”) პარალელს  ”თავისუფლების ქარტიის” იდეის ავტორები, პირველ რიგში კი, პარლამენტარი გია თორთლაძე, თავიდანვე მიმართავდნენ - მუდმივად ხაზს უსვამდნენ იმას, რომ გერმანიაში, მაგალითად, და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება კანონითაა აკრძალული.

მაგრამ გერმანიაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებას თავად საზოგადოება ადევნებს თვალს და თავად საზოგადოება, რომელიც აღზარდეს, - თუ არადა, ვინ აღზარდა, ეს კიდევ სხვა საკითხია, - წყვეტს, როგორ შეიძლება დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც იმ სიმბოლოს გამოყენება სცადა, რომელსაც, თავის მხრივ,  მილიონობით ადამიანი მტკივნეულად აღიქვამს.
დავიბადე და გავიზარდე მურმანსკში... მურმანსკი - ეს დეპრესიაა. ნახევარი წელი მზე არ გვაქვს... ამიტომაცაა, რომ მე ზამთარში ძალიან გაღიზიანებული ვარ, გაბოროტებული... ზაფხულში ცოტა ”გავიფურჩქნები” ხოლმე... მთლიანობაში კი, საკმაოდ ბნელი ტიპი ვარ...

რუსი ბას-ბარიტონის ევგენი ნიკიტინის ”ჩამოშორება” ვაგნერის ფესტივალიდან სწორედ საზოგადოების აქტიურობამ გამოიწვია. გაგახსენებთ, რომ გერმანიის ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნიკიტინი, სანამ ოპერის ვარსკვლავი გახდებოდა, როკ-მუსიკოსი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე წელს ზემოთ შიშველი უკრავს. აღმოჩნდა, რომ ნიკიტინს მკერდზე აქვს ამოსვირინგებული სვასტიკა, რომელსაც სხვა ნიშანი ფარავს. ჟურნალისტებმა, რომლებმაც ეს ნიშანი აღმოაჩინეს, დაუყოვნებლივ მიმართეს ვაგნერის ფესტივალს და თავად მომღერალს, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ჰქონდა შეგნებული, როგორ ტკივილს გამოიწვევდა ეს, მით უფრო ბაიროითის ფესტივალის კონტექსტში - ბოლოს და ბოლოს, ვაგნერის მიმართ გერმანული საზოგადოების დამოკიდებულება, მოგეხსენებათ, არაერთგვაროვანია კომპოზიტორის ანტისემიტური გამონათქვამების გამო და თავად ფესტივალის მიმართაც - ბაიროითში სპექტაკლებს ხომ თავად ადოლფ ჰიტლერი ესწრებოდა.

თუმცა საეჭვოა, გერმანელებს არ ჰქონოდათ რეაქცია, ასეთი სვირინგები რომელიმე სხვა ფესტივალის მონაწილის სხეულზე რომ დაენახათ.

ერთ-ერთ ინტერვიუში, ამ სატელევიზიო სკანდალამდე ცოტა ხნით ადრე, ევგენი ნიკიტინმა განაცხადა:  

”დავიბადე და გავიზარდე მურმანსკში... მურმანსკი - ეს დეპრესიაა. ნახევარი წელი მზე არ გვაქვს... ამიტომაცაა, რომ მე ზამთარში ძალიან გაღიზიანებული ვარ, გაბოროტებული... ზაფხულში ცოტა ”გავიფურჩქნები” ხოლმე... მთლიანობაში კი, საკმაოდ ბნელი ტიპი ვარ.”
მარტოობა, როგორც ამბობენ, დიდი ადამიანების ხვედრია... ვხუმრობ, რა თქმა უნდა!..

”ბნელი ტიპი ვარ!”  - ევგენი ნიკიტინის ერთგვარი პოზაა, ”იმიჯი” - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ. ასეთი იმიჯი მოუხდა როლსაც, რომელიც რუს მომღერალს ბაიროითის ფესტივალზე უნდა შეესრულებინა -ერთგვარი ბრუტალური მეზღვაურის როლს. მაგრამ მორალი და ნაცისტური წარსულის მიმართ დამოკიდებულება გერმანიაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმატებული ”იმიჯი” და მხატვრული კონცეფცია - ნიშანდობლივია, რომ ნიკიტინის განთავისუფლების ერთ-ერთი ინიციატორი იყო სპექტაკლის რეჟისორი ჟან-ფილიპ გლოგერი. ყველაფერთან ერთად, დასავლეთში ასეთი ფაქტი პრესტიჟის საქმეა - ნაცისტურ სიმბოლიკას შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა ცნობილი რეჟისორის კარიერაზე.

”მარტოობა, როგორც ამბობენ, დიდი ადამიანების ხვედრია... ვხუმრობ, რა თქმა უნდა!” -  ბრძანა ნიკიტინმა, როცა გაახსენეს, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს.

ეს ხუმრობა იყო, ისევე როგორც ”სვირინგი”, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ხუმრობა არაა ხუმრობა. აღმოჩნდა, რომ ხუმრობა, რომელიც ადამიანის იდენტობას, მილიონობით მსხვერპლს უკავშირდება, ხუმრობად კი არა,  დანაშაულად შეიძლება აღიქვან.

