ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 20:17

საზოგადოება / საქართველო

ოსური ძალოვანი უწყებების სისხლიანი გარჩევები

ცხინვალიცხინვალი
x
ცხინვალი
ცხინვალი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ცხინვალის მოსახლეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარმა მკვლელობამ და შეიარაღებულმა თავდასხმამ შეძრა. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი როლანდ ჩიტაევი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, მოგვიანებით კი მისი გვამი ცხინვალიდან მოშორებით იპოვეს. ჩიტაევი ნაცემი იყო, სხეულზე კი ორი ნატყვიარი ემჩნეოდა - ერთი მათგანი მკერდის არეში შემავალი ჭრილობა იყო.

ოსური მედიის ცნობით,  სამართალდამცავებმა იმავე ღამით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს - ეგრეთ წოდებული სახელმწიფო დაცვის მოქმედი თანამშრომელი არტურ აგეევი და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი რუსლან გაბარაევი.  გაბარაევი პროკურატურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ, ნასვამი, ხშირად ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. იგი გენპროკურორის ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის ელდარ კოკოევის ახლობელია. აგეევი კი სახელმწიფო დაცვის სამსახურში ცოტა ხნის წინ, ვადიმ ბროვცევის მმართველობის პერიოდში, მივიდა.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ირბეგ ბეტეევი და მისი  16 წლის ვაჟი ვადიმი. მამა-შვილი ცხინვალის რეანიმაციიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. 

ამ სისხლიანმა გარჩევებმა ცხინვალელები შოკში ჩააგდო. ისინი დაუცველობაზე, შიშსა და განუკითხაობაზე ალაპარაკდნენ. ცხინვალში „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტთან ინტერვიუს მიცემა ბევრმა არ ისურვა. ერთი კაცი კი, - დავარქვათ  გიორგი, - კომენტარზე იმ პირობით დათანხმდა, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდება. გიორგი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების  სისხლიან გარჩევებში მონაწილეობა აღმაშფოთებელია. მისი აზრით, ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.

ოსი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იმ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე, რომლებიც რუსული ფინანსური რესურსების დატაცებას ეხება. პროკურატურა მოხელეთა კორუფციული გარიგებების სქემებსა და ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის შტურმის საქმესაც იძიებს. გარდა ამისა, თავდასხმამდე ირბეგ ბეტეევი ირწმუნებოდა, რომ მას ოპოზიციის ლიდერების მკვლელობას უკვეთდნენ. ამიტომ ექსპერტები ცხინვალში მომხდარ მკვლელობასა და  შეიარაღებულ თავდასხმას ერთ კონტექსტში განიხილავენ და ამ ყველაფერს პროკურატურის გააქტიურებას უკავშირებენ. 

დე ფაქტო რესპუბლიკის კომპარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების გატარებას და სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ყოფილი ხელისუფლების მომხრეების მოშორებას ურჩევს.

ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს,  სისხლიანი ანგარიშსწორების გარდა, ძალაუფლების გადანაწილების პროცესად მიიჩნევს. მისი აზრით, ახლა ბრძოლა რუსულ ფულზე კონტროლის დასაწესებლად მიმდინარეობს. 

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების კონტროლი თავად იტვირთა. ოსური საზოგადოება კი  ხელისუფლებისგან გადამწყვეტი ღონისძიებების გატარებას და წესრიგის დამყარებას ითხოვს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
11.07.2012 23:57
ჯერ იყო და თბილისის ცაბნელებულ ქუჩებში აჩინა რუსულმა ხელმა ქურდებისა, პრისტუპნიკებისა და კაი-ბიჭების მთელი კოლონა

ბოლოს როცა განათლებული და ინტელიგენტი ქურდების მცდარი კერპი 200 დოლარიანმა ქურდებმა დაასამარეს, ნელ ნელა ხალხმაც დაკარგა მათი იმედი

თუმცა აქამდე ჩემი თაობის 70% მეტი თუ არა ნარკოტიკებმა და ქუჩურმა გადაიყოლა და თბილისის სასაფლაოებს სამარადისოდ მიაბარა მათი თავი

დაიკარგა თაობები, რომლებსაც ქვეყნისთვის უდიდესი სარგებლის მოტანის ნაცვლად ხელის გულის ოდენა მიწა ხვდათ წილად

ეხლა ცხინვალშიც იგივე იქნება, ჩაკუზულები, ცხვირის ცრეცვით ილაპარაკებენ კაი-ბიჭის დებზე, თავანის ატანა-ჩამოტანაზე და რომ აღმოაჩენენ რომ ახალგაზრდა აღარ დადის ქუჩაში მერე დაფიქრდებიან გურჯებს რას ვერჩოდითო

მოძმე ოსებს ვულოცავ ახალ, რუსულ-ქურდულ რეალობაში მოხვედრას, არაუშავს თქვენც გადაგევასებათ ოდესღაც ვლადიმირსკი ცენტრალი

მანამდე ადიდასის სპორტულები, ბენდენა, რეიბანები, ტისაკი, თავანი და ბურა გაამზადეთ. კიტრი, პომიდორი, ბარდიჯანი და ბანანი არ გაყიდოთ ეკრძალება პრისტუპნიკს და კაი ბიჭს მაგის შეძენა-ექსპლუატაცია

ავტორი: დავით სოსლანი
11.07.2012 19:57
დე ფაქტო რესპუბლიკის დე ფაქტო და სამაგიეროდ ძაან რეალურად დაკუნთული და კბილებამდე შეიარაღებული ალანური ასე ვთქვათ სამართლის დამცველები დაერივნენ ერთმანეთს. ვულოცავ ნორმალურ ოსებს. ნეტაი დროზე გაასწრონ მაქედან.