Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეიმურაზ თუმანიშვილი: იუნკრების თავდადებას უფრო მეტი პოპულარიზება სჭირდება


თეიმურაზ თუმანიშვილი
თეიმურაზ თუმანიშვილი

25 თებერვალს საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო შენობების თავზე დროშები დაუშვეს. ეს მოხდა იმ ქართველი იუნკრების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვალს დაიღუპნენ საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან გამართული თავდაცვითი ბრძოლების დროს. საზოგადოების ნაწილი და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის წინ იმ ადგილზე, სადაც 94 წლის წინ დახოცილი ქართველი იუნკრები დაკრძალეს. ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ხსოვნის ღონისძიებების მიუხედავად ქართველი იუნკრების ისტორიის უფრო ფართო პოპულარიზების აუცილებლობაზე ლაპარაკობს საქართველოს პატრიოტული ასოციაცია „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი თემურ თუმანიშვილი, რომელიც თავად არის ქართველი იუნკრების შთამომავალი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG