Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "Fest i Nova 2016" საჯარო დისკუსიით იხსნება


მარიამ ნატროშვილი
მარიამ ნატროშვილი

27 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არტისტი მარიამ ნატროშვილი, რომელიც 2016 წელს დეთუ ჯინჭარაძესთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, "Fest i Nova"-ს კურატორია.

უფრო ხანგრძლივი იქნება 2016 წლის ფესტივალი, რომელიც 5 თვის განმავლობაში გარიყულას სტუმრებს ერთი გამოფენის ნაცვლად შესთავაზებს სხვადასხვა ექსპოზიციას, ინსტალაციებს, ექსკურსიებსა და დისკუსიებს. წელს ფესტივალის თემაა - "მომავალი მეხსიერება", სწორედ ამ თემასთან დაკავშირებული და ადგილობრივი რეალობით ნაკარნახევი ნამუშევრების შექმნას აპირებენ ფესტივალის მონაწილეები.

"Fest i Nova" 29 მაისს საჯარო დისკუსიით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ხელოვანები, ასევე კრიტიკოსები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ხელოვნებათმცოდნეები.

რა მომავალი აქვს თანამედროვე ხელოვნებას, რამდენად არის საქართველოში თანამედროვე ხელოვნებისთვის ადგილი და რა ტიპის სირთულეებთან არის თუნდაც ისეთი ფესტივალის ორგანიზება, როგორიცაა "Fest i Nova", რა პერსპექტივებს ხსნის ადგილობრივებისთვის ერთი პატარა სოფლის ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად გარდაქმნა და რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებისთვის კონტექსტები და სწორად გაკეთებული აქცენტები - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG