ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:38

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

თეონა გეგელია: "არსებობს რეცეპტი – ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს"

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ჟურნალისტი თეონა გეგელია. იგი საუბრობს თემაზე: „ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის მოქცეული საზოგადოების პრიორიტეტები“. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 - 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

თეონა გეგელია: "არსებობს რეცეპტი – ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს"
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
03.06.2012 13:29
სახელმწიფოს არა მაგრამ როდესაც საქართველოში დაუსჯელად ჟლეტენ მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას,აუდაბურებენ და ნანგრევებად აქცევენ საქართველოს ქართულ სოფლებსა და ქალაქებს და არსებობს ამის გამეორება-გამესამების საშიშროება იმიტომ რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ევრაზიატი აკადემიკოსი სახაროვის პროექტი ჯერ არაა ბოლომდე განხორციელებული სასურველია რომ რომ როგორც ხელისუფლებამ ისე გეი თუ სხვა პარადების მომხრეებმა ცოტა შეიკავონ თავი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისგან და ანგარიში გაუწიონ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის ელემენტარულ საჭიროებებს.

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 20:29
ტყუილი ტყუილი ტყუილი, პაპიროსი პირში....
იცრუა ბიძინა ივანიშვილმა როდესაც თქვა რომ შუა უნდა გაიკრიფოს-ში აზრჩამოუყალიბებელ ადამიანებს არ გულისხმობდა და თურმე ორმაგი ნიღბის მქონე პოლიტიკოსები ყავდა მხედველობაში.
ზუსტად ის თქვა რომ რადგან თვითონ შემოვიდა პოლიტიკაში, ყველამ, აბსოლუტურად, უნდა გააკეთოს არჩევანი მასსა და მიშას შორის!
მისმა ამ "იმპერატივმა" ნეიტრალების რიცხვი მხოლოდ გაზარდა,..აბა საქართველოში სხვა რამ მოსალოდნელი არც იყო. მაგრამ ეს ცალკე იყოს,
მთავარი ისაა რომ სახელი წაიხდინა, როგორც იტყვიან,
მაგ ტყუილით კი დაუმატა.
მატყუარას ვინ ნორმალური ენდობა....
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
02.06.2012 00:55
უკაცრავად, მაგრამ წაიკითხეთ ის ინტერვიუ, რომლის სათაურია "შუა უნდა გაიკრიფოს!". როგორც კი ივანიშვილმა ეს ფრაზა თქვა, პირადად მე ჩავეკითხე და დავაზუსტებინე, რას გულისხმობდა. რაც მაშინ განმარტა, იმის შემდეგ, სხვა აღარაფერი უთქვამს ამ ფრაზის შესახებ.

ავტორი: თეონა გეგელია საიდან გვწერთ: თბილისი
31.05.2012 14:56
... მე სრულიად ვეთანხმები ამ 10 პრინცპს, აი ეს არის ჩემს წარმოდგენაში ლიბერალიზმი. როდესაც იწყებენ სახელმწიფოს ინტერესებით მანიპულირებას, როდესაც, ჩვენ, მოქალაქეებს გვეუბნებიან, რომ უნდა მოვითმინოთ ჩვენი უფლებების შეზღუდვა სახელმწიფოს უზენაესი ინტერესების სასარგებლოდ - ჩემთვის აი იქ იწყება ავტორიტარიზმი, ფაშიზმი, დიქტატურა, თუ გნებავთ. სახელმწიფო ვერ იქნება აბსოლუტური ღირებულება, რადგან ასეთად იწოდებოდა მესამე რაიხიც და სსრკ-ც.
პირველ რიგში ამას უნდა აცნობიერებდნენ ელიტები, რომლებიც პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების სათავეში დგანან და ტონს აძლევენ დანარჩენ საზოგადოებას. ლიბერალიზმთან დაკავშირებით საქართველოში ასეთი სურათია: გვყავს მთავრობა, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი ავტორიტარული მიდრეკილებები აქვს, და საკუთარ თავს უწოდებს ლიბერალურს; გვყავს ე.წ. ინტელექტუალური ელიტის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ამ „ლიბერალურ“ ხელისუფლებას, შესაბამისად მისი წარმომადგენლებიც საკუთარ თავს უწოდებენ „ლიბერალებს“, ისინი გულშემატკივრობენ „ძლიერ“ მმართველს და „ძლიერი სახელმწიფოს“ მშენებლობაზე ოცნებობენ; გვყავს ისეთებიც, რომლებიც არ უჭერენ მხარს ამ ხელისუფლებას, თუმცა ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფა ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ, ვიდრე მაგალითად ადამიანის დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვს; რა თქმა უნდა არიან, ნამდვილი ლიბერალებიც, მაგრამ ისინი პერიფერიაზე აღმოჩნდნენ და პროცესებზე გავლენა ფაქტობრივად არ აქვთ. ეს აცდენა სახელწოდებას და შინაარსს შორის ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც ხელს უშლის პირველ რიგში სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ლიბერალიზმზე და, რაც მთავარია, ახდენს მის დისკრედიტაციას მოსახლეობის თვალში. მეორე პრობლემაა ლიბერალების სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ადამიანების სიჭრელე, რომელთა დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს ღირებულებათა ამ სისტემაზე და მხოლოდ საკუთარი უფლების შელახვა მიაჩნია პრობლემად. ლჯბთ-ს და მმკ-ს ინციდენტი იმის მაგალითად მოვიყვანე, რომ სექსუალური უმცირესობები (ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც ამ ორიენტაციას არ მალავს და ამავდროულად თავს ლიბერალს უწოდებს), მეტად უნდა აპროტესტებდნენ სხვათა ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტებსაც და საზოგადოებაც მათ მიმართ გაცილებით სოლიდარული და ლოიალური იქნება. მმკ ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ვიტყვი, რომ ასეთი ჯგუფებიც ანალოგიურ პრობლემას უქმნიან საქართველოში კონსერვატიულ იდეას, რადგან ფორმალურად მათ კონსერვატორებს უწოდებენ, სინამდვილეში კი ამ ადამიანებს არც კონსერვატიულ იდეაზე და არც ქრისტიანულ ღირებულებებზე წარმოდგენა არ აქვთ.

მოკლედ, ყველაფერი რაც ახლა დავწერე, ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისთვის დაბრკოლებად მიმაჩნია, არსებობს სხვა მიზეზებიც, თუმცა ეს არის თემა, რომელზეც საუბარი ალბათ დაუსრულებლად შეიძლება :)

ავტორი: თეონა გეგელია საიდან გვწერთ: თბილისი
31.05.2012 13:21
ია, ვიდრე დარჩენილ შეკითხვებს ვუპასუხებ, მინდა ეთერში დასმულ პირველ შეკითხვაზე პასუხი დავაკონკრეტო, რადგან მოვისმინე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სათქმელი წესიერად ვერ გამოვთქვი :)

ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების აუცილებლობად მიმაჩნია ის, რომ ამ ღირებულებებს პირველ რიგში უნდა აცნობიერებდნენ და იზიარებდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალებს უწოდებენ. რადგან საზოგადოება, რომელსაც ამ იდეოლოგიასთან (ეს სიტყვა არ მიყვარს :)) დაკავშირებული არც გამოცდილება და არც დიდი ცოდნა არ აქვს, მასზე წარმოდგენას პრეცედენტებით და მაგალითებით იქმნის.

ლიბერლიზმის, როგორც შეხედულებათა სისტემის ცენტრში დგას ადამიანი, პიროვნება. ნებისმიერი სისტემა, სახელმწიფო, რომელიც ამ ღირებულებებს ეფუძნება, ან აცხადებს, რომ ეფუძნება, სწორედ პიროვნებას, ადამიანსა და მის უფლებებს უნდა აყენებდეს ყველაზე მაღლა.

არსებობს ლიბერალიზმს სხვადასხვა განსაზღვრება და მე ამ სხვადასხვა თეორიის შეფასებისას ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ახლა ჩამოვთვლი კლასიკური ლიბერალიზმის იმ 10 პრინციპს, რომელთა გარშემოც, რამდენადაც ვიცი სრული თანხმობა არსებობს:
1. პოლიტიკური თავისუფლება
2. ინდივიდუალიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნების ინტერესები არასდროს უნდა შეეწიროს კოლექტიურ, მასობრივ ინტერესებს. მხოლოდ ავტორიტარული სისტემები მიიჩნევენ, რომ საერთო, ერთობლივი სიკეთე დგას პიროვნების ინტერესებზე მაღლა.
3. სკეპტიციზმი ძალის, ძალაუფლების მიმართ
4. კანონის უზენასეობა - ანუ კანონის წინაშე ყველა თანასწორია
5. სამოქალაქო საზოგადოების არსებობა
6. სპონტანური წესრიგი - ანუ წესრიგი, რომელიც იქმნება ინდივიდთთა, პიროვნებათა ინტერქაციის პროცესში. თეორეტიკოსებს ამის მაგალითად მოყავთ ენა, რომელიც შეიქმნა და ვითარდება ინსტიტუტების ჩარევის გარეშე. ჩვენ არ გვჭირება ადამიანები, ვინც გვიგმავს ცხივრებას, ჩვენ ამას მათ გარეშეც შევძლებთ.
7. თავისუფალი ბაზარი
8. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა
9. მშვიდობა
10. შეზღუდული ხელისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მთარი მოვალეობანი საკმაოდ შეზღუდული უნდა იყოს - მან უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, საკუთრება და თავისუფლება.

