ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 13:15

საზოგადოება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ტერორიზმის შესახებ

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
”2011 წელს საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აგრძელებდა ანტიტერორისტულ ღონისძიებებს როგორც შიდა, ისე გარე ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ”, - ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნების მიხედვით ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს. ანგარიშის ავტორები იქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა განხორციელება არაერთი ტერორისტული აქტისა, რომელთა წარმომავლობის ადგილად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები სახელდება. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში რუსეთის კვალი აღმოაჩინა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მცირე ქვეთავში, სახელწოდებით „2011 წლის ტერორისტული ინციდენტები“, ავტორები წერენ, რომ საქართველოში იყო რამდენიმე მცდელობა  ტერორისტული აქტის განხორციელებისა, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად აღკვეთა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი 2011 წლის 2 ივნისს მოხდა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე - ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში - მცხოვრები ორი ადამიანი, რომელთაც თან ჰქონდათ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, დამაზიანებელი საგნებით. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, დაკავებული პირების ჩვენებით გაირკვა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელება მათ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დაუკვეთეს.
ჩვენი მხრიდან მუშაობა ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც მათი მხრიდან საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე რაღაც აფეთქებების მოწყობას გულისხმობს...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ 20-მდე ტერორისტული აქტი აღკვეთეს და უმეტეს შემთხვევაში დამკვეთად რუსეთის ხელისუფლება სახელდებოდა. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ამ მიმართულებით მთავარ საფრთხეს ჩრდილოელი მეზობელი წარმოადგენს:

”ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ამ კუთხით ძირითადი შემაშფოთებელი ფაქტორი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. ჩვენი მხრიდან მუშაობა ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც მათი მხრიდან საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე რაღაც აფეთქებების მოწყობას გულისხმობს.”

გარდა რუსეთის ფედერაციიდან წამოსული საფრთხისა, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი ტერორიზმის საფრთხეებს სხვა მხრიდანაც ხედავს. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრობლემას ორ ნაწილად ყოფს: პირველი ეს არის საერთაშორისო ვითარების გამწვავებით ინსპირირებული ტერაქტების საფრთხე და ის 2012 წლის თებერვალში საქართველოში ისრაელის საელჩოსთან ვერშემდგარ ტერორისტულ აქტს იხსენებს, რომლის პარალელურად დელიში, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

”მე მხედველობაში მაქვს ის რომელიმე ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი მტერი შეერთებული შტატები ან ისრაელია და ამიტომ აუცილებელია ამ ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მაგალითად, თუკი საქართველო გამოყენებული იქნება ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს, მაშინ საფრთხე ირანის მხრიდან ათმაგდება”, - მიაჩნია ბესიკ ალადაშვილს.
ტერორიზმის რისკი დღეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე, მაგალითად, დივერსიების რისკი...

მიუხედავად ბესიკ ალადაშვილის მიერ ნახსენები საფრთხეებისა, ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის ტერორიზმის საფრთხეებს საქართველოში ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ მას არ მიაჩნია საჭიროდ იმ კომისიის შექმნა, რომლის შესახებაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები მიუთითებენ. ეს არის მუდმივმოქმედი ეროვნული უწყაბათაშორისი ანტიტერორისტული კომისია, რომელიც, ანგარიშის ავტორების თქმით, პასუხისმგებელი უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებულ ანტიტერორისტულ აქტივობებზე. თუმცა, ნიკა ლალიაშვილის თქმით, შესაძლოა, კომისიის შექმნის საკითხი მომავალში აქტუალური გახდეს. ის ამის მიზეზად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს:
ნიკა ლალიაშვილინიკა ლალიაშვილი
x
ნიკა ლალიაშვილი
ნიკა ლალიაშვილი

”ამ ტერიტორიებზე შეღწევის საშუალება არ გვაქვს. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ იციან იქ რა ხდება. ტერიტორიებს აკონტროლებენ საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტერორიზმის რისკი დღეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე, მაგალითად, დივერსიების რისკი”, - მიაჩნია ნიკა ლალიაშვილს.

აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ე.წ. ”პანკისის კრიზისის” პერიოდში, 2001-2003 წლებში, საქართველოში შექმნილი იყო ანტიტერორისტული სახელმწიფო კომისია, რომლის კოორდინირებასაც უშიშროების საბჭო ახორციელებდა. თუმცა, როგორც ნიკა ლალიაშვილი გვეუბნება, მას შემდეგ, რაც ”პანკისის კრიზისი” დაიძლია და ის  ტერორისტული კომპონენტისგან გაიწმინდა, კომისიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
28.08.2012 17:21
საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის პოლიტიკა ფუნდამენტურად მცდარია. ან დილეტანტიზმია ამის მიზეზი ანდა მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკა. რამაც ქართულ საზოგადოებაში სამართლიან ანტიამერიკულ განწყობების წარმოქმნას შეუწყო ხელი. 91-92 წლების, სახემწიფო გადატრიალება და არამზადა შევარდნაძის მხარდაჭერა, ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის იგნორირება ამერიკის ხელისუფლების მიერ. რა თქმა უნდა დღეს არავისთვის საიდუმლო არ არის ამერიკის ადმინისტრაციის მონაწილეობა 91-92 წლების პუტჩში, რამაც საქართველო შეიძლება ითქვას, დააქცია და მრავალი ათწლეულებით გადაისროლა განუკითხაობის და უსამართლობის მორევში,,, ამერიკამ მხარი დაუჭირა ცეკას მდივანს, რომლის კარიერაც ნომენკლატურის კიბეზე სისხლით იყო მორწყული. წითელ ეგრედწოდებულ ინტილიგენციას და კრიმინალებს მოკლეთ სიცრუეს და ბოროტებას. მთელი შეგნებული სიცოცხლე ამ ბოროტებასთან მებრძოლი მართალი, ჰუმანისტი და დისიდენტი მამულიშვილი კი გახდა მიუღებელი ამერიკისთვის. არ მინდა დავეთანხმო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბოლო დროს ასე მომრავლდნენ ჩვენში, რომ ამერიკა სიცრუისა და ბოროტების მთავარი ღერძია მსოფლიოში, რამეთუ მე ვიცნობ ამერიკელი ხალხის, სიკეთეზე დაფუძნებულ ზოგადსაკაცობრიობო ღირებულებებს. და მინდა ვიფიქრო, რომ ის მხარდაჭერა რაც შევარდნაძის დანაშაულებრივ უკანონო ხელისუფლებას ჰქონდა, ძირითადათ არის შედეგი უმეცრების, დილეტანტიზმის და არაკომპეტენტურობის ნაწილობრივ კი ამერიკის ადმინისტრაციის ცალკეული პირების დანაშაულებრივი ურთიერთობების საქართველოს კრიმინალურ ხელისუფლებასთან... მამა ბუშის სიტყვა წარმოთქმული უკრაინაში 90-წელს, სადაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს საბჭოთა კავშირის დაშლას და შეკითხვაზე თუ რა აზრის იყო გამსახურდიას განცხადებაზე, "გეკაჩეპესთან" დაკავვშირებით, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი ( დღეს უკვე მრავალი ფაქტით მტკიცდება, რომ გორბაჩოვთან შეთანხმებულათ მოქმედებდნენ "გეკაჩეპისტები) მან უპასუხა, რომ : ეს კაცი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო და იმავე ინტერვიუში განაცხადა, რომ : ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმ ნაციონალისტურ მთავრობებს რომლებიც თავიანთი თავისუფლების ფასათ სხვის თავისუფლებას ზღუდავენო...უკვე ნათელი იყო კრემლის მიერ ორგანიზებული, დეზინფორმაციის, სიცრუის მანქანის, მძლავრი გავლენა თეთრ სახლზე რამეთუ სუკის აგენტურულ ქსელს (როგორც დღესაც) წარმატებით შეეღწია დასავლეთის მასმედიაში....

ყველაზე პოპულარული