Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბერუჩაშვილი: სანქციებთან მიერთების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა


თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც განაგრძობს ევროპაში ტურნეს, 21 ნოემბერს იმყოფებოდა ჩეხეთში, სადაც თავის კოლეგას, ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა. მოგვიანებით თამარ ბერუჩაშვილმა საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების მკაფიო წარმოჩენისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ლიბორ როუჩეკი. პრაღაში საქართველოს საელჩოს შენობაში გამართულ ამ ცერემონიას ესწრებოდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, თუ რამდენად მყარია საქართველოს ევროპული არჩევანი საქართველოს მთავრობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილებების ფონზე და რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. „საქართველოს სიტუაციაში, - როცა ჩვენ ძალიან რთული დიალოგი გვაქვს რუსეთთან, რომელთან დიალოგის გზების ძიება ჩვენი ამოცანაა, იმიტომ რომ ეს არის დეესკალაციის ერთ-ერთი გზა, - ამას ეფექტი ნაკლები ექნებოდა, ხოლო შესაძლებლობების დაკარგვის რისკი კი ძალიან დიდი. ჩვენ ამის თაობაზე ვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და არანაირი მოლოდინი არ იყო, რომ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამდა“, - თქვა თამარ ბერუჩაშვილმა. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მომავალში, თუ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან მიერთების საკითხი დადგება დღის წესრიგში, მაშინ „ამ საკითხს დამოუკიდებლად, პარტნიორებთან ერთად, იმ ინტერსების გათვალისწინებით გადავწყვეტთ, რაც ჩვენ გვაქვს“ - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

XS
SM
MD
LG