ავტორი: თეონა გეგელია საიდან გვწერთ: თბილისი
30.05.2012 14:07
ია, პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის :) შევეცდები დარჩენილ შეკითხვებსაც ვუპასუხო, როგორც ვხდები დრო მაქვს, ამიტომ არასამუშაო საათებში შემოგიერთდებით :) დიდი მადლობა კიდევ ერთხელ :)

ავტორი: ია ანთაძე
29.05.2012 23:22
თეონა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი საუბრისთვის. ვაქვეყნებ შეკითხვებს, რომელთა დასმა პირდაპირ ეთერში ვერ მოვასწარი. იმედი მაქვს, კიდევ გაგვიზიარებ შენს მოსაზრებებს. დიდი მადლობა წინასწარ.


1. ამას წინათ უბრალო ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩემს ნაცნობებს ვკითხე - დაახლოებით ხომ იცით, ხმას ვის აძლევთ-მეთქი და 40 კაციდან 12-მა - არ ვიციო! მაინტერესებს თქვენი სტუმრის აზრი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მართლა არ გადაუწყვეტიათ, ან მერყეობენ... მათი რაოდენობა დაახლოებით 20-25 პროცენტია.

2. თქვენი საუბრის თემა ძალიან რთულია. როცა დღეს ნიაზ დიასამიძეს ვუსმენდი, ვერ მივხვდი მის პრიორიტეტს, ვერ ვუგებ და გული მწყდება, ასეთ ადამიანს რომ ვერ ვუგებ. ჩემი პრიორიტეტი თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი ტელევიზია და თავისუფალი არჩევნებია. რას ნიშნავს ევროპელობა, თუ ეს ვერ შევძელით? :(

3. როგორ ფიქრობთ, ამჯერად მაინც თუ მოითხოვს საზოგადოება, რომ იდეებითა და არგუმენტებით შეებრძოლონ პოლიტიკოსები ერთმანეთს და არა ერთმანეთისგან ,,მტრის ხატის'' შექმნით?

4. სამწუხაროდ, ყოველთვის გვქონდა ,,არჩევანი'' ცუდსა და უარეს შორის. რეალურად არის ეს გააზრებული არჩევანი? თუ ეს არის სიტუაცია, როცა მეტი გზა არ გაქვს და პოლიტიკოსის შეფასების კრიტერიუმი ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველია?

5. მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კონსტიტუცია, სასამართლო და სამართლიანი არჩევნები. სამართლიანობის განცდაა ყველაზე დიდი დემოკრატია და როცა იცი, რომ ეს გარანტირებულია, თავისუფლებაც - სახელმწიფოსთან მიმართებაში - მაშინ მოდის! (ვგულისხმობ აზრის გამოხატვას, სამოქალაქო აქტივობას) მანამდე კი არც ერთი გამოკითხვა არ ღირს არაფრად, ყველა ცრუ და შიშნარევია და თავისუფალიც ადამიანი მხოლოდ საკუთარ ფიქრებშია. მგონი, ქალბატონი თეონაც დამეთანხმება.

6. მიგაჩნიათ თუ არა, რომ პოლიტიკოსს არამარტო პოლიტიკური, არამედ, პიროვნული თვისებებიც იმ ერისთვის მისაღები უნდა ჰქონდეს, რომელ ერსაც ემსახურება?

ავტორი: ია ანთაძე
29.05.2012 23:21
by: გარემარბი from: აშშ-დანe-mail:

თეონასთან ასეთი კითხვა მექნებოდა:
ხელისუფლების დევიზი, ,,ვინც ჩვენსკემ არ არის, ის ჩვენი მტერია", პოლიტიკურ პოლუსებს შორის თავისუფალ სივრცეს ფაქტიურად აქრობს. თქვენი აზრით, ოპოზიციასაც მსგავსი მიდგომა აქვს, თუ ისინი მეტად ზრუნავენ პოლუსებს შორის სივრცის შენარჩუნებაზე?

ავტორი: ლიი
29.05.2012 22:48
ძალიან საიტერესო იყო ქალბატონი თეონა გეგელიას საუბრის მოსმენა. გმადლობთ მისი მასპინძლობისთვის.

ავტორი: მელანქოლიკოსი
29.05.2012 16:51
თქვენი ჭირიმე გეყოფათ საქართველოს და მისი მოსახლეობის დამამცირებელი და მათი გამანადგურებელი ცვლილებების მხარდაჭერა და გატარება...

ავტორი: მარგი საიდან გვწერთ: თბილისი
29.05.2012 06:27
ცვლილებებს ყოველთვის მხარი რომ დავუჭიროთ, არ არის ეს მთლად ქართველის ხასიათში. მაშინ არ გვექნებოდა ასეთი ანდაზები: შეჩვეული ჭირი შეუჩვეველ ლხინს გერჩივნოსო" და "შეუჩვეველს ნუ მიაჩვევ, შეჩვეულს კი ნუ გადააჩვევო!!!’:) ეს ხალხური სიბრძნის გამოხატულებაა და ქართულ ხასიათს კარგად ასახავს...

ყველაზე პოპულარული