ესაა საზოგადოების რეაქცია და საზოგადოების პოზიცია - ბუნებრივი რეაქცია, ზევიდან ჩარევის გარეშე. ერთი წლის წინ საქართველოშიც მოისურვეს ასეთი საზოგადოება დაეფუძნებინათ და ”თავისუფლების ქარტია” მიიღეს. მაგრამ ჩვენში ნაცისტური სიმბოლიკის მიმართ კი არა, ნაცისტური მოსაზრებების მიმართ საზოგადოების რეაქცია კვლავაც ძალიან სუსტია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
30.07.2012 03:37
ესე იგი ქართული ასე ვთქვათ საზოგადოება პროვინციული ფაშიზმის რეგისტრიდან ვინ იცის როგორი ნაციზმის მიმართ ტოლერანტობის რეგისტრში გადაბარგდა. არ უშველა საბჭოთა ზარბაზნით თბილისის თავზე დანგრევამ ბეჩავს და ვიღაც ალბათ უფრო რადიკალურ ზომებსაც გეგმავს. მაგრამ რა შუაშია ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის არქეოლოგიურ მონაპოვრებზე და ტიბეტის დროშაზე არსებულ სვასტიკას ან ჰიტლერთან ან ყველაფერ ამასთან? სვასტიკა ჰიტლერზე უფრო ადრე ტროცკიმ დაახატა წითელი არმიის მებრძოლების ნიშნებს და ჰიტლერმა სწორედ იქიდან აიღო და არა ჰიმალაებიდან. სვასტიკა მზის და და მარად მოძრავი სამყაროს ნიშანია: არსებობს ქართული ლექსიც მზე დედაა ჩემი. იქნებ ქართული ფოლკლორიც არ აკრძალონ.

ავტორი: Cossmis Chili საიდან გვწერთ: Berlin
30.07.2012 01:41
ჩემი 8 წლიანი დაკვირვების შედეგად ვფიქრობ, რომ გერმანული საზოგადოებისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მე მომწონს თაობა რომელიც ფაშიზმის კომპლექსს და ისტორიულ ტრამვას საკუთარ თავზე მუშაობით უმკლავდება. არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ მთლიანი სურათი მისაბაძია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა მემკვირეობისთვის, რომელსაც ასევე ანტიჰუმანური, ტოტალიტარული რეჟიმის დასხივებისგან გათავისუფლება უნდა. სხვათაშორის ყოველგვარი ნაცისტური გამოვლინების ტაბუიზირება, განსაკუთრებით საგრძნობია "დასავლელ" გერმანელებში. მათი პოლიტკორექტულობა და ტოლერატულობა მე მომწონს. ერთი მაგალითი ამ განსხვავების ილუსტრაციისთვის მათი ანტიმილიტარული განწყობაა. მათ გამოიარეს 60–70 წლები, Flowerpower და სექსუალური რევოლუცია. ამიტომაც ისინი იცნიან როცა "აღმოსავლელ" გერმანელები სამოქალაქო სამსახურის ალტერნატივის მიუხედავად მაინც ჯარში მიდიან. "დასავლელ" გერმანელი ახალგაზრდები ბაღში მასწავლებლად უფრო სიამოვნებით მუშაობენ, ვიდრე იდიოტური მილიტარული სისტემაში,სადაც გაცილებით მეტი შემოსავალია. და ეს კედლის ნგრევდან 23წლის შემდეგ ისევ შესამჩნევია. აქ ჩანს, თუ რამდენი ფიქრი და მუშაობა სჭირდება საზოგადოების განკურნებას ამათუ იმ სენისგან.

ავტორი: cicono საიდან გვწერთ: GERMA.net.i
29.07.2012 19:50
XXI საუკუნის 10-იანი წლები, სადღაც იქ, სამედიცინო ფაკულტეტის საკმაოდ წარმატებული 19 წლის გერმანელი სტუდენტი და სხვები უყურებენ პოლანსკის "პიანისტს". ის მომენტია, როცა გერმანელიმა ოფიცერმა პიანისტს რაღაც საკვები და სამალავი მისცა (ზუსტად ვერ ვიხსენებ, ბოდიშს ვიხდი), მოკლედ რომ ვთქვათ, იქვე არ დახვრიტა და შეიბრალა. ამ დროს ისმის ზემოთხსენებული 19 წლის გერმანელის ცივი და სისხლის გამყინავი ამოძახილი: "რატომ, რატომ დაეხმარა? ის ხომ ჩვენი მტერი იყო?" შემთხვევით არაფერი ხდება. ვიღაცას უთქვამს: "კომპიუტერი მომვალი ადამიანის საუკეთესო მაგალითია-ინტელექტი მორალის გარეშე"-ო. გერმანულმა საზოგადოებამ იცის რა აწყობს და რა არა. რას გრძნობს, ეს, ჩემის აზრით, უფრო წლების მანძილზე ჩამოყალიბებული კომპლექსია, ვიდრე გააზრებული სინანული.

ავტორი: გერმანიიდან
28.07.2012 12:27
გასაგებია, რასაც ამბობთ, მაგრამ გერმანული საზოგადოების რეაქციებს ნუ მოიყვანთ მისაბაძად. აქ ჰაერია გაჟღენთილი არაჯანსაღი კომპლექსებით და როდის გამოჯანმრთელდებიან ჯერჯერობით არ ეტყობა.

მისაბაძად გერმანელების მეცნიერული მიდგომა და კვლევები შეგვიძლია ავიღოთ.

თავად ბაიროითი ისეთი დაჭაობებული რამაა, რომ იქნებ ასეთი სკანდალებით მაინც გამოჩდნენ და გადარჩნენ.

ოლიმპიადის გახსნის ცდფ-ის რეპორტაჟი საკმარისია გერმანელების გაუცნობიერებული დაავადების დასანახად. მათაც ჯერ ბევრი აქვთ სასწავლი, სამწუხაროდ.

ყველაზე პოპულარული