Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე ჰუმანური ემოცია


ავტორი: მარიამ პირველი

‘საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყრმას, არც ჭაბუკს და არც მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენისო ტირილი’ - კონსტანტინე გამსახურდია

‘რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?’- ეს ის ფრაზაა, რომელიც ბავშვობაში პირველად ალბათ ბაღში მოვისმინე და მას შემდეგ შავ ლაქად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. რომ არაფერი ვთქვათ ამ ფრაზის არასწორ და სექსისტურ შინაარსზე მარტო ისიც კმარა, რომ ადამიანებს ბავშობაშვე უსპობენ უფლებას ყველაზე ღრმა და წრფელი ემოციის გამოხატვა უბოდიშედ შეძლონ.

როდესაც ტკივილი სხეულის თითოეულ ნაწილსა და კუნთს მაგრად ჩაეჭიდება, თვალები მშველელად მოევლინებიან ხოლმე მათ და დაუყონებლივ გაანთავისუფლებენ მტანჯველი მარწუხებისგან. ცეცხლმოკდებული ცრემლები ჯერ გუგებში დაგუბდენიან, მერე თავს ინთავისუფლებენ და ნიაღვარივით ღაწვებზე დაეშებიან, მერე ნიკაპთან გზაჯვარედინზე ერთმანეთს გადაეყრებიან და ძალაგამოცლილი, გაბეზრებულნი თითქოს კლდიდან გადახტომას ლამობენო ნიკაპიდან ფსკერზე ეშვებიან და ისე უჩინარდებიან...

გულს თითოს ყველაზე მძიმე ლოდი მოხსნეს, ასლუკუნებული დედამიწელები შვებისაგან ცრემლებს ხმამაღალ ბგერებსაც შემატებენ ხოლმე და ასე ამცნობენ მთელს სხეულს ტკივილისაგან განთავისუფლებას.

‘ტირილი ყველაზე ჰუმანური ემოციაა’- რამდენიმე დღის წინ გულწრფელად, მაგრამ გაუაზრებლად ვუთხარი საუბრისას ჩემს მეგობარს. მერე ჩემსავე ნათქვამს დავუფიქრდი და მომეწონა. მაგრამ იქნებ შემედაოთ, ხომ არსებობენ ისინიც, ვისაც ჰუმანურობა არ აკლია მაგრამ ტირილის ძალა არ შესწევთო? რაღათქმაუნდა არსებობენ, მტკიცედ ვუპასუხებ მკითხველს, მაგრამ აქვე იმასაც დავამატებ, რომ ჩემი, როგორც პროფესიონალი მტირალას აზრით, ტირილი ერთგვარი ნიჭია, ან შეგიძლია ემოცია ნიაღვარს დაამსგავსო, ან არადა ვალდებული ხარ თოვლის გუნდასავით დიდხანს აგორაო და და ზვავივით მიაკრა გულს...

‘და რატო გიყვარს ტირილი, განთავისუფლებს ხო?- მკითხა ჩემმა თანამოსაუბრემ. ალბათ, მაგრამ მარტო ეგ როდია, ასე მგონია ტირილის დროს ყველაზე უკეთ შეიძლება გაიცნო ადამიანი. აი მაგალითად, ზოგიერთი ტუჩებს იკვნეტს და ისე ტირის, ერიდება ბოლომდე განთავისუფლების და იმიტომ. ზოგიერთი კი თმების დაგლეჯვასაც არ ერიდება სიმწირსაგან. ემოციური ადამიენები უფრო გაბედულები არიან ამ საქმეში, ემოციურად გაწონასწორებულები კი ნიკაპის კანკალს დასჯერდებიან და გაუკონტროლებლად გადმოვარდნილ ორ კურცხალს სასწრაფოდ, საგულდაულოდ შეიმშრალებენ ხოლმე.

მე ჩემს უამრავ ემოციას სულ თვალებით დავატარებ. იმიტომ კი არა რომ დეპრესიისკენ მიდრეკილი, სუსტ არსება ვარ. არა, უფრო იმიტომ, რომ თავისუფლება მიყვარს უკიდეგანოდ, თავისუფლებას კი ბორკილები არ ესადაგება. ჩემეული თავისუფლება ცრემლებშცაა. როცა გეტირება და არავის დაეძებ, არავისი გეუხერხულება, არავისი გეთაკილება, უბალოდ თამამად ხსნი დახურული სკივრის კარს და ხდები ყველაზე ჰუმანური, თბილი, მხურვალე ემოციის მატარებელი. თვალებს ხან ფართოდ ვახელ, ხან მთელი ძალით ვხუჭავ, რომ სხვადასხვა სიმეტრიით იდინონ ცრემლებმა, გააპონ ბორკილები და ეროსისაგან დამთვრალებმა თამამად იცეკვონ ჩემს სახეზე მხურვალე ფერხული.

როცა თავისუფლება ზღვრულ მიჯნას მიუახლოვდება, როცა ემოციები საწყისს დაუბრუნდებიან, როცა სხეულის ყველა კუნთი მოეშვება და მოდუნდება, თვალებიდან გადმოგორებულ უკანასკნელ ბურთულას ხელებს შევაშელებ, ღიმილიანი სახით მოვიმწყვდევ თითებში და დაველოდები სანამ მარილიანი ემოცია ბოლომდე არ დაიშრიტება.

მე რომ შემეძოს, მსოფლიოს ყველა ლამაზ ქალაქებს, რომელთაც ვიწრო ქუჩები და ლამპიონები ამშენებენ ისევე, როგორც ჩემს საყვარელ პრაღას, სულ სიხარულის ცრემლებით შემოვურბენდი. ყველა ქალაქში თავისებურად გეტირება ასე მგონია, ყველა ქალაქს თავისი ცრემლი და თავისი ემოცია აქვს...

არაფერია იმაზე ჰუმანური განცდა ვიდრე ტირილი. და თითოეული დედამიწელი თანაბრად თავისუფალია მის წინაშე, გულნატკენი შუახნის მამაკაციცა და ტკივილისაგან შეწუხებული პატარა ბიჭუნაც, ისევე როგორც გრძნობებისაგან თავბრუდახვეული ახალგაზრდა თუ ხნიერი მანდილოსანი. არაფერია იმაზე ამაღელვებელი ვიდრე გულწრფელი ემოციისაგან ცრემლმორეული მომტირალი, რომლის თვალებშც სუფთა ემოციის მეტი არაფერია..არა სიყალბე, არა ტყუილი, არაფერი ყალბი, მხოლოდ ნამდვილი, ყველაზე ჰუმანური ემოცია, სახელად-ცრემლები.

მე რომ შემეძოს ყველა ადამიანს ვასწავლიდი ტირილს. არა იმიტომ, რომ ხშირად იტირონ, არამედ იმიტომ, რომ მაშინ, როცა დაძაბუნებულ სხეულებს, დაშრეტილ ტვინსა და დანაღვლიანებულ გულს ემოციების დატევა აღარ შეეძლებათ, თვალები ცრემლებს მოუხმობდნენ, მუცლის ღრუდან დაწყებულ ჟრუანტელს სახემდე გადმოიტანდნენ და იქამდე იდენდნენ დედამიწელების სახეებზე, სანამ ღიმილის შტრიხები არ ჩაანაცვლებდათ განმანთავისუფლებელ ცრემლებს...

მე რომ შემეძოს, არასდროს მივცემდი უფლებას უფროსებს პატარა ბიჭებისთვის ტირილი აეკრძალათ. პირიქით, ყველა სულიერს ვასწავლიდი, რომ რაც მეტია ადამიანში ემოცია, მით უფრო ფერადია ის, რაც მეტად გასცემს ტკივილიან ემოციას, მით მეტი ბედნიერება დარჩება გულში.

დედამიწელებო, გიფიქრიათ როდესმე, რამდენად ამშვენებს ნებისმიერი ადამიანის სახეს გულწრფელი ცრემლები? თუ გიფიქრიათ ხომ კარგი, თუ არადა თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, იქნებ ეს სწორედ ისაა ამდენ ხანს რომ ეძებდით, ყველაზე ჰუმანური ემოცია, სახელად-ცრემლები